ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46103

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 17 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაფიელ ივანიცკის ნარკვევი „გურაჯი“ ინგილოს ფსევდონიმით.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის წერილი „რამდენიმე სიტყვა შესახებ კ. ბ. ჯორჯაძისა“ ბარბარე ჯორჯაძის შემოქმედების შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 27 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის მიერ თარგმნილი ფრაგმენტი ფრიდრიხ შილერის დრამისა „ვილგელმ ტელლი“.

1867

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეხუთე ნაწილი გიორგი წერეთლის მოთხრობისა „გვრიტია“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 13 სექტემბერს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ მესამედ გამოიცა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ბეთანიშვილის წერილი-ნეკროლოგი ოდესაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პუბლიცისტისა და სტუდენტის, თომა მაჭავარიანის შესახებ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ლექსი „მოზარე“.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით თბილისის გუბერნიის საგლეხო საქმის სამმართველოს წევრი, თავადი ერასტი ჩოლოყაშვილი სასამართლოს მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნეს.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა VI – X ნაწილები გიორგი წერეთლის მოთხრობისა „გვრიტია“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის კორესპონდენცია ქუთაისის გუბერნიის წინამძღოლთან გამართული სადილის შესახებ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ალექსანდრე მეგრელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკოლოზ დადიანის ლექსი „ფიქრი სოფელში“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 26 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქართული თარგმანი კონსტანტინე მამაცაშვილის რუსულ ენაზე დაწერილი ისტორიული ნარკვევისა „რამდენიმე ცნობა საქართველოზე“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 26 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კირილე ლორთქიფანიძის პოეტური ჩანახატი „თარგმნილი სათარგმნელად. სოფელი“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 8 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი ანტონ ფურცელაძის მოთხრობისა „მართა“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 2 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 30 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მესამე ნაწილი დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 27 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეოთხე ნაწილი დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 6 მარტი გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეხუთე ნაწილი დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 28 მაისი გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეექვსე ნაწილი დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 5 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სტეფანე ძიმისტარაშვილის წერილი „ამხანაგთან მიწერილი წიგნი“.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 8 მაისს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა ჟურნალ „მნათობის“ დაარსების შესახებ, რომლის პირველ ნომერში გამოქვეყნდა ნიკოლოზ ინაშვილის, დიმიტრი ჯანაშვილის, ნიკოლოზ ავალიშვილისა და სხვათა ნაწარმოებები.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 22 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი სერგეი მესხის ფელეტონისა „წიგნი ქუთაისელ მეგობართან“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ივნისს ხაშურის თეატრში წარმოდგენილ ნიკოლოზ შიუკაშვილის დრამაში „მეგობრობა“ ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაია არჩილ ლომაურის როლს ასრულებდა, მარიამ თათეიშვილი-რატიანისა – თამარას როლს, ანასტასია გამრეკელისა – კატოს, ქეთო კალაძე – ელიკოს როლს და სხვ.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით ბაქოს მაზრის ექიმი დავით ამიროვი კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნეს.