ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50781

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა და იყიდებოდა ინჟინერ ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძის წიგნი „მრეწველობის განვითარების საკითხი ჩვენში“, ფასი 15 მანეთი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ იოსებ გრიშაშვილის რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „ლეილა“, რომელშიც შესულია ივანე გომართელის, ვახტანგ კოტეტიშვილისა და მარუთა შუამდინარელის კრიტიკა, ფასი 15 მანეთი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ იოსებ გრიშაშვილის რედაქტორობით გამოვიდა „ლეილა“, რომელშიც შესულია ნიკო ლორთქიფანიძის, ნიკო შიუკაშვილისა და ლევან მეტრეველის ბელეტრისტიკა, ფასი 15 მანეთი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ იოსებ გრიშაშვილის რედაქტორობით გამოვიდა „ლეილა“, რომელშიც შესულია იოსებ გრიშაშვილის, ს. შანშიაშვილის, კ. მაყაშვილის, ს. აბაშელის, ს. ფაშალიშვილის, ი. მჭედლიშვილის, კ. ჭიჭინაძის და მარიჯანის პოეზია, ფასი 15 მანეთი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მომარაგების მინისტრმა გიორგი პავლეს ძე ერაძემ წერილი გაუგზავნა ფირმა „სიბუნიონ ლიმიტედის“ ბათუმის წარმომადგენელ ნოელ სტეფანეს ძე სმიტს, ხოლო მისი ასლი ამავე ფირმის ოფიციალურ წარმომადგენელს კავკასიაში ლევ ქრისტეფორეს ძე გერმანს 1919 წლის 29 ოქტომბერს მათთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის სასამართლო პალატის წევრი გ. ზ. ჩაჩიბაია იუწყება, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პალატამ გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საადგილმამულო კომიტეტების განმარტების მიხედვით, უარი ეთქვა სამედიატორო მსაჯულების განჩინების სისრულეში მოყვანას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის სასამართლო პალატის წევრი გ. ზ. ჩაჩიბაია აქვეყნებს სასამართლო პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საჩხერეში დაპატიმრებულ ეროვნული-დემოკრატიული პარტიის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გუჯეჯიანთან ერთად დაპატიმრებული იყო მისი ორი თანაგუნდელი. უმიზეზოდ დააპატიმრეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ათი წევრი, მაგრამ დანარჩენები გაათავისუფლეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კასრაძის პუბლიკაცია „ცისფერი მეკობრეები“, რომელიც ეძღვნება ცისფერყანწელთა მოღვაწეობას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ია ეკალაძის პუბლიკაცია „წერილები გურიიდან“, რომელშიც ავტორი განიხილავს სკოლებისა და მასწავლებელთა პრობლემებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კოტე ყიფიანის პუბლიკაცია „თეატრი და მსახიობი“.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საჩხერის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გუჯეჯიანს საჩხერის რაიონის საველე შტაბმა 6 წელი კატორღა მიუსაჯა პარტიული პროპაგანდისათვის.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში რაჟდენ არსენიძე იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს რაჟდენ მათეს ძე არსენიძემ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორთან ერთად სასამართლო უწყების დაწესებულებები დაიარა და გეგეჭკორი სასამართლო მოხელეებს გააცნო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 იანვარს განათლების სამინისტრო სწერს ბათუმის ქართული გიმნაზიის დირექტორს, რომ გიმნაზიასთან არსებული უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა ნიკიფორე გრიგოლის ძე გეგელია 1920 წლის პირველი ოქტომბრიდან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის პუბლიკაცია „ქართული სკოლა“ სკოლების პრობლემატიკაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი სადარბაზოდ იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარ ოლივერ უორდროპთან.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გამგზავრების გამო მისი თანამდებობის აღსრულებას შეუდგა საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი გუჯეჯიანი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საჩხერის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ესტატეს ძე წვერავა იყო მამასახლისთა საბჭოს თავმჯდომარე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს, 20 საათზე, ხონში გაიმართებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხონის რაიონის ორგანიზაციათა ყრილობა, რომელზეც მოხსენებით გამოვიდოდნენ დამფუძნებელი კრების წევრები: ნიკო ნიკოლაძე და ალექსანდრე ასათიანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ბათუმიდან დაბრუნდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მევენახეთა და მეღვინეთა კონგრესის საბჭოს დადგენილებით, ამავე საბჭოს წევრ გიორგი წინამძღვრიშვილს დაეკისრა შაბიამან-გოგირდზე ფასების მომატების შესახებ მოხსენებით წარუდგეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას და საბჭოს თავმჯდომარე ივანე ანდრონიკაშვილს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ გენერალი ილია ოდიშელიძე დაენიშნათ სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძის მოადგილედ სამხედრო საბჭოში მინისტრის ადგილის თანამდებობაზე დაჭერით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრ ნოე რამიშვილის განკარგულებაში ყოველთვიურად გადადებულიყო 15 900 მანეთი სახელმწიფო თეატრში ჯარისა და გვარდიისთვის უფასო წარმოდგენების მოსაწყობად, ინსპექციის ხარჯებისათვის – 18 994 მანეთი.