ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46136

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 1-ელი იანვრის „დროების“ ცნობით, წმ. ნინოს სახელობის სასწავლებლიდან ბიბიკოვისას დათხოვა სურდათ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 1-ელი იანვრის „დროებაში“ სერგეი მესხის სტატია „საახალწლო მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 4 იანვრის „დროების“ ცნობით, გამანაწილებელი კომიტეტის თანხა ვახტანგ თულაშვილისთვის უნდა გადაეცათ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, ანტონ ცეცხლაძე შემოქმედის კერძო სკოლაში პედაგოგად მიიწვიეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 იანვრის „დროებაში“ სერგი მესხის სტატია დაიბეჭდა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 21 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ მან და პაოლო იაშვილმა ლენინგრადში ანა ახმატოვა გაიცნეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 იანვრის „დროების“ ცნობით, ს. მირიმანოვმა ნაფარეულის სკოლის ღარიბ მოსწავლეებს (18 გოგონას) საჩუქრად სასკოლო ფორმა გადასცა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 10 იანვრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შეკრებილი და გამოცემული ქართული სახალხო სიმღერების კრებული ერთი შაური ღირდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 11 „იანვრის“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილი „სასოფლო გაზეთის“ რედაქტორი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 12 იანვრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემული „მზით უნახავი ქალი და თორმეტი თვენი“ ერთ შაურად იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 იანვრის „დროების“ ცნობით, უ. ვართანოვის წიგნის მაღაზიაში ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული „მდაბიური ამბავი“ და „ეშმაკის ხარო“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 იანვრის „დროების“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილის წიგნი „ალმანახი“ ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 იანვრის „დროების“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილმა გაზეთ „დროების" სტამბას საჩუქრად „ალმანახი“ გადასცა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 იანვრის „დროებაში“ ზ. მთაწმინდელის (ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის) სტატია „წმ. ნინო და მისი დღესასწაული 14 იანვარს“ დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 სექტემბერს სასტუმრო „ლონდონში“ გრიგოლ გოლიცინთან ერთად იყვნენ გზათა მინისტრი მიხეილ ხილკოვი და თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშალი დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ორბელიანმა კავკასიის გამოფენაზე წარადგინა ლითოგრაფიული ქვა სოფელ საძიგურის (დუშეთის მაზრა) ახლოს მდებარე თავისი მამულიდან.

1884

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1884-1885 წლების ანგარიშის მიხედვით, ხარკოვის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს საზოგადოებამ 100 მანეთის ღირებულების წიგნები გაუგზავნა. ანგარიშს ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სიონის ტაძარში შესრულდა წირვა და პანაშვიდი. წირავდნენ საქართველოს ეგზარხოსი ფლაბიანე, იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სიონის ტაძარში ჩატარებულ წირვას დაესწრნენ ქართველ თავად-აზნაურთა წინამძღოლები: ქართლ-კახეთის – თავადი დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი და იმერეთისა – თავადი სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 სექტემბერს თბილისის ქალაქისთავის მოადგილე მ. ა. შესტაკოვი წარდგა კავკასიის მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინის წინაშე.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 22 სექტემბერს თბილისის ქალაქის გამგეობამ მიიღო თბილისის გუბერნატორ ივანე სვეჩინის წერილი იმის შესახებ, რომ ქალაქის მოურავის მოადგილედ დაამტკიცეს გამგეობის წევრი მ. ს. შესტაკოვი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 22 სექტემბერს თბილისის სახალხო თეატრში, ავჭალის ქუჩაზე, გაიმართა სეზონის პირველი ქართული სახალხო წარმოდგენა – ზაქარია გულისაშვილის პიესა „დრონი მეფობენ".

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 სექტემბერს ქართულ თეატრში წარმოადგინეს დავით კლდიაშვილის ახალი პიესა:„ირინეს ბედნიერება".

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ვასილ პეტრიაშვილი, სტეფანე მელიქიშვილი და ივანე მუხრანბატონი. ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორები იყვნენ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ივანე მუხრანბატონის ღვინოები შესასწავლად ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში ვასილ პეტრიაშვილსა და სტეფანე მელიქიშვილს გაუგზავნეს.