ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46136

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 მარტს ვახტანგ ღამბაშიძემ თბილისის ქართველ ქალთა საზოგადოებას წაუკითხა მესამე ლექცია „ნორჩი ბავშვის ჰიგიენა და მოვლა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „კულისებში“ (მსახიობი-პატრი).

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 მარტს თბილისის ქართველ მუშათა მომღერალ-მგალობელთა გუნდმა მიხეილ კავსაძის ლოტბარობით დიდი სახალხო კონცერტი გამართა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მარტს განჯაში თბილისის დრამატული საზოგადოების დასმა ვალერიან შალიკაშვილის რეჟისორობით წარმოადგინა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ოქტომბერს ბათუმის ქალაქის საბჭოში გაიმართა ქალაქისთავის მოადგილის არჩევნები. კენჭს იყრიდნენ გრიგოლ ვოლსკი და ივანოვი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 9 ოქტომბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების დარბაზში გაიმართა კავკასიის შიდა მრეწველთა კრების სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო აგრონომი არტემ ფირალოვი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 მარტს ბაქოში ვალერიან შალიკაშვილის რეჟისორობით თბილისის დრამატული საზოგადოების დასმა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“ წარმოადგინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის გუბერნატორი ივანე სვეჩინი კახეთში გაემგზავრა სასოფლო და სამაზრო დაწესებულებების დასათვალიერებლად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის ლექსი „ტ. შევჩენკოს ლექსი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის წერილი „სახალხო წარმოდგენების საქმე ქუთაისში“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის მოგონებანი „ქართველ მწერალთა წერილები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „საქმიანობა“.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე ვარლამ ჭილაძე უძრავი მამულების დამფასებელი კომისიის წევრად აირჩეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 11 ოქტომბერს კავკასიის შიდა მრეწველთა კრებაზე გიორგი გრძელიშვილმა წაიკითხა მოხსენება ქუთაისის გუბერნიის შიდა მრეწველობის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მონაწილეობით წარმოადგინა მიხეილ ნასიძის მიერ თარგმნილი დრამა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის დასტური, რომ მისი ხელმოწერილი რეცენზიები ნ. ჭანკვეტაძეს არ ეკუთვნოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19-20 მარტს თბილისის დრამატული საზოგადოების დასმა ვალერიან შალიკაშვილის რეჟისორობით ქუთაისში წარმოადგინა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტს ქართულ თეატრში ვალერიან შალიკაშვილის რეჟსორობით წარმოადგინეს კონსტანტინე დავითის ძე ერისთავის „ბრმა“ და აკაკი წერეთლის „სიყვარული“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21-23 მარტს ბათუმში თბილისის დრამატული საზოგადოების დასმა ვალერიან შალიკაშვილის რეჟისორობით წარმოადგინა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს დუტუ მეგრელმა თავისი პოემა „მწირი სარდალი“ გადააკეთა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 მარტს სამტრედიის რკინიგზის თეატრში წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის კომედია „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ და ვალერიან გუნიას ვოდევილი „არც აქეთ, არც იქეთ“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 10 მარტს აკაკი წერეთელი სასახლის ქუჩაზე, ქართულ თეატრთან, ტრამვაის ვაგონიდან გადმოსვლის დროს დაეცა. პოეტი გასინჯა ექიმმა შალვა მიქელაძემ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს გეურქ ფირუმიანმა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“ სომხურად თარგმნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 იანვარს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თაოსნობით კოტე ყიფიანის სცენაზე მოღვაწეობის 45 წლის იუბილეს აღსანიშნავად წარმოდგენა გაიმართა.