რეგისტრირებული ფაქტები46264
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 მაისს ლეჩხუმში ქაიხოსრო გელოვანის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სალიტერატურო საღამო უნდა გამართულიყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ დეკემბერს ქართულ თეატრში უნდა გამართულიყო ქართული კონცერტი ფილიმონ ქორიძის ლოტბარობითა და 30-კაციანი ხოროს მონაწილეობით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ნ. რ. ზავადსკი და ოლქის ინსპექტორი ალექსანდრე სლოვინსკი სარევიზიოდ ჩავიდნენ ქუთაისის სასწავლებლებში.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 25 ნოემბერს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ამ ეკლესიის მღვდელმა მ. ტყემალაძემ გარდაცვლილი მსახიობის, ბარბარე ავალიშვილისა და სუფლიორ ნ. გალუსტოვის სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის ბრძანებით, გაუქმდა 1911 წელს დაარსებული თბილისის მუზეუმის სააღმშენებლო კომისია და სანაცვლოდ შეიქმნა შენობის დამამთავრებელი ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ: თავმჯდომარე – გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, წევრები – ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი, გიორგი ჩუბინაშვილი, ინჟინერი მიხეილ ნეპრინცევი, ანატოლი კალგინი და სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის მუზეუმის შენობის დამამთავრებელ კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ თავმჯდომარე – გ. ჟურული, წევრები – ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი, გიორგი ჩუბინაშვილი, ინჟინერი მიხეილ ნეპრინცევი და ანატოლი კალგინი, დაევალა შეემუშავებინა ინსტრუქცია და 1911 წლის გაუქმებული კომისიისგან მიეღო საქმეები და საბუთები.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აპრილს ბათუმში მაკრინე ღლონტისა და სვიმონ ყიფიანის თაოსნობით სკოლის სასარგებლოდ საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართა, რისთვისაც მათ მოსე ნათაძემ დიდი მადლობა გადაუხადა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე დაადგინეს, სომხეთის დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად მთავრობის წარმომადგენლებად დაენიშნათ საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე დადგინდა, მიეღოთ მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის მოხსენება სატყეო განყოფილების ხარჯთაღრიცხვის კრედიტების გაზრდის შესახებ და დამფუძნებელ კრებას წარდგენოდა შესაბამისი დეკრეტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე დადგინდა, რომ ახალციხე-არტაანს შორის ტელეგრაფის მავთულის გასაყვანად საჭირო 326 000 მან. გადადების შესახებ მოხსენება დასკვნისათვის უნდა გადასცემოდა სახელმწიფო კონტროლიორ ფილიპე გოგიჩაიშვილს და ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს გზათა მინისტრ ნოე ხომერიკის მოხსენება საქართველოს სამხედრო გზაზე გზის საფარის შესაკეთებლად 657 891 მან. 91 კაპ. გადადების შესახებ. დადგინდა, მიეღოთ და სათანადო დეკრეტი წარდგენოდა დამფუძნებელ კრებას დასკვნისთვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გორის სამაზრო ერობამ შუამდგომლობა აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს (მინისტრი ნოე რამიშვილი) წინაშე, რათა მთავრობას ნება დაერთო მათთვის 10 მილიონიანი საობლიგაციო სესხის გამოშვებაზე. სესხი უნდა განაღდებულიყო თვით მაზრაში წვრილი ერთეულების დახმარებით. ერობას სესხი სხვადასხვა საჭიროებისთვის უნდა გამოეყენებინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომეხთა ეროვნულმა საბჭომ დაადგინა, გიორგი მიხეილის ძე თუმანოვის ხსოვნის აღსანიშნავად გვირგვინების ყიდვის ნაცვლად 10 000 მანეთი ღარიბ მოწაფეთა სასარგებლოდ გადაედოთ.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 2 მაისის „დროების“ ცნობით, ანა ჭავჭავაძისამ თელავის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებლის მზრუნველის თანამდებობა დატოვა.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წელს სოლომონ კონსტანტინეს ძე ზალდასტანიშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ნოემბერს ნავთლუღის 44-ე დრაგუნთა პოლკმა საპოლკო დღესასწაული აღნიშნა. პოლკის ეკლესიაში გადაიხადეს სამადლობელი პარაკლისი, რომელსაც მთავარმართებელი გოლიცინი დაესწრო.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1922-1924 წლებში სოლომონ კონსტანტინეს ძე ზალდასტანიშვილი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 7 მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა გიორგი იოსელიანის წერილი იაკობ გოგებაშვილისა და ანდრია ღულაძის პოლემიკის შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 17 მარტის შემდეგ საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნისას ნოე რამიშვილის ოჯახი (ისევე, როგორც სხვა ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახები) შეჭირვებულად ცხოვრობდა.