ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46204

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ნოემბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული დეპეშით სენაკის სამაზრო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების წარმომადგენელთა ყრილობა მთავრობასა და მის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მიესალმა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, იტალიის სამხედრო მისიის ხელმძღვანელმა ამიერკავკასიაში პოლკოვნიკმა მელქიორე გაბბამ საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს 27 ნოემბერს გამართული სადილისთვის მადლობის წერილი მისწერა. აღნიშნვდა, რომ მისთვის სასიხარულო იყო ამიერკავკასიის ერთა მომავლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ხელშეკრულების დადება, რის შესახებაც იტალიის მთავრობას აცნობებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 27 ნოემბერს, ხუთშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ლონდონიდან ამბავი მოუვიდა სამუშაოს მაღალ დონეზე შესრულების შესახებ, რაც ძალიან ახარებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 ნოემბერს, ოთხშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ძალიან მარტივი იყო საბედისწერო შეცდომის დაშვება.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 26 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თავის ტკივილები უფრო ნაკლებად აწუხებდა, კარგად ეძინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 ნოემბერს, ოთხშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ ბერს შეხვდა. მან უთხრა, რომ ხელნაწერები საიმედოდ იყო დაცული, საკუთარი თვალით უნახავს რამდენიმე თვის წინ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 25 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 129 ბრძანებით თბილისის მეხუთე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგი ლავრენტი ივანეს ძე როტეკერი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ როგორც მისი მიწერილობიდან (მიმდინარე წლის 8 ნოემბერი, N 11035) ჩანდა, გერმანული ენის მასწავლებელი ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი 1918 წლის 1-ლი სექტემბრიდან თანამდებობაზე დაამტკიცეს. სთხოვა, ეცნობებინა ჯამაგირი გამოეწერათ როგორც უმაღლეს თუ როგორც საშუალო დამთავრებულისთვის და როდის მიეცათ ის ჯამაგირი, რომელიც მას არ ჰქონდა აღებული. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23-27 ნოემბერს გამართულ საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა პირველ კონგრესზე მეღვინეობა-მევენახეობაში საზოგადო კითხვების შესახებ მოხსენებები წაიკითხეს: ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძემ, პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილმა, ს. ნ. ტიმოფეევმა, ა. ა. ეგოროვმა, დ. გედევანიშვილმა, კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძემ და გიორგი კონსტანტინეს ძე ჩიჩუამ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23-27 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა პირველი კონგრესი, რომელზეც მოხსენებით გამოვიდნენ: პ. ავერკინი, ტრიფონ გრიგოლის ძე ბააკაშვილი, კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილი. ა. ა. ეგოროვი, გ. ა. წინამძღვრიშვილი, ს. ნ. ტიმოფეევი, ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე, სოლომონ მ. ჩოლოყაშვილი, მიხეილ ალექსანდრეს ძე წულუკიძე, ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელი, კ. ნაკაშიძე, გიორგი ლევანის ძე ბერიშვილი, ნ. კ. მაქარაშვილი, ერმილე კაციას ძე ნაკაშიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23-27 ნოემბერს გამართულ საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა პირველ კონგრესზე მოხსენებები წაიკითხეს: ა. ა. ეგოროვმა, გიორგი ალექსანდრეს ძე წინამძღვრიშვილმა, ე. კაკულიამ და ვასილ ილიას ძე რცხილაძემ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23-27 