რეგისტრირებული ფაქტები46141
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ სამხედრო მინისტრად დაინიშნა გრიგოლ ლორთქიფანიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ ახლად შექმნილი სამხედრო სამინისტროს შესახებ განაცხადა, რომ როცა მინისტრთა კაბინეტი დგებოდა, ერთ პირს, ნოე რამიშვილს ჩაბარდა შინაგან საქმეთა და სამხედრო სამინისტროები, რომელმაც კარგად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ არსებული კრიზისიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო პირები ვერ ახერხებდნენ ეკონომიკური ვითარების დასტაბილურებას, მთავრობა იძულებული იყო ჩარეულიყო ვაჭრობა-მრეწველობის საქმეში როგორც კერძო პირი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ დაადგინა, რომ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისთვის დაევალებინათ შემდეგი საკითხები: იმ მოხელეებს, რომლებიც 9 დეკემბრის დეკრეტის თანახმად შტატგარეშე დარჩებოდნენ, ნოემბერ-დეკემბრის ხელფასები მიეცათ ნოემბრამდე არსებული ნორმით; მოხელეთა სრული ლიკვიდაცია მომხდარიყო არაუგვიანეს 1920 წლის იანვრისა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ დაადგინა, რომ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მიერ განსაზღვრულ ზომამდე გაზრდილიყო დაწესებული სასინჯო გადასახადი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს თბილისის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის საზოგადო სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარე გ. ზ. ჩაჩიბაია, პალატის წევრი ა. ა მაჩაბლიშვილი, საოლქო სასამართლოს წევრი გ. კასაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე (საქმის მწარმოებელი მანდარია) 1919 წლის 29 დეკემბერს განათლების სამინისტროს მიმართავდა, რომ ლაილაშის უმაღლესი პირველ დაწყებითი სასწავლებლის საგნების მასწავლებლად 1-ლი ნოემბრიდან დროებით გიორგი ანტონის ძე ჩაჩხიანი დაენიშნა.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე იყო დავით კარიჭაშვილი, მდივანი — ვარლამ ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 დეკემბერს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სახელით ბაქოს განყოფილების წევრებს მისწერა, აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი ინტერესების მიუხედავად, ძველებურად განეგრძოთ მუშაობა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 დეკემბერს დიდუბის ეკლესიაში კიტა გიორგის ძე აბაშიძის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში ქართულ კლუბში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სალიტერატურო წრის სასარგებლოდ გაიმართა დილა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: დუტუ მეგრელმა, აკაკი პაპავამ, სიკო ფაშალიშვილმა, გალაკტიონ ტაბიძემ, კონსტანტინე ჭიჭინაძემ და სხვებმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 დეკემბერს თბილისის პროლეტარიატმა საზეიმოდ გახსნა თავისი სასახლე. ღონისძიებას დაესწრნენ დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის წევრები, ასევე თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლები. სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 დეკემბერს თბილისში ჩამოვიდა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელი გერმანიაში აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 დეკემბერს გორის საკრებულო დარბაზში გაიამრთა საღამო იოსებ გრიშაშვილის მონაწილეობით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი, ქ. შარაშენიძე, კ. ნინიძე, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სახალხო გვარდიის საარტილერიო ბრიგადის უფროსის თხოვნა, ჯარისკაცთა შორის წერა-კითხვის გასავრცელებლად დათმობოდა მას სახელმძღვანელო წიგნები. ბრიგადის სკოლებში 200 კაცი სწავლობდა. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცა 1000 მანეთის წიგნები მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის ნავარაუდევი თანხიდან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარგის კაკაბაძის განცხადება, მისი შრომის, „საქართველოს მოკლე ისტორიის“ გამოცემის შესახებ. ხსენებული წიგნი მიცემული იყო სტამბაში ასაწყობად. ის ჰონორარად თხოულობდა ნომინალური ფასის 20%-ს, 1500 მანეთს. 6 იანვარს მას უნდა მიეღო 9000 მანეთი, ხოლო დანარჩენი წიგნის გამოსვლის შემდეგ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ ქუთაისის მაზრის მასწავლებელთა კავშირის ტობანიერის ფილიალის განყოფილებამ გადაწყვიტა, გახსნას წიგნის მაღაზია და ხელმისაწვდომ ფასებში მიაწოდოს როგორც მოწაფეებს, ისე ხალხს სახელმძღვანელო და სახალხო საკითხავი წიგნები. განყოფილების გამგეობა თხოულობს, დაეთმოს მას წიგნები ნისიად და პროცენტის დაკლებით. გამგეობამ ჯერჯერობით უარი უთხრა წიგნების ნისიად დათმობაზე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ სრულიად საქართველოს აგრონიმიულ დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტი თხოულობდა მომავალი გამოფენისთვის, რომლის გამართვა განზრახული ჰქონდა კომიტეტს მომავალი წლის იანვრის დამლევს, დათმობოდა წიგნსაცავ მუზეუმიდან გამოფენის საჭიროებისთვის საჭირო ჟურნალები და წიგნები, რომელიც უკანვე დაუბრუნდებოდა მუზეუმს დიდი მადლობით. გამგეობამ არსებული მუზეუმის წესდებით შეუძლებლად ჩათვალა შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 დეკემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემლობის გამგის მოხსენება „დედაენისა“ და სხვა წიგნების დასურათების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მათი დასურათება მხატვრებისთვის მიენდოთ.