ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სტატია „ჩიჩერინის ნოტის გამო“, რომელშიც საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გიორგი ჩიჩერინის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორისთვის გაგზავნილ წერილზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის და მეჯლისის თავმჯდომარე მემედ-ბეგ აბაშიძე და ვრცელი მოხსენება წარუდგინა ბათუმის ოლქის მდგომარეობის შესახებ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სვიმონ ილიას ძე მაჩაბელი იყო ალექსანდრე მაჩაბლის მამა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო პეტრეს ასული ეპიტაშვილი იყო მღვდელ ალექსი ეპიტაშვილის და.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს აცნობებდა, რომ საქართველოს მთავრობა უარყოფდა სახალხო კომისართა საბჭოს ბრალდებას, თითქოს საქართველოს მოკავშირეებთან მოლაპარაკების მიზანი რუსეთისადმი აგრესიული პოლიტიკის წარმოება იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს ატყობინებდა, რომ საქართველოს მთავრობა ხელს უწყობდა კავშირს ყველა გარე ძალასთან ქვეყნის დამოუკიდებლობის ცნობის, მისი თავისუფლების პატივისცემისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს სწერდა, რომ საბჭოთა მთავრობამ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით გერმანიის იმპერიალიზმის მონობაში ჩააგდო რუსეთი, იმპერიალისტურ ოსმალეთს ამიერკავკასიის კარი გაუღო და მისცა ქვეყნის ციხესიმაგრეები: ბათუმი, ყარსი და არდაგანი, რითაც დარტყმა მიაყენა კავკასიას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს სწერდა, რომ მთავრობა გაკვირვებული ბრალდებით, თითქოსდა საქართველო ხელს უწყობდა გერმანულ იმპერიალიზმს და მეგობრულ დამოკიდებულებაში იყო ოსმალეთთან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს აცნობებდა, რომ 1919 წელს საქართველოს მთავრობამ მიუხედავად სასურსათო კრიზისისა და ბოლშევიკთა მტრული და აგრესიული განწყობისა საზღვრები გაუხსნა წითელ არმიას მოხალისეთა რაზმებისგან თავდასაცავად, 5 000 წითელარმიელს თავშესაფარი მისცა და შეასრულა ნეიტრალური სახელმწიფოს როლი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს იმავე წლის 18 იანვარს N185 გამოგზავნილ რადიო-დეპეშის საპასუხოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სახელით აცნობებდა, რომ საბჭოთა მთავრობა ცდილობდა საქართველოს პრესტიჟის შელახვას ყალბი ცნობებით, რასაც მინისტრი მიუღებლად მიიჩნევდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს აცნობებდა, რომ საბჭოთა მთავრობა რუს და ქართველ ხალხს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას ხელოვნურად აბრკოლებდა. ის იმედოვნებდა, რომ რუსეთი მოძებნიდა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისაღებ ენას.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარა გრიგოლის ასული დადიანისა იოსებ იულონის ძე დადიანის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის მოწოდება დაწესებულებათა მიმართ, კომისია ყველას სთხოვდა მონაწილეობას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 თებერვალს განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და მდივანმა კირილე მიხეილის ძე არჯევანიძემ ქუთაისის სამაზრო ერობას აცნობეს, რომ 1920 წლის პირველი აპრილიდან ნიკანდრო არველაძე ქუთაისის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაამტკიცეს.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსი უმაღლესი დონის ადამიანი იყო და ბედნიერი იქნებოდა, როცა იგი ინგლისიდან დაბრუნდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ კარგად იყო, თუმცა შეუსვენებლად მუშაობა ძალიან ღლიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსი ლონდონში ჩამოსვლის შემდეგ ძალიან დაკავებული იქნებოდა, ვინაიდან მამა გარდაეცვალა, დედა მძიმედ ჰყავდა, თუმცა მაინც მოახერხებდა მასთან შეხვედრას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსს ლონდონში ატანდა ამანთს შემდეგი ნივთებით: ნინოს ჯვარი, ყელსაბამი, ძველ სპარსულ მინანქრიან ყუთში მოთავსებული, ძველი ვერცხლის სარძევე – 1830 წელს დამზადებული, მოზრდილი ვერცხლის ქამარი, მომცრო ქამარი, სპარსული მომინანქრებული ბურნუთის ყუთი, ვერცხლის პატარა ყუთით, ასევე ვანიდან. ძველი ვერცხლისგან დამზადებული თანამედროვე პორტისიგარი, საფერფლე და სანთის კოლოფი, რომელიც ერევანში მცხოვრები ვანელი დევნილების ნახელავი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უდიდეს სიყვარულს უგზავნიდა თავის ძვირფას მეუღლეს, ვის მკერდშიც თავისი გული განსასვენებლს ჰპოვებდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ შვილებზე – ჯეიმზე, ნინოსა და ენდიზე ფიქრით საზრდოობდა ყოველდღე. იმედოვნებდა მალე შეხვდებოდნენ ერთმანეთს ან თბილისში ან აღდგომას ლონდონში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსის ლონდონში გამგზავრებამდე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიახლის შესახებ შეიტყო, რაც დიდი დარტყმა აღმოჩნდა მისთვის. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებდა, თუმცა სიტუაცია ნამდვილად საგანგაშო იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დიდი დრო გაატარა ოჯახისგან შორს, თუმცა თავს ყოველთვის იმით ინუგეშებდა, რომ საქმეს, რომელსაც აკეთებდა აღიარება უნდა მოეტანა და ესეც მხოლოდ ოჯახის კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის სურდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თავისი საქმის აღიარება მხოლოდ ოჯახის კეთილდღეობისთვის სურდა და არა განდიდებისთვის. მან კარგად იცოდა საზოგადოების აღტაცებასა და გამორჩეულ პატივში ყოფნას რამდენად მცირე ღირებულება შეიძლება ჰქონოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რაც უნდა მომხდარიყო სცოდნოდა, რომ შეუძლებელი შეძლო, მოახერხა ის, რაც სხვებმა ვერ შეძლეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საპატიო სახელი დაიმკვიდრა, რომელიც მუდმივად დარჩებოდა, რაც უნდა მომხდარიყო.