ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50775

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, იმედოვნებდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები შეთანხმებას მიაღწევდნენ, რის შემდეგაც საქართველოში პოზიციებს ძალიან გაიმყარებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შორის დიალოგი სწორედ ისე მიდოდა, როგორც მას სურდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრამ სადღეგრძელოებისა და საზეიმო გამოსვლების გარეშე, მხიარულად ჩაიარა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ნოემბერის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაბეჭდა და გასაყიდად გამოსცა სეით იაშვილის „მოკლე სახელმძღვანელო საზოგადო გეოგრაფიისა: აზია, აფრიკა, ამერიკა და ავსტრალია“, ფასი – 27 მანეთი; ეგნატე ხრამელაშვილის „არითმეტიკული ამოცანებისა და რიცხვთა მაგალითების კრებულის“ 1-ელი და მე-2 ნაწილი, ფასი – 17 მანეთი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 ნოემბრიდან ოლღა ბესტუჟევა-შუბითიძე ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის უფროს კლასებში ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ და მაქსიმე ბერძნიშვილმა ხელმოწერითა და ბეჭდით დაადასტურეს მოწმობა, რომ სერგი იაკობის ძე აზარაპეტოვი სახალხო განათლების სამინისტროს ბუღალტრად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს ნასიბ-ბეკ უსუმბეკოვსა და ალექსანდრე ხატისიანს შორის ექვსაათიანი საუბარი შედგა, თუმცა ვერაფერზე შეთანხმდნენ. 21-ში, დილით ისევ უნდა შეხვედროდნენ და იმედოვნებდა, რომ შეთანხმებას მოახერხებდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ აზერბაიჯანის პრემიერ-მინიტრი ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი დაუკავშირდა და 21-ში, სამ საათზე, ვახშმობას დაჰპირდა. ასევე, იმედოვნებდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ხატისიანიც მივიდოდა მათთან ვახშამზე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, ახარებდა ის ფაქტი, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პოლიტიკური ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა რეალური საფრთხე ისევ არსებობდა და სერიოზული იმედგაცრუებისთვისაც მზად იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ალექსანდრე ხატისიანი და ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი დასთანხმდნენ მის წინადადებას მოლაპარაკების თაობაზე და ჩამოვიდნენ თბილისში. ხატისიანი დაუკავშირდა, უსუბეკოვს კი – ელოდებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ დიდი იმედი ჰქონდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები, რომლებსაც დიდ პატივს სცემდა, შეთანხმებას მიაღწევდნენ, რაც დიდ გავლენას მოახდენდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე და საგარეო საქმეთა სამინისტროში თავისი გავლენაც გაცილებით გაიზრდებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის უთანხმოების საკითხთან დაკავშირებით წინადადება წამოაყენა, რომ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს მოლაპარაკებოდნენ და ასე დაერეგულირებინათ არსებული მდგომარეობა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა, ომის ოფიციალურად გამოცხადების გარეშე, ნება დართეს ადამიანებს ეომათ ზანგეზურის რეგიონში. მსხვერპლმა რამდენიმე ასეულს გადააჭარბა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ამანათით უგზავნიდა ხელნაკეთ ნივთებსა და სამკაულებს, რომლებიც ერევანში იყიდა. ყველა ვანელ ოსტატთა ნახელავი იყო: ვერცხლის მოზრდილი ქამარი, ვერცხლის მომცრო ქამარი, ვერცხლის ორი აბზინდი, ვერცხლის ჯვარი, 22 ფილიგრანული საკინძე, მარგალიტებითა და ფირუზებით მოჭედილი ოქროს ორი საყურე, რომლებიც შეეძლო კულონებადაც გამოეყენებინა. უორდროპმა მეუღლეს სთხოვა, რომელიმე ნივთის გაჩუქება თუ მოუნდებოდა, თავი არ შეეკავებინა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სკოტს იმ დროიდან იცნობდა, როცა პეტროგრადში, საელჩოში მდივნად მუშაობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რედაქციამ საქართველოს საისტორიო და ეთნოგრაფიული საზოგადოების მიერ გამოცემული აკაკის წერეთლის ისტორიული დრამა „პატარა კახი“ მიიღო. წიგნი პატარა ფორმატის იყო და 12 მანეთი ღირდა.

1919

ტიპი: განათლება

სამსონ გრიგოლის ძე გახარიამ საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის რეალურ სასწავლებელში.

1919

ტიპი: განათლება

სამსონ გრიგოლის ძე გახარიამ დაასრულა კიევის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ლიდია ანტონის ასული პაპასკირი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საუწყებათაშორისო კომისიამ სტიპენდიით იტალიაში განათლების მისაღებად ზურაბ ნიკოლოზის ძე ელიავა გააგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საუწყებათაშორისო კომისიამ სტიპენდიით საფრანგეთში განათლების მისაღებად გრიგოლ იოსების ძე ედიბერიძე გააგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საუწყებათაშორისო კომისიამ სტიპენდიით იტალიაში განათლების მისაღებად გიორგი ნიკოლოზის ძე ბაქრაძე გააგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საუწყებათაშორისო კომისიამ სტიპენდიით შვეიცარიაში განათლების მისაღებად ნიკოლოზ დავითის ძე ქადაგიძე გააგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საუწყებათაშორისო კომისიამ სტიპენდიით ინგლისში განათლების მისაღებად შალვა თომას ძე ჭანიშვილი გააგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საუწყებათაშორისო კომისიამ სტიპენდიით ინგლისში განათლების მისაღებად ზაქარია ნესტორის ძე ინწკირველი გააგზავნა.