ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 დეკემბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, იოსებ გიორგობიანი, ვასილ წულაძე, მეთოდე კაკაბაძე და სეით იაშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ნაკაშიძის თხოვნა წიგნსაცავიდან ნიკო მარის ნაწერების შინ გატანების შესახებ. გამგეობამ უარი უთხრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია გრიგოლის ასული კლდიაშვილის თხოვნა პანთეონში მისი ძმის, სვიმონ კლდიაშვილის, საფლავზე ძეგლისა და მოაჯირის გაკეთების შესახებ. გამგეობამ ნება დართო, თუ პანთეონის კომისია გაუწევდა ზედამხედველობას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „წინად და ეხლა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის წერილი „მმართველი პარტია და შემოქმედებითი მუშაობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სიმონ ქვარიანის წერილი „სიძვირე და მასთან ბრძოლა“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი დავით ალექსის ძე დავითაშვილი იყო მღვდელ იოანე ალექსის ძე დავითაშვილის ძმა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ზაქარია ალექსის ძე დავითაშვილი იყო მღვდელ იოანე ალექსის ძე დავითაშვილის ძმა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ მღვდელ იოანე ალექსის ძე დავითაშვილის გარდაცვალებას იუწყებიან ძმები − ზაქარია და დავით ალექსის ძე დავითაშვილები ოჯახებით, ასევე დები − ბარბარე მოზდოკელისა და მაკრინა ტატიშვილისა. გარდაცვლილს დაკრძალავენ სოფელ დგვრისში, ხუთშაბათს, 9 დეკემბერს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ია ეკალაძის წერილი „სოფელი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორმა ლონდონში ინახულა მთავრობის წარმომადგენლები და სხვადასხვა გავლენიანი პარტიის ლიდერები, რომლებთანაც საქართველოს იურიდიულად ცნობის საკითხის შესახებ მოლაპარაკებები გამართა.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 4 დეკემბრის ბრძანებით, 1-ლი დეკემბრიდან ვალერიანე კანდელაკი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნოე ხომერიკმა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიწათმოქმედების მინისტრის თანამდებობა დატოვა, მის ადგილას დავით ონიაშვილი დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 3 დეკემბერს სახალხო განათლების მინისტრობა გრიგოლ ლორთქიფანიძეს დაეკისრა, ხოლო სამხედრო მინისტრის პოსტი ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძემ დაიკავა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 დეკემბერს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მიიღო დადგენილება პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნის შესახებ. საკითხის შესასწავლად აირჩიეს კომისია ასეთი შემადგენლობით: ივანე ჯავახიშვილი, ანდრია რაზმაძე, ალექსანდრე დიდებულიძე და ალექსანდრე ჯავახიშვილი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ იოსების ძე თუხარელი იყო ანა აბრამის ასულ თუხარელის მეუღლე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ იოსების ძე თუხარელი იყო თამარ ვასილის ასულ თუხარელი-ფალავანდიშვილის მამა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ სამსონ მიხეილის ძე ფალავანდიშვილის გარდაცვალებას იუწყებოდნენ დედა − ნინო ივანეს ასული ფალავანდიშვილი, მეუღლე − თამარ ვასილის ასული ფალავანდიშვილი (თუხარელი) შვილებთან ერთად, და მეუღლის მშობლები − ანა აბრამის ასული თუხარელი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ იოსების ძე თუხარელი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვალერია იულონის ასული ყურაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ კონსტანტინე ბეჟანის ძე ყურაშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი კონსტანტინე ბეჟანის ძე ყურაშვილი იყო სონია ჯამუს ასული ყურაშვილის მაზლი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რაფიელ ალექსანდრეს ძე ივანიცკის (რ.ინგილო) წერილი „გაწამებული მხარე“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის დამლევს პარმენ ჭიჭინაძე სამხედრო მინიტრად დანიშნეს. ამხანაგებს იმედი ჰქონდათ, რომ მტკიცე ხასიათისა და ენერგიის გამო საქმეს კარგად გაუძღვებოდა, მაგრამ უწყების გაცნობა ვერც მოასწრო, მოსკოვის დიქტატორთა ჯარებმა დაიპყრო საქართველო. მან იცოდა, რომ ბოლშევიკები არ დაინდობდნენ, მაგრამ საქართველოში დარჩა და თავის სოფელში ცოლ-შვილთან ერთად გაჭირვებით ცხოვრობდა. სწამდა, რომ საერთო საქმისთვის ასე აჯობებდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის დეკემბრიდან იოსებ გედევანიშვილი ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონის სარდლად დაინიშნა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ივანე გიორგის ძე ჯორჯაძეს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ირაკლი ივანეს ძე ანდრონიკაშვილი იყო ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის ძმისწული.