ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46136

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აქვსენტი გიორგის ძე ლორთქიფანიძე არჩილ როსტომის ძე ბარათაშვილის დისწული იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სონია ლორთქიფანიძე არჩილ როსტომის ძე ბარათაშვილის დისწული იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ირაკლი სვიმონის ძე ბარათაშვილი სვიმონ როსტომის ძე და მინადორა ანტონის ასულ ბარათაშვილების შვილი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ილია აბაშიძის წერილი „ჰიმნი“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, იური ნეჩაევ-მალცოვმა თბილისის წნ. ნინოს სახელობის სასწავლებელს 500 მანეთი შესწირა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 25 ივლისის „დროებაში“ მიხეილ ჯორჯაძის ლექსი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 ივლისის „დროებაში“ კონსტანტინე ცხვედაძის სტატია „ქარელი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 ივლისის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „ამირანდარეჯანიანის“ შესახებ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, რედაქციამ მიიღო ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული ბროშურა „ქართული მწერლობა მეცამეტე საუკუნიდან მეთექვსმეტე საუკუნემდე“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 ივლისის „დროებაში“ თეოფილე ხუსკივაძის სტატია „ყვირილიდან ვარძიამდე“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის პირველი აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბობრინსკიმ სოფელ ვეჯინში მიხეილ ანდრონიკაშვილისგან მამული იყიდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 28 ივლისს ბარბარე ბარათაშვილისა და ელიზბარ გუგუშვილის თაოსნობით თიანეთში ღარიბი მოსწავლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 2 აგვისტოს „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანიშვილის ეთნოგრაფიული წერილის „ფშავ-ხევსურეთი“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910-1911 წლებში იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა დაწერა პიესები: „ოჯახი“, „მსხვერპლი“, „გამცემი“, „სიმართლე“, „გაიქცა“.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს დაიბეჭდა იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილის პირველი მოთხრობა ტუსაღების ცხოვრებიდან „აქაც აღსდგა!“.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წლის 28 იანვარს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი დუშეთის ციხიდან გაათავისუფლეს.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა პიესა „ქალი“ დაწერა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს ციხიდან გამოსული იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების წევრ-მდივნად მიიწვიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილის „ბუნება და ცხოვრება“ I ნაწილი.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი მეორედ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა მეტეხის ციხეში დაწერა პიესა „სინათლე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ I ნაწილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისში გამოცხადდა კონკურსი კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილის სახელობის სახალხო სახლის პროექტზე.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის ბრალდებით დააპატიმრეს და გამოძიების დასრულებამდე მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 ოქტომბერს ქართულ თეატრში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის რეჟისორობით ნიკოლოზ შიუკაშვილის პიესა „გამხმარი ფოთოლი“ წარმოადგინეს.