ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50752

1941

ტიპი: ღონისძიება

1941 წელს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ყაზახეთში „კომუნისტის“ სამი ნომერი მიიღო.

1941

ტიპი: ღონისძიება

1941 წლის იანვარში თამარ შარაშიძე-ქარცივაძის ოჯახმა ჯამბულიდან მიიღო დეპეშა, რომ თამარი მითითებულ მისამართზე (ლენინის ქ. N19) აღარ ცხოვრობდა.

1941

ტიპი: ნასამართლეობა

1941 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე გიგოლა ბერბიჭაშვილი დააპატიმრეს. იგი წლების განმავლობაში იმალებოდა. თავდაპირველად დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, შემდეგ 10 წლით პატიმრობით შეუცვალეს და ციხეში გარდაიცვალა.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1941 წელს ნიკო ნიკოლოზის ძე კეცხოველს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის წოდება მიენიჭა.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1941 წელს კორნელი სამსონის ძე კეკელიძეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის წოდება მიენიჭა.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1941 წელს ისტორიკოსი სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1941-1945 წლების სამამულო ომში არტემ ახნაზაროვი მსახურობდა საბჭოთა არმიაში არ მსახურობდა.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წლის 29 დეკემბერს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ შვილს, ბიბი ქარცივაძეს, თბილისში გამოუგზავნა წერილი და ცოლის შერთვის ნება დართო.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 12 დეკემბერს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ღია ბარათი გაუგზავნა დას, ქრისტინე შარაშიძეს და მისწერა, როგორი გახარებული და აღელვებული იყო შვილის, ბიბი ქარცივაძის დაოჯახების გადაწყვეტილების შესახებ რომ გაიგო.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წლის ნოემბერში ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ გაზეთ „პრავდაში“ წაიკითხა ცნობა ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების შესახებ.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 19 ოქტომბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს, ჯამბულიდან თბილისში მისწერა, რომ გაახარა მისმა დეპეშამ, რომელიც ეხებოდა თამარისთვის მნიშვნელოვან თარიღს – მას ზუსტად ორი წლის შემდეგ შეეძლებოდა საქართველოში დაბრუნება.

1940

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1940 წლის 19 ოქტომბერს სამი წელი შესრულდა, რაც თამარ შარაშიძე-ქარცივაძე ყაზახეთში გადასხლებაში იმყოფებოდა.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 18 ოქტომბერს გადსახლებიდან სამი წლის თავზე თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ჯამბულიდან ქრისტინე შარაშიძეს კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 13 ოქტომბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ქრისტინე შარაშიძეს ჯამბულიდან თბილისში გაუგზავნა კერძო ხასიათის ღია ბარათი.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 4 ოქტომბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ღია ბარათი გაუგზავნა დას, ქრისტინე შარაშიძეს, მისწერა კერძო საკითხებზე და შეატყობინა, რომ ორი დღის წინ ქრისტინეს გაგზავნილი ორი წერილი ნახა ძველი ბინის მისამართზე.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 21 სექტემბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ჯამბულიდან თბილისში ღია ბარათი გაუგზავნა ქრისტინე შარაშიძეს და მისწერა, რომ ელოდა წერილებს მისგან და შვილისგან – გოგი ქარცივაძისგან, რომელიც მას ერთი თვის წინ შეჰპირდა წერილს.

1940

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1940 წლის 17 სექტემბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ თავისი განაჩენი შეიტყო. მას ჯამბულში (ყაზახეთში) 5 წლით ტოვებდნენ.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 16 სექტემბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს, ჯამბულიდან თბილისში გაუგზავნა კერძო ხასიათის ღია ბარათი. თამარი წუხდა, რომ შვილის, გოგი ქარცივაძის, წერილი არ მიუღია და შიშობდა, რომ დაიკარგა.

1940

ტიპი: მფლობელობა

1940 წლის 8 აგვისტოს აქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 2276 სტატიის აღწერისთვის ქრისტინე გიორგის ასულ შარაშიძეს 1365 მანეთი და 60 კაპიკი ეკუთვნოდა, 60 კაპიკი – თითო სტატიის აღწერისათვის.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ მამამისმა იაკობმა იგი მიაბარა ივანე ტაიგელის ოჯახში ფრანგული და გერმანული ენების შესასწავლად.

1940

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ ჰყავდა ძმა ნიკო ნიკოლაძე.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და სერგეი მესხი აქეზებდნენ ქართველ ახალგაზრდებს, რომ განათლების მისაღებად ევროპაში წასულიყვნენ.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 24 იანვარს დ. ლორთქიფანიძემ საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა დაცვის განყოფილების გამგეს თხოვნით მიმართა, ქრისტინე შარაშიძისათვის ხელნაწერებიდან ქართული ანბანის ბიბლიოგრაფიის გამოცემისთვის საჭირო მასალების ამოწერისა და სურათების გადაღების ნება დაერთოთ.

1940

ტიპი: გარდაცვალება

1940 წლის 24 იანვარს ღარის მთავარანგელოზის, ონისა და კვა­ცხუ­თის წმ. გი­ორ­გის ეკლესიების მღვდელ­ი მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანი გარდაიცვალა.