ნოემბერს გამართულ კონგრესზე საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა ყრილობის დროებითი საბჭოს წევრებად აირჩიეს: საპატიო თავმჯდომარედ − ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე, წევრებად − ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი, ლ. ა. გოგნიაშვილი, გ. ა წინამძღვრიშვილი, ვასილ ილიას ძე რცხილაძე, სოლომონ მ. ჩოლოყაშვილი, ი. დ. ფორაქაშვილი, ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილი, კანდიდატებად − გიორგი მიხეილის ძე ჩივაძე და იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, კონსულმა პეტრე ჩინიჯიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს ბათუმში საქართველოს ეროვნული დროშით გემის „თბილისი“ შესვლა აცნობა. ქართული საზოგადოება გემს დიდი ენთუზიაზმით შეხვედრია და ოვაციები გაუმართავს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თევდორე კიკვაძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და წევრები: შიო დედაბრიშვილი, კირილე ნინიძე, ნინო ნაკაშიძე, იპოლიტე ვართაგავა, ი. გიორგობიანი, ვასილ წულაძე, მეთოდე კაკაბაძე. კირილე ნინიძე და ნინო ნაკაშიძე სხდომას ბოლომდე არ დასწრებიან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება წიგნების გასავრცელებლად აგენტურის მოწყობის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, თ. კიკვაძის მოხსენება მიეღოთ, შეედგინათ სახელმძღვანელო გეგმა წიგნების გავრცელების შესახებ არსებულ კულტურულ საზოგადოებრივ დაწესებულებათა საშუალებით. შემუშავებული გეგმა გამოცემულ წიგნების სიასთან ერთად დაგზავნოდა ერობებს, კოოპერატივებს, რკინიგზის კომიტეტებს, კულტურულ-განმანათლებელ წრეებს და სხვებს, მოეთხოვათ პასუხი, თუ რა პირობებში იკისრებდნენ აღნიშნული დაწესებულებები მოვალეობას მათი გამოცემების გავრცელების საქმეში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით ბაქრაძის თხოვნა, რომ მთავარმა გამგეობამ განათლების სამინისტროს მიმართოს თხოვნით, რათა მან თავის მხრივ აღძრას შუამდგომლობა გზათა მინისტრის წინაშე, რომ ამ უკანასკნელმა დავით ბაქრაძეს მისცეს რკინიგზით უფასო სიარულის ნება. ბაქრაძე წიგნების გამყიდველი იყო. გამგეობამ გადაწყვიტა, თხოვნა გადაეგზავნოს განათლების სამინისტროს ცნობით, რომ ბატონი ბაქრაძე ნამდვილად ავრცელებს წიგნებს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს იასონ გაბილაია წინადადება: შეიძინა გამგეობას მისგან 25% დაკლებით 400 ცალი ფ. გოგიჩაიშვილის „პოლიტიკური ეკონომიის საფუძვლები“ . ცალი ღირდა 100 მანეთი, 400 ცალს 30000 მანეთი მოუწევდა. გამგეობამ გადაწყვიტა, შეეძინათ ნაღდზე ათი ცალი 25% დაკლებით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზაქარია ფალიაშვილის თხოვნა, მიეცეს წიგნსაცავიდან სახლში სასარგებლოდ გუგუნავას გამოცემა „თამარიანი“ ოპერის შესადგენად. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცათ საერთოდ მიღებული წესით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ახვლედიანის „რუსული ენის მოკლე გრამატიკის“ დაბეჭდვის საკითხი განიხილეს. გამგეობამ გადაწყვიტა, 8 000 წიგნი დაებეჭდა. ახვლედიანმა ავანსად 5 000 მანეთი მიიღო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გიორგი ივანეს ძე გაბაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქართველ მხატვრებს შორის.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ძველი მეგობარი ანა (ანეტა) მეთოდეს ასული ჭყონია ესტუმრა 15 წუთით.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი და ალექსანდრე ხატისიანი ენდობოდნენ და აფასებდნენ მას.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი ესტუმრა. მათ დიდხანს ისაუბრეს. ძალიან კეთილგანწყობილი იყო მინისტრი მის მიმართ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მშვიდობიანი შეთანხმების აღსანიშნად გამართულ ბანკეტს აღმოსავლური მუსიკაც აფორმებდა და ევროპულიც. საოპერო არიები და დუეტები საუკეთესო ტენორებმა და ბანებმა შეასრულეს.