ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50534

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს გამოიცა ივანე ჯავახიშვილის წიგნი „ქართული მუსიკის შესახებ“.

1938

ტიპი: ღონისძიება

1938 წელს ვარშავაში გამართულ ქართველ ემიგრანტთა მეჯლისს ესწრებოდნენ იოსებ სალაყაია, ვალერიან თევზაძე, გიორგი მამალაძე, დიმიტრი შალიკაშვილი, ალექსანდრე ზაქარიაძე, დავით ვაჩნაძე და ა. შ.

1938

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1938 წლამდე დუტუ მეგრელი ცხოვრობდა თბილისში, ერისთავ-ხოშტარიას №8-ში.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წლის „მნათობის“ №7-ში დაიბეჭდა თედო სახოკიას მოგონების „ძველად“ ერთი თავი, „შიო მღვიმელი“.

1938

ტიპი: ღონისძიება

1939-1945 წლებში სამამულო ომის დროს ნინო ყიფიანი არ მსახურობდა წითელ არმიაში.

1938

ტიპი: ღონისძიება

1938 წლამდე დუტუ მეგრელის საზოგადობერივი მოღვაწეობა იყო მწერლობა.

1938

ტიპი: ორგანიზაცია

1938 წლამდე სიმონ ქვარიანი იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

1938

ტიპი: ორგანიზაცია

1938 წელს სიმონ ალექსის ძე ქვარიანი საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირში შევიდა.

1938

ტიპი: ორგანიზაცია

სიმონ ქვარიანი 1938 წელს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირში შესვლამდე ირიცხებოდა ქართველ მწერალთა კავშირში.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 10 ოქტომბერს ქრისტინე შარაშიძეს სახალხო განათლების ისტორიის სექციის სხდომაზე უნდა წაეკითხა მოხსენება „მასწავლებელ გიგო შარაშიძის მოგონებანი სწავლა-აღზრდის შესახებ“.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილი იმყოფებოდა ბორჯომში.

1937

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა მამა, სოლომონ კოპტონაშვილი.

1937

ტიპი: განათლება

1874 წელს, 8-9 წლის ასაკში, ვასილ კოპტონაშვილი მშობლებმა მეზობელი სოფლის, ბარალეთის სკოლაში შეიყვანეს სასწავლებლად.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, რუსეთ-ოსმალეთის ომის გამო ბორჯომიდან ახალქალაქამდე ახალი გზა გაუყვანიათ.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 2 სექტემბერს დაწერილ ავტობიოგრაფიაში ვასილ კოპტონაშვილი იმედოვნებდა, რომ მესხეთ-ჯავახეთის შესახებ დაწერილი თავისი თხზულებებით უფრო მეტ ქართველს გააცნობდა ამ კუთხის ხალხის ყოფა-ცხოვრებას.

1937

ტიპი: ღონისძიება

1884-1889 წლებში თიანეთის მაზრის სოფ. ტოლათსოფელში მასწავლებლობის პერიოდში ვასილ კოპტონაშვილ დაბა თიანეთში ხშირად ვაჟა-ფშაველას, რომელიც იქიდან აწვდიდა გაზეთ „ივერიის“ რედაქციას თვის ლიტერატურულ მასალას.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი გარდა „ივერიისა“, „დროებისა“, „კვალისა“ და „ცნობის ფურცელისა“ თანამშრომლობდა სასულიერო გაზეთებში, „მწყემსში“ და „საეპარქიო საექსარხოსო მოამბეში“.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, გაზეთებში „მწყემსი“ და „საეპარქიო საექსარხოსო მოამბე“ დაიბეჭდა ვასილ კოპტონაშვილის წერილები სულიერი მამების ცხოვრების შესახებ.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, გაზეთებში „მწყემსი“ და „საეპარქიო საექსარხოსო მოამბე“ დაიბეჭდა ვასილ კოპტონაშვილის წერილები გაქრისტიანებული ქურთების შესახებ.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს პუშკინის დღეებთან დაკავშირებით საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შეიქმნა კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო ფილიპე მახარაძე, მდივანი – ტიციან ტაბიძე.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს ბიქტორ გიორგის ძე წულუკიძე სსრ ფინანსთა სახალხო კომისრის მოადგილედ დაინიშნა. განცხადებას ხელი მოაწერეს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ფილიპე მახარაძემ და მისმა მოადგილემ, თენგიზ ჟღენტმა.

1937

ტიპი: ორგანიზაცია

1937 წელს მალაქია ტოროშელიძის აღიარებითი განცხადებიდან ირკვევა, რომ ტროცკისტებსა და ნოე ჟორდანიას შექმნილი ჰქონდათ საქართველოს ნაციონალური ცენტრის ბლოკი, რომელშიც ერთიანდებოდნენ ანტისაბჭოური პარტიის წარმომადგენლები.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს მალაქია ტოროშელიძის აღიარების მიხედვით, საქართველოს ნაციონალური ცენტრის ბლოკის ერთ-ერთ შეხვედრას, რომელიც კერძო ბინაზე ჩატარდა, ნოე ჟორდანიას დავალებით ნიკოლოზ ელიავა დაესწრო.