ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46204

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველო“ იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენების თანახმად, საფრანგეთის მეაბრეშუმეთა საზოგადოების წარმომადგენლებთან საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის დადებული ხელშეკრულების შესახებ მთავრობამ დაადგინა, განსახილველად გადასცემოდა დამფუძნებელ კრებას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრმა კონსტანტინე კანდელაკმა საქართველოს სახელმწიფო ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს აცნობა, რომ ბანკის საბჭოს წევრად ფინანსთა სამინისტროდან პროკოფი ჯაფარიძე დაინიშნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესის მაგიერ“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ყიფიანის მოთხრობა „მშვენიერი ლენა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ქვარიანის წერილი „ქვემავალი მანეთი და ერის ტრაგედია“.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 10 მარტს მიხეილ ჯავახიშვილმა სერგო კლდიაშვილს მისწერა, რომ „მნათობის“ წესდების თანახმად, სხვა გაზეთში ან ჟურნალში უკვე გამოქვეყნებული მასალის ხელმეორედ დაბეჭდვა ჰონორარით აღარ ანაზღაურდებოდა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 7 მაისს სიმონ მდივანმა პარიზიდან ნიკოლო მიწიშვილს მისწერა, რომ გრიგოლ ვეშაპელი კავკასიაში დაბრუნებას ორ თვეში შეძლებდა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წლის 17 მაისს ტიციან ტაბიძემ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მისწერა და შეატყობინა, რომ ქართული ენის სიწმინდის კომისიამ სექციაში სამუშაოდ საქართველოს მუზეუმის გამგის მოადგილე, იროდიონ სონღულაშვილი მიიწვია.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 30 ივლისს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს ქვიშხეთში მისწერა და შეატყობინა, რომ ილია ერენბურგი მალე ბორჯომში აპირებდა წასვლას და მის ნახვას იქ შეძლებდა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 30 ივლისს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს ქვიშხეთში მისწერა და სთხოვა, რაჟდენ გვეტაძისთვის მოკითხვა გადაეცა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 9 აგვისტოს ვალერიან გაფრინდაშვილმა ტიციან ტაბიძეს ქვიშხეთიდან მისწერა, აქ ახალი ლექსი დავწერე და „მოაგარაკე-იდიოტი“ დავარქვიო.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 9 აგვისტოს ვალერიან გაფრინდაშვილმა ტიციან ტაბიძეს ქვიშხეთიდან მისწერა, კარგი იქნება, თუკი ჩემს ლექსს „ალი არსენიშვილზე“ კოლაუ „ქართულ მწერლობაში“ დაბეჭდავსო.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 9 აგვისტოს ვალერიან გაფრინდაშვილმა ტიციან ტაბიძეს ქვიშხეთიდან მისწერა და სთხოვა, კოლაუ ნადირაძის, ალი არსენიშვილის, გოგლა ლეონიძის, გრიგოლ რობაქიძის, ნიკოლო მიწიშვილის და სანდრო ცირეკიძის ამბები შეეტყობინებინა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის ბოლო სხდომაზე აირჩიეს პარტიული პერიოდული ორგანოს, გაზეთ „საქართველოს“ სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, რაფიელ ინგილო (ივანიცკი), ლელი ჯაფარიძე, სანდრო შანშიაშვილი და ტიტე მარგველაშვილი.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 1-ელი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ნიკო ნიკოლაძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წელს ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე როინაშვილმა დუშეთის სამკითხველოს წიგნები უანდერძა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ლუარსაბ ყრუაშვილი ფოთის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „დამოუკიდებელი საქართველო“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა „საქართველოს რესპუბლიკის ცნობა „de iure“-დ ევროპის სახელმწიფოების მიერ“.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის ნოემბერში ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის კომიტეტმა ეკლესიის წიგნსაცავის დარბაზში გამართა კრება გენერალ-ადიუტანტ ივანე გივის ძე ამილახვრის თავმჯდომარეობით.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქართული თეატრის რეჟისორმა ვასო აბაშიძემ თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად მიიწვიეს ვალერიან გუნია.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი ლექსები გრიგოლ ორბელიანთან ინახებოდა, ტრაგედია „იული ტერენტელი“ კი დაკარგული იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა თედო გაბრიელის ძე კიკვაძის სტატია „ტიტუსი, ისტორიული ტრაგედია არვიდ ერნეფელტისა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძის სტატია „გაკვრით“.