ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46264

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მარტის „დროების“ ცნობით, გაბრიელ ეპისკოპოსის გადაწყვეტილებით, სოფელ მაღლაკის ეკლესიამ საავარიო მდგომარეობის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასული რატიშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, დიმიტრი მიხეილის ძე რჩეულიშვილის და იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე მიხეილის ძე რჩეულიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, დიმიტრი მიხეილის ძე რჩეულიშვილის ძმა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო ნიკოლოზის ასული რჩეულიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, დიმიტრი მიხეილის ძე რჩეულიშვილის დედა იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 აპრილს ქართულმა დასმა წარმოადგინა კომედია „სადავო მფლობელობა“, გადმოკეთებული დავით ერისთავის მიერ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 აპრილს ქართულმა დასმა წარმოადგინა ვოდევილი „აყალ-მაყალი ცოლ-ქმარს შორის“, ალექსანდრე ჭიჭინაძის მიერ გადმოკეთებული.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 აპრილს ქართულმა დასმა წარმოადგინა სპექტაკლი „დივერტისმენტი“, რომელშიც მონაწილეობდნენ გ. ალექსეევ-მესხიევი და ელენე ანდრონიკაშვილი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 მარტის „დროებაში“ აკაკის დრამის „თამარ ცბიერი“ დასასრული დაიბეჭდა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის შემწეობით სოფელ ბახვში სკოლა დაარსდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 აპრილის „დროების“ ცნობით, სერაფიმე ყარა-მურზამ სომხური ხმების მომღერალთა გუნდი შეადგინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, ივანე თხორჟევსკიმ და ვარვარა ზარუდნაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს ყვირილაში რეჟისორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ვოდევილი „ოთხი იმერელი“ დაიდგა. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: ვასილ არაბიძე, სარდიონ მაღრაძე, ბარბარენკოსი და სხვები.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აპრილის „დროების“ ცნობით, ქართულ დრამატული დასს 7 აპრილს აკაკი წერეთლის თხზულება „კუდურ-ხანუმს“ უნდა წარმოედგინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აპრილის „დროების“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ დადიანის ნაჩუქარი ბიბლიოთეკა სამეგრელოდან თბილისში ჩამოიტანეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 აპრილის „დროებაში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ნიჟარაძის წერილი სენაკიდან ზუგდიდამდე რკინიგზის გაყვანის საკითხზე.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 13 ოქტომბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა სან-ფრანცისკოში ალექსანდრე სულხანიშვილს მისწერა, რომ სამი თვე საავადმყოფოში წოლისას სამი ოპერაცია გაიკეთა.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა თბილისის ფერიცვალების მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კესარიოსი.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 20 მაისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში წერილი გაუგზავნა და სთხოვა, მიხეილ ქავთარაძესთვის „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად გაეგზავნა წერილი ქაქუცას მიერ ილიას მკვლელების აღმოჩენის, ილიასეული საათის მიგნების და ა.შ. შესახებ.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 20 მაისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა ერთ-ერთ გაზეთში წაკითხული: ქიზიყში ბოლშევიკების ადგილობრივ მმართველობასთან შეხვედრის დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა საქართველოს მთავრობის მთავარ მდივანს სილა გააწნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 აპრილის „დროებაში“ სმირნოვის რეფერატის შესახებ გიორგი ყაზბეგის სტატია დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გიორგი ზდანოვიჩმა ბერლინში დაასრულა საქმე შავი ქვის სინდიკატთან და ავანსი – 200 ათასი მანეთი თბილისში გამოგზავნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „მორიგი ნოტა“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის თებერვლის „დროების“ მეშვეობით ივანე კაციტაძეს შეატყობინეს, რომ მის სტატიას „მასწავლებლის ქცევაზე“ დამადასტურებელი ფაქტების გარეშე ვერ დაბეჭდავდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 17 მარტის დადგენილებით, ნოე რამიშვილმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საქართველო დატოვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 მარტს, საქართველოს დატოვების შემდეგ, ნოე რამიშვილი უცხოეთიდან ცდილობდა ბოლშევიკური ხელისუფლებისგან ქვეყნის გათავისუფლებას. ემიგრაციაში ყოფნის დროს ის აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკური კომისიის საქმიანობაში.