რეგისტრირებული ფაქტები46136
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციას დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს თბილისიდან ჩამოსულმა დამფუძნებელი კრების წევრებმა: ნიკო ნიკოლაძემ, სპირიდონ კედიამ, ალექსადრე ასათიანმა, ქუთაისიდან – ვასილ წერეთელმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში, ქალაქის თეატრში გაიხსნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენცია, რომლის პრეზიდიუმში აირჩიეს: თავმჯდომარედ – მიხეილ გვალია, მოადგილეებად – ზაქარია იშხნელი და ტრიფონ ნიორაძე, მდივნებად – გიორგი აბაშიძე და კოტე ანთაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის მთავრობის დადგენილებით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს დაევალა ევროპაში კომერციული აგენტურის მოწყობის სქემის და მთავრობისთვის წარდგინება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის მთავრობის დადგენილებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს დაევალა მთავრობის სასახლის სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენა და მთავრობისთვის წარდგინება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შორაპნის სამაზრო კონფერენცია მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სთხოვდა, საჩხერის რაიონში საველე შტაბის მიერ უსაფუძვლოდ დაპატიმრებული ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის საქმის გამოკვლევა და დამნაშავეთა ვინაობის გამოძიება დავალებოდა სენატის საგანგებო რევიზიას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შორაპნის სამაზრო კონფერენციამ დეპეშა გაუგზავნა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას საჩხერეში საველე შტაბის მიერ ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის დაპატიმრების შესახებ.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 3 იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შორაპნის სამაზრო კონფერენციამ გამოიკვლია საჩხერეში საველე შტაბის მიერ ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის დაპატიმრებისა და გასამართლების საქმე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ მეშვეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი, თბილისის ქალთა მე-7 წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი და მისი ძმა, შტაბს-კაპიტანი ვლადიმერ იოსების ძე წერეთელი, ალექსანდრა, თამარ, ნიკოლოზ, ელენე, ნინო, ნიკუშა და ოლიკო წერეთლები, თალიკო და სოსიკო ვარაზიშვილები იუწყებიან, რომ მათი ბაბუის, დეკანოზ ნიკოლოზ წერეთლის გასვენება იყო რკინიგზის სადგურზე სამშაბათს, 30 დეკემბერს, საღამოს 4 საათზე, ხოლო დაკრძალვა იქნებოდა სოფელ ცხრუკვეთში, პარასკევს, 2 იანვარს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს, პარასკევს საქართველოში გაიმართებოდა „მსახიობის დღე“. დღისით ქუჩებში მოეწყობოდა პროცესია, გაიყიდებოდა გაზეთ „მსახიობის დღის“ სპეციალური გამოშვება, გაიმართებოდა სადღესასწაულო სანახაობები. თბილისში წარმოადგენდნენ ა. სუმბათაშვილის სპექტაკლს „ღალატი“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვასო აბაშიძე, ტასო აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვიქტორ გამყრელიძე, ვალერიან გუნია, იუზა ზარდალიშვილი, ა. მურუსიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში პეტრე უმიკაშვილის სპექტაკლი „სამზადისი“ და ამ დღისთვის სპეციალურად დაწერილი იოსებ ჟივაძის შარჟის წარმოდგენა გაიმართებოდა. წარმოდგენებში მონაწილეობას მიიღებდნენ: ნიკო გოცირიძე, შალვა დადიანი, ალექსანდრა კარგარეთელი, იოსებ ჟივიძე, მიხეილ სარაული, როსტოვცევი, შალვა ღამბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, დავით ჩარკვიანი, ელენე ციმაკურიძე, ვეჩე ჯიქია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ქართული სამუსიკო საზოგადოების საოპერო სტუდია დგამდა დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“, მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და ბალეტი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მოუთმენლად ელოდებოდა თბილისში დაბრუნებას, რადგან იმედი ჰქონდა მისი წერილი დახვდებოდა და არ სურდა იმედი გაცრუებოდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პირად სურვილებსა და მისწრაფებებს თუ გაჰყვებოდა ხომ იცოდა სადაც მიიყვანდა. ყველაფერს ერჩივნა სახლში ჯდომა და მშვიდად ცხოვრება, მაგრამ ეს თვეები საქმისთვის უნდა შეეწირა, როგორც ეს ომის პერიოდში იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თბილისში დაბრუნებისას ბევრი საქმე ელოდა. დაძაბული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ სიამოვნებას განიცდიდა, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაო არასდროს ჰქონია და აუცილებლად წარმატებისთვის უნდა მიეღწია.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბათუმიდან ნოვოროსიისაკენ მგზავრობისას ზღვის ნოტიო ჰავამ კარგად იმოქმედა და თავის ტკივილს აღარ შეუწუხებია.