რეგისტრირებული ფაქტები52118
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვს შიმშილობის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელშიც სწერდა: მზად ვართ ხელი გავუწოდოთ სომხეთს სასურსათო საქონლის ტრანზიტის საქმეში, ამიტომ გთხოვთ, სასწრაფოდ გასცეთ განკარგულება იმ ვაგონების დროულად დაცლის და დაბრუნების შესახებ, რომლებიც ამჟამად სომხეთშია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის პირველ ივნისს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და დამსწრეებს დენიკინის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობა. ის საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველო გაიმარჯვებდა.
1925
ტიპი: გარდაცვალება
1925 წლის 27 მარტის საგანგებო კომისიის დადგენილებით, ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილი ანტიპარტიულ მუშაობას ეწეოდა და შეიარაღებულ აჯანყებას ამზადებდა. იგი ვასილ კიკვაძესა და გრიგოლ ურუშაძესთან ერთად დახვრიტეს.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წელს დაკავებულ გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაიას ჰყავდა: მამა, ალექსანდრე – 50 წლის, ვაჭარი; დედა – 35 წლის, დიასახლისი; და – 20 წლის, მასწავლებელი; ძმები – 5 და 1 წლის.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს ჩეკაში წარმოებული პირადი საქმის მიხედვით, გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაია იყო სენაკის ნაციონალ-დემოკრატების არალეგალური კომიტეტის თავმჯდომარე, აქტიურად მონაწილეობდა ყაჩაღურ თავდასხმებში ნაციონალ-დემოკრატების პარტიის სასარგებლოდ, გეგმავდა წამოსულიყო სენაკიდან და შეერთებოდა პოლიტბანდას. ამიტომ საქართველოს ჩეკაში გადაწყვიტეს, შურღაია დაეკავებინათ 1924 წლის 27 ივნისს.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918-1921 წლებში გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაია ნაციონალ-დემოკრატი იყო, შემდეგ – უპარტიო.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 18 ივნისს გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაია არალეგალური მუშაობის ბრალდებით დააპატიმრეს.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 31 ივლისს დაკავებული სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშვილის დაკითხვის ოქმის მიხედვით, მას ბრალად სდებდნენ მენშევიკობას და მათდამი თანაგრძნობას, რასაც ის კატეგორიულად უარყოფდა და ამბობდა, რომ არასდროს მდგარა მათ მხარეს. მეორე ბრალდება ის იყო, რომ ბობოკაშვილი სახლში მალავდა და იფარებდა ნოე ხომერიკს. ბობოკაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მისი მეუღლე იყო გურული და ხომერიკი მათ ესტუმრა. მისი თქმით, არ იცოდა, ვინ იყო ეს ადამიანი, ხომერიკმა მათთან დაჰყო 4-5 დღე, რის შემდეგაც ბობოკაშვილმა მეუღლეს სთხოვა სტუმარი სახლიდან გაეშვა. მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რომ ხომერიკი იყო. ხომერიკმა ერთხელ მიიყვანა მათთან ვანო ხმალაძეც.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის 25 მაისს დაკავებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, მას ჰყავდა მშობლები: მიწის მუშა მამა და დიასახლისი დედა, ცხოვრობდნენ დიდ ჯიხაიშში; მეუღლე − მაკრინე მერაბის ასული, 58 (60) წლის, დავრდომილი; შვილები − ევა, 26 წლის, ოჯახში მომუშავე; სონია (ქსენია), 19 წლის; ძმები − ნოე, 25 წლის, მიწის მუშა; გიორგი, მენშევიკი, რომელიც ასევე დაიჭირეს.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს კუხალეიშვილი სოლომონ ჟორჟოლიანთან მივიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციაში გაწევრიანების თხოვნით. ჟორჟოლიანმა იგი უარით გაისტუმრა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წელს დაპატიმრებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, ის დიდ ჯიხაიშში ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას, რომლის წევრებიც იყვნენ: სერგო პლატონის ძე ცაგარეიშვილი, ლორთქიფანიძე, რომლის სახელიც არ ახსოვდა, ალექსანდრე სანაძე, რომელიც დიდ ჯიხაიშში ვაჭრობდა, და ა.შ. სულ ცხრანი.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი 1918 წლიდან საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღემდე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.
