ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46283

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, მარია ვლადიმერის ასულ გედევანოვა იყო სოხუმის პირველი გიმნაზიის სიმღერის მასწავლებელი. ის თანამდებობაზე ირიცხებოდა 1919 წლის 1-ელი ნოემბრიდან. 1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე წლიური ხელფასი ჰქონდა 9 000 მანეთი, 1920 წლის 1-ელი იანვრიდან – 12 375 მანეთი.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა მარია ვლადიმერის ასულმა გედევანოვამ დაამთავრა თბილისის მეორე გიმნაზიის 7 კლასი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებელი სერგეი ნიკოლოზის ძე რუხაძე თანამდებობაზე ირიცხებოდა 1919 წლის 1-ელი დეკემბრიდან. წლიური ხელფასი 1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე ჰქონდა 13000, 1920 წლის 1-ელი იანვრიდან – 22200 მანეთი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი ივანე ვასილის ძე ჩუისტოვი თანამდებობაზე ირიცხებოდა 1920 წლის 1-ელი თებერვლიდან. წლიური ხელფასი 1920 წლის 1-ელი იანვრიდან ჰქონდა 12900 მანეთი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო ვოინკოვა ოლღა ვლადიმერის ასული, რომელიც რუსულ ენასა და არითმეტიკას ასწავლიდა. ის თანამდებობაზე ირიცხებოდა 1920 წლის 1-ლი მარტიდან და წლიური ხელფასი ჰქონდა 1920 წლის 1-ლი იანვრიდან 3000 მანეთი.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ოლღა ვლადიმერის ასულმა ვოინკოვამ დაამთავრა მოსკოვის დ. ნ. ტიხომიროვის სახელობის პედაგოგიური წრე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის ექიმი იყო გრიგოლია ალექსანდრე ლუკას ძე. ის თანამდებობაზე ირიცხებოდა 1919 წლის 1-ლი ივლისიდან და წლიური ხელფასი ჰქონდა: 1919 წლის 31 აგვისტომდე 3000 მანეთი, 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 12000 მანეთი, 1920 წლის 1-ლი იანვრიდან 12000 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული განყოფილების მეხუთე კურსის სტუდენტმა დავით ბერეკაშვილმა განათლების მინისტრს ევროპაში სპეციალობის გაღრმავების მიზნით გაგზავნის თხოვნით მიმართა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი იანვრიდან სალომე ბერეჟიანი თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ივანე ბერიაშვილმა სახალხო განათლების მინისტრის ამხანაგს წერილით თბილისის ერთ-ერთ ვაჟთა გიმნაზიაში მსოფლიო ისტორიის ან საქართველოს ისტორიის მასწავლებლის ადგილს სთხოვდა.