რეგისტრირებული ფაქტები51113
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ მთავრობამ დეპეშა მიიღო ახალქალაქიდან, სადაც მრავალრიცხოვან მიტინგზე მოისმინეს ისიდორე რამიშვილის მოხსენება შინაური და საგარეო პოლიტიკის შესახებ, იწონებენ მთავრობის პოლიტიკას და გამარჯვებას უსურვებენ მას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის წლის 16 ივლისს ნოე რამიშვილი ავლაბრის მუშათა კლუბში მოწვეულ ს.ს.-დ მუშათა პარტიის წევრთა კრებას დაესწრებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისს გამართულ დამფუძნებელ კრებაზე, რომელსაც ალექსანდრე ლომთათიძე თავმჯდომარეობდა, ბიუჯეტის შესახებ მოხსენება წაიკითხა გრიგოლ გიორგაძემ, ესერების შეკითხვას კი გრიგოლ ცინცაძემ უპასუხა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 15 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ონის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის, გიორგი კვიტაშვილის წერილი, რომელშიც იგი ონის გიმნაზიის მოსაწყობად გაღებული შეწირულობისთვის მადლობას უხდის შემდეგ პირთ: სპირიდონ ოტიას ძე ბენდუქიძეს, რაჟდენ ყარამანის ძე დათეშიძეს, ალექსანდრე მიხეილის ძე ჯაფარიძეს, ვარლამ ლავრენტის ძე კანდელაკს, ალექსანდრე გიორგის ძე ბაქრაძეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 15 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხანოვის პრ.) გაიმართება ლადო მაჭავარიანის საღამო. მონაწილეობენ: გრ. რობაქიძე, დუტუ მეგრელი, ვარ. რუხაძე, გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, გ. ქუჩიშვილი, ხარ. ვარდოშვილი, ივ. ყიფიანი, გრ. ცეცხლაძე, აკ. ბერეკაშვილი, ლ. მაჭავარიანი, თაგუნა, ნ. გოცირიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ დაიწყო სახალხო უნივერსიტეტის სარეორგანიზაციოდ არჩეული კომიტეტის სხდომები, რომელთა თავმჯდომარე იყო უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჯავახიშვილი. გადაწყდა სწავლების სისტემის შეცვლა, სასწავლებლად საუკეთესო განათლებული ძალების მოწვევა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტიდან და სხვ. მსმენელები უმთავრესად მუშები უნდა ყოფილიყვნენ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 15 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა დეკანოზ იროდიონ ოქროპირიძის წერილი, რომელშიც იგი ოსების ტყვეობიდან დაბრუნებული ოფიცრების, გვარდიელების, მილიციელების და სხვ. (354 კაცის) სახელით მადლობას უხდის ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველობას და მათ ეროვნულ საბჭოს, რომელიც დაეხმარა ტყვეობიდან გათავისუფლებაში, მათ შორის, საბჭოს თავმჯდომარეს, კონსულის მოადგილე მღვდელ გიორგი ნათაძეს, მარიამ ოქროპირიძე-ცაბოლოვისას, არდონის მღვდელ ნიკოლოზ იტონიევს, ალაგირში მცხოვრებ გაბო კოჩოევს, საქართველოს მთავრობას და მის გამოგზავნილ პოლკოვნიკ ავქსენტი აბესაძეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 ივლისს ახალსენაკში შეხვდნენ ფრონტიდან დაბრუნებულ გვარდიელებს. მათ მიმართა შტაბის თავმჯდომარე ევტროფი გოგავამ, ერობის სახელით – პ. ქავთარაძემ და ქალაქის თვითმართველობის სახელით – გ. ჯაკობიამ. შემდეგ მოინახულეს აზერბაიჯანის ფრონტზე დაცემული პლ. ხუბუტიას, ქოჩო გუგუშვილისა და ვალიკო გოგოლაშვილის საფლავები. სიტყვა წარმოთქვა ახალგაზრდა გვარდიელმა აკაკი კალანდარიშვილმა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 15 ივლისს ლადო მესხიშვილი არტისტული საზოგადოების თეატრში პირველად მონაწილეობდა წარმოდგენაში „ინსტინქტი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 15 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხანოვის პროსპ.) გაიმართებოდა საღამო გალაკტიონ ტაბიძის, ვ. რუხაძის, გ. ქუჩიშვილის, დუტუ მეგრელის, რობაქიძის, თაგუნას და სხვ. მონაწილეობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 14 ივლისის ნავთლუღის მუშა-მოსამსახურების კრების თავმჯდომარე იყო ილია კალანდაძე,მომხსენებლად მოწვეული იყო ნოე რამიშვილი. კრებაზე წაიკითხეს მოხსენებები საქართველოსა და საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის და საქართველოში ბოლშევიკების მუშაობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 ივლისს ნოე ჟორდანია საქართველოში მყოფმა იტალიის რწმუნებულმა, ლუიჯი მერკანტელმა, ინახულა და დიდხანს ესაუბრა მას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 ივლისს მთავრობის თავმჯდომარე ინახულა საქართველოში მყოფმა სომხეთის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ თუშეთის მაზრის ერობის ხმოსანთა ყრილობამ ერობის გამგეობის წევრებად აირჩია: პარმენ თოთიბაძე, ნოე ლეჯავა და ილიკო ტყემალაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ დუშეთის მოქალაქეთა მიტინგი გვარდიისა და ჯარის მონაწილეობით გაეცნო ბათუმის ოლქის საქართველოსთვის გადმოცემას და კმაყოფილებით აღნიშნა ხელმძღვანელთა პოლიტიკის გამარჯვება. მიტინგის თავმჯდომარე ჭონიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სიღნაღის მოქალაქეთა მრავალრიცხოვანმა მიტინგმა (თავმჯდომარე კრაწაშვილი) მოისმინა მოხსენება ბათუმის შემოერთების შესახებ და საქართველოს დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 ივლისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ამხანაგის ნოე ცინცაძის N 86 ბრძანების თანახმად, ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელს, მღვდელ სოლომონ ანდღულაძეს საშუალო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა და 1920 წლის პირველი ივნისიდან იმავე თანამდებობაზე დამტკიცდა. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს დ. მესხი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისის შრომის კომისარი ქელბაქიანი ბათუმის შრომის განყოფილების საქმეების ინგლისის სარდლობისგან მისაღებად ბათუმში გაემგზავრა. ასევე გაემგზავრნენ რესპუბლიკის ნავსადგურების სამმართველოს უფროსი ინჟინერი მამაცაშვილი და შარაგზების სამმართველოს წარმომადგენელი ანდრონიკაშვილი.