1924
ტიპი: მფლობელობა
1924 წლის 3 ივნისს სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი დაკითხა გამომძიებელმა ძაგანიამ. ის იყო 57 წლის. ჰქონდა 7 ქცევა მიწა, სახლი და დუქანი სამტრედიაში, სადაც ვაჭრობდა.
ტიპი: ნასამართლეობა
სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი დააპატიმრეს 1924 წლის 25 მაისს, კომენდატურაში მიიღეს 4 ივნისს („საკამენდატუროში მიღებულია პატიმარი ჟორჟოლიანი სოლომონ“, ხელს აწერს თანამშრომელი მესხი), საქმის წარმოება დაიწყო 1924 წლის 11 აგვისტოს. იქამდე, 3 ივნისს, დაკავებული დაჰკითხა ძაგანიამ. ჟორჟოლიანს ბრალად ედებოდა არალეგალური მუშაობა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ასევე ის, რომ საკუთარ ძმასთან ერთად ყოველდღე წმენდდა იარაღს. (ოქმზე, რომელშიც ჟორჟოლიანს შევსებული აქვს საკუთარი მონაცემები დაპატიმრების დროდ მითითებულია 25 მაისი, უფრო ქვემოთ დაკავებულის ხელმოწერის დღედ მითითებულია 4 მაისი).
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 21 აპრილს ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილმა დაკითხვაზე პარტიულობა კატეგორიულად უარყო. ძიებისთვის საინტერესო იყო მისი ნაცნობობა 1924 წლის აჯანყების მონაწილეებთან, ესენი იყვნენ: დათა ქავთარაძე, პართენ ხურციძე, ალექსანდრე კინწურაშვილი, ვანო ქაიხოსროშვილი, ვალერიან ბილანიშვილი, ნიკა კვერნაძე, ნესტორ იმნაიშვილი და სოსო წულუკიძე.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 30 აპრილს ილარიონ რუხაძის არალეგალური ორგანიზაციის საქმეზე დაკავებული 20 პირიდან 15 გაათავისუფლეს. მათ დატოვეს მენშევიკური პარტიის რიგები.
1924
ტიპი: ავტორობა
1924 წლის 31 მარტს საიდუმლო განყოფილების უფროსს, მოროზს დაკავებულებმა – ბაკურაძემ, ხატიაშვილმა, ზაუტაშვილმა, ამბროსი გაჩეჩილაძემ და ფირუზ გაგნიძემ მიმართეს განცხადებით, რომელშიც გამოთქვამდნენ სურვილს, გადასულიყვნენ საბჭოთა ხელისუფლების პლატფორმაზე და ითხოვდნენ მოლაპარაკებას სეით დევდარიანთან. საქმეში არ ჩანს, რით დამთავრდა ეს წამოწყება.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, არალეგალმა ილარიონ მიხეილის ძე რუხაძემ თელავში მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაცია დააარსა.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 3 მარტს, დაპატიმრებიდან მეორე დღეს, ამბროსი გაჩეჩილაძე დაკითხეს. მის ჩვენებაში საუბარია ილარიონ რუხაძესთან შეხვედრის დეტალებზე.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წელს გამართულ საქართველოს საბჭოთა მწერლების პლენუმზე შალვა რადიანმა ქართველი პოეტების შემოქმედების განხილვისას აღნიშნა, რომ ყოფილი ცისფერყანწელები, განსაკუთრებით ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე, ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდნენ სიმბოლური სკოლის რეციდივებისგან. მოხსენების შემდეგ შალვა რადიანს, ნიკოლოზ სირბილაძეს, იონა ვაკელს, ირაკლი აბაშიძესა და არისტო ჭუმბურიძეს შორის კამათი გაიმართა.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს მალაქია ტოროშელიძის აღიარების მიხედვით, საქართველოს ნაციონალური ცენტრის ბლოკის ერთ-ერთ შეხვედრას, რომელიც კერძო ბინაზე ჩატარდა, ნოე ჟორდანიას დავალებით ნიკოლოზ ელიავა დაესწრო.