რეგისტრირებული ფაქტები50534
სორტირება თარიღი კლებადობით
1935
ტიპი: ავტორობა
1935 წლის 26 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ნიკოლოზ ბარათაშვილის აკადემიური გამოცემისთვის შედგენილი წერილისთვის ქრისტინე შარაშიძის ჰონორარი განისაზღვრა 350 მანეთით, რომლის 50 პროცენტს ის მიიღებდა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს, 25 პროცენტს _ მასალის ჩაბარებისას და დანარჩენ 25 პროცენტს _ წიგნის გამოსვლის შემდეგ, არა უგვიანეს ერთი კვირისა.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის 3 იანვარს თბილისის საბჭოს მე-9 მოწვევის პირველი პლენუმის სხდომაზე აირჩიეს საქმიანი პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით: ლ. ბერია, აგრბა, ს. კუდრიავცევი, მუსაბეკოვი, ფ. მახარაძე, ვ. ბაქრაძე, გ. მგალობლიშვილი, ს. ჯუღელი, გ. არუთინოვი, გ. სტურუა, მ. გობეჩია, პ. აღნიაშვილი, ლევანდოვსკი, გოგლიძე, მ. ყურულაშვილი, თვალჭრელიძე, ს. არუთინოვი, ჩიხლაძე, მ. ტოროშელიძე, ტრადატიანი და სხვ. სულ აირჩიეს 43 პირი.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წელს ქართველი საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობის დადგენილებით, ჩამოყალიბდა ქართული მხატვრობის ისტორიის შემსწავლელი სექცია, რომლის წევრებად დამტკიცეს: გრიგოლ ბუხნიკაშვილი (თავმჯდომარე), იაკობ ნიკოლაძე, დავით კაკაბაძე, შალვა ამირანაშვილი და ლ. ქიქოძე (პასუხისმგებელი მდივანი). სექცია მიზნად ისახავდა მხატვართა ცხოვრებიდან ფაქტობრივი მასალების შეგროვებას.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის შემოდგომაზე ქართველმა მწერლებმა – პაოლო იაშვილმა, ტიციან ტაბიძემ, გალაკტიონ ტაბიძემ, მიხეილ ჯავახიშვილმა, შალვა დადიანმა და კონსტანტინე ლორთქიფანიძემ – ამიერკავკასიის დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელს გააცნეს ახალი შრომები, რომლებსაც რევოლუციის 18 წლისთავისთვის ამზადებდნენ, და გეგმების შესახებაც ისაუბრეს.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წელს ექსპლოატატორი დიმიტრი ყიფიანი აბელ ენუქიძის განკარგულებით პენსიას იღებდა.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წლის დეკემბერსა და 1935 წლის იანვარში ქრისტინე შარაშიძემ შეამოწმა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისეული ბიბლიოთეკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოტანილი წიგნების მთელი ფონდი, შეადგინა სიები და დაიწყო საქართველოს მუზეუმიდან წიგნების გამოთხოვა. შედეგად მიიღო წიგნების ნაწილი.
1934
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 11 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი, რომელმაც შავი ქვის საფუთო გადასახადის (1 ფუთი, მასის ერთეული, ტოლია 16,38 კგ. იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე) 5 კაპიკამდე გაზრდა მოითხოვა.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის ივნისში დავით შარაშიძე ცოლ-შვილთან ერთად ბოისზე, საფრანგეთის პროვინციაში, პარიზიდან 75 კილომეტრის დაშორებით გადასახლდა.
1934
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1934 წლის 24 მაისს პარიზიდან შალვა შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს შეატყობინა, რომ მეორე შვილს ელოდებოდა.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 11 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მდებარე სკვერში საზეიმოდ გახსნეს უნივერსიტეტის პირველი რექტორის, ცნობილი მეცნიერის, პეტრე მელიქიშვილის ძეგლი პროფესორების, იაკობ ნიკოლაძის, შალვა ნუცუბიძის, ლევან აღნიაშვილის, ნ. კურნაკოვის, ლ. პისარჟევსკის, ა. ციციშვილის, როზენბერგის და ფირუმოვის მონაწილეობით
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 7 მაისს ერმილე ბედიას თავმჯდომარეობით გამართულ თათბირს,რომელიც ჩატარდა საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის კულტურისა და პროპაგანდის განყოფილებაში და შეეხებოდა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ-სოციალისტურ რესპუბლიკაში სამედიცინო განათლების მდგომარეობისა და მისი შემდგომი გაუმჯობესების საკითხებს, ესწრებოდნენ: ივანე ფრანგულიანი, შავერდოვი, გიორგი ვაწაძე, ოვანესიანი, ჰუსეინოვი, შამშე ლეჟავა, შუშანია, მამალაძე.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 6 მაისს თბილისში გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო მოსე თოიძის, იაკობ ნიკოლაძის, სოლომონ ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, ევგენი ლანსერეს, ვასილ კროტკოვის, ელენე ახვლედიანის, თამარ აბაკელიას, კორნელი სანაძის, კ. გძელიშვილის, სამსონ ნადარეიშვილის, შალვა მამალაძის, ვლადიმერ კეშელავას, ა. კოპალიანის, დავით ქუთათელაძის, მარდალეიშვილის და გიორგი გაბაშვილის ათასამდე ნამუშევარი, მათ შორის იყო დამწყები მუშა და გლეხი მხატვრებისა, აგრეთვე სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა საუკეთესო ნაწარმოებები.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 6 მაისს თბილისში გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო მოსე თოიძის, იაკობ ნიკოლაძის, სოლომონ ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, ევგენი ლანსერეს, ვასილ კროტკოვის, ელენე ახვლედიანის, თამარ აბაკელიას, კორნელი სანაძის, კ. გძელიშვილის, სამსონ ნადარეიშვილის, შალვა მამალაძის, ვლადიმერ კეშელავას, ა. კოპალიანის, დავით ქუთათელაძის, მარდალეიშვილისა და გიორგი გაბაშვილის ათასამდე ნამუშევარი, მათ შორის იყო დამწყები მუშა და გლეხი მხატვრებისა, ასევე სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა საუკეთესო ნაწარმოებები.
1934
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, თევდორე ზურაბის ძე ღლონტი საქაქართველოს ფინანსთა სახალხო კომისრად დაინიშნა.
1934
ტიპი: ღონისძიება
ევგენი გეგეჭკორისადმი მოხსენების გაკეთების დროს ანდრია გუგუშვილი ამბობს, რომ ინგლისში არ სმენიათ საქართველოსა და კავკასიის შესახებ. ძალიან ცოტაა ალენისა და უორდროპის მსგავსი ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაზე წარმოდგენა აქვს.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის მარტში დაიხურა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესია, რომელსაც ესწრებოდნენ თენგიზ ჟღენტი, ფილიპე მახარაძე და გერმანე მგალობლიშვილი.