რეგისტრირებული ფაქტები46204
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის ოქტომბერში თელავის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი ალექსანდრე ბარნოვი იმავე გიმნაზიის დირექტორს თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს .
1919
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის 1919 წლის 29 ოქტომბრის N81 ბრძანებით, თელავის ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგს ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვს, უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის რუსული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს მომარაგების მინისტრმა გიორგი პავლეს ძე ერაძემ ფირმა „სიბუნიონ ლიმიტედის“ წარმომადგენლებთან - ნოელ სტეფანეს ძე სმიტთან და ლევ ქრისტეფორეს ძე გერმანთან ხელშეკრულება გააფორმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ოქტომბრის დამლევს გაიმართა საქართველოს რკინიგზელთა II ყრილობა. ყრილობის მეორე დღეს მოხსენებებით გამოვიდნენ რაიონების წარმომადგენლები, რომელთაც აღნიშნეს, რომ სოციალური პირობები მძიმე იყო, რკინიგზელებს არ ჰქონდათ ბინები, არ იყო მოგვარებული სანიტარული საკითხი და სხვ. მათ განაცხადეს, ამ ყველაფერს იმიტომ იტანდნენ, რომ ქვეყნის მმართველი და გამგე იყო ნოე ჟორდანიას მთავრობა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ოქტომბერს გორის სამაზრო ერობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს დაუბრუნა N9781 მიწერ-მოწერა და აცნობა, რომ დ. გიკაევი იყო რუსეთის მიმდევარი და სასტიკი წინააღმდეგი საქართველოს დამოუკიდებლობისა, რის გამოც გორის სამაზრო ერობის გამგეობა არასასურველად მიიჩნევდა მის მასწავლებლად დანიშვნას. ხელს აწერენ განათლების განყოფილების გამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი ხახუტაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ოქტომბერს სახალხო განათლების სამინისტრომ გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობა, რომ მინისტრის მოადგილის N77 ბრძანების თანახმად, მასწავლებელ გიორგი დავითის ძე აბულაძეს მიანიჭეს საშუალო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის წოდება და დაამტკიცეს თანამდებობაზე მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან. ხელს აწერენ დირექტორი ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე და საქმის მწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ოქტომბერს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ გიმნაზიის მასწავლებელ ილია ამაღლობელს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიენიჭა და 1919 წლის პირველი სექტემბრიდან თანამდებობაზე დამტკიცდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 27 ოქტომბერს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მასწავლებელ ივლიანე აბესაძეს მიანიჭეს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება ისტორიასა და გეოგრაფიაში. ასევე მინისტრის მოადგილის N78 ბრძანების თანახმად 1-ლი სექტემბრიდან თანამდებობაზე დაამტკიცეს. ხელს აწერენ დირექტორი ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ზე აბესაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრმა N78 ბრძანების თანახმად ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელ, დეკანოზ ივლიანე აბესაძეს მიანიჭა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლის წოდება და დაამტკიცა თანამდებობაზე მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს N 78 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელ ილია გრიგოლის ძე ამაღლობელს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობასა და სამტრედიის განყოფილების გამგეობას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სამტრედიის ქალაქის გამგეობამ აიღო ვალდებულება აემუშავებინა სამტრედიაში არსებული წიგნის მაღაზია და არ დაეშვა მისი დახურვა. ხელს აწერენ სამტრედიის ქალაქისთავის მოადგილე დ. მიქელაძე და მთავარი გამგეობის მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების თავმჯდომარე სილიბისტრო ხუნდაძემ, მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ჩააბარა სამტრედიის განყოფილებაში არსებული ქართული წიგნების სია, რომელთა საერთო ღირებულება 44 753 მანეთი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობასა და სამტრედიის განყოფილების გამგეობას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სამტრედიის ქალაქის გამგეობამ აიღო ვალდებულება წიგნის მაღაზიაში მუშაობის პერიოდში გადაუხდელი ჯამაგირი გადაეხადა: მინა კოპალეიშვილისთვის 11 928 მანეთი, კატო მიქაძესთვის 2000 მანეთი, ლუბა ხუჭუასთვის 1000 მანეთი და მიხეილ ადეიშვილისთვის 1400 მანეთი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობასა და სამტრედიის განყოფილების გამგეობას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სამტრედიის განყოფილებას 1 წლის განმავლობაში მთავარი გამგეობისთვის უნდა გადაეხადა წიგნის მაღაზიის ღირებულება 55 258 მანეთი. ხელს აწერენ სამტრედიის ქალაქისთავის მოადგილე დ. მიქელაძე და მთავარი გამგეობის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობასა და სამტრედიის განყოფილების გამგეობას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სამტრედიის ქალაქის გამგეობამ მთავარი გამგეობისგან შეიძინა ამავე განყოფილების ლიკვიდაციის გამო წიგნების მაღაზია მთელი ინვენტარით 55 258 მანეთად. ხელს აწერენ სამტრედიის ქალაქისთავის მოადგილე დ. მიქელაძე და მთავარი გამგეობის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების თავმჯდომარე სილიბისტრო ხუნდაძემ, მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს გაუგზავნა სამტრედიის განყოფილებაში არსებული რუსული წიგნების სია, რომელთა საერთო ღირებულება 1076 მანეთი და 4 კაპიკი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ალექსანდრე ლომთათიძე დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი მოადგილე იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ვალერიან გუნიას ქართულ დასში მონაწილეობდნენ: ქ. აბაშიძე, ტ. დათიაშვილი, ნ. ლეჟავა, ოლ. გორდელი, ივერიელი, ნატალია ჯავახიშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და სხვ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი, თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივნის მაგიერ შ. დედაბრიშვილი, წევრები: ნინიძე, მ. კაკაბაძე და გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 ოქტომბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია ქიქოძის თხოვნა ლიხაურის (გურია) ბიბლიოთეკა-სამკითხველოს წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ სამკითხველოსთვის საკუთარი გამოცემების გადაცემა გადაწყვიტა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა მონასტრის მდივანი, მღვდელი პეტრე ტატალაშვილი თხოულობდა წიგნებით დახმარებას მონასტერთან არსებული ბიბლიოთეკისათვის. გამგეობამ გადაწყვიტა დახმარება 1500 მანეთის წიგნებით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 ოქტომბრის დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ცნობა კავკავის სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, გაეგზავნოს გამგეობის დადგენილების ასლი და ეთხოვოს, რომ თავიანთი მოქმედება შეუფარდონ მოცემულ თანხას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ჯავახიშვილისგან მისი წიგნის, „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის მე-XVII ს.“, 800 ცალის შეძენის საკითხი. გამგეობამ 400 ცალის შეძენა გადაწყვიტა.