ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46136

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს დავით ანთაძემ ბახვის უფასო სამკითხველოს 5 ცალი რუსული წიგნი შესწირა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს, თავად სიმონ ლორთქიფანიძეს ებოძა მისი იმპერატორებითი უდიდებულესობის სასახლის კამერგერობა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901-17 წლებში რაჟდენ თომას ძე ხუნდაძე ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887-1906 წლებში ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ივლიანე სულუხიამ, მიხელ მდინარაძემ, გრიგოლ თენიეიშვილმა ბახვის უფასო სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ალექსანდრე მახარაძემ ბახვის უფასო სამკითხველოს 61 ცალი ქართული და რუსული წიგნი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გიორგი ბარამიძემ ბახვის უფასო სამკითხველოს 8 წიგნი შესწირა.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 26 სექტემბერს გარდაიცვალა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გამართულ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრთა საიუბილეო სადღესასწაულო კრებაზე ეგნატე იოსელიანმა ისაუბრა სამეურნეო საზოგადოების 50 წლის მუშაობის შესახებ, მისი თქმით, საზოგადოების პირველი საბჭოს წევრები იყვნენ მ. პ. შჩერბინინი, დიმიტრი ყიფიანი, ი. თ. ვიტე.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ალექსი ალექსიძე, ვასილ ალუღიშვილი, ცაცა ამირაჯიბი, კოწო ანდრონიკაშვილი და ელო ანდრონიკაშვილი მოქმედი მსახიობები იყვნენ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ვასო აბაშიძე, ტასო აბაშიძე, დავით აბდუშელიშვილი, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და ვლადიმერ ამაშუკელი მოქმედი მსახიობები იყვნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს სოფრომ მგალობლიშვილი სასწავლებელში გამოცდების დასრულების შემდეგ გორიდან თბილისში ჩამოვიდა და „ივერიის“ რედაქციაში დაიწყო მუშაობა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს ილია ხონელის „ივერიაში“ დასაბეჭდ ფელეტონებს ილია ჭავჭავაძე იწუნებდა და ისე ცვლიდა, რომ ავტორის მხოლოდ აზრიღა რჩებოდა, ამიტომ მან ქართული ფელეტონების წერას თავი დაანება.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ქეთო ანდრონიკაშვილი, ვასო არაბიძე, გიორგი არადელი-იშხნელი, ვასო ბალანჩივაძე და დავით აწყურელი მოქმედი მსახიობები იყვნენ.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-17 წლებში ალექს ილარიონის ძე გერსამია ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-17 წლებში ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძე ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წელს „ივერიის“ რედაქციის მუდმივი წევრები იყვნენ: გიგო ყიფშიძე, იაკობ მანსვეტაშვილი, ილია ბახტაძე, სოფრომ მგალობლიშვილი და არტემ ახნაზაროვი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კონსტანტინე ბორჩხაძემ, გაბრიელ აროშიძემ და ნიკოლოზ ჭელიძემ ბახვის უფასო სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მასიკო ხომერიკმა და ნიკო შარაშენიძე ბახვის უფასო სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილის „სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი“ (ანტონ ფურცელაძე) II ნაწილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს რაჟდენ სადრაძემ, სოლომონ თხილაიშვილმა, სიმონ ანთაძემ ბახვის უფასო სამკითხველოს სამ-სამი მანეთი შესწირეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ვარლამ ჭელიძემ ბახვის უფასო სამკითხველოს 12 რუსული წიგნი შესწირა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ავქსენტი ჩხაიძემ სოფელ ბახვის უფასო სამკითხველოს 8 მანეთი და 40 კაპიკი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სოფელ ივანე ძიძიშვილმა, თეოფილე ჩიქვანმა, ისააკ ძიძიშვილმა და კირილე დუმბაძემ ბახვის უფასო სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძემ სოფრომ მგალობლიშვილს უარი უთხრა თბილისში, „ივერიის“ რედაქციაში, სამუშაოდ გადასვლაზე,ქალაქის ცხოვრება ჩაგითრევს და მწერლობას თავს დაანებებო.