რეგისტრირებული ფაქტები47884
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 2 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრების მოხსენების მიხედვით, მათ სკოლების ბიბლიოთეკებისთვის საჭირო სახელმძღვანელოები არ ჰყოფნიდათ. გამომცემლების გულმოდგინე შრომის მიუხედავად მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. მოხსენებას ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრებაზე დაადგინეს, რომ სარევიზიო კომისიის კანდიდატებად გიორგი ბახტაძე და პორფირე სამსონის ძე წირქვაძე აერჩიათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრებას ესწრებოდა საზოგადოების საპატიო წევრი ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრება დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გახსნა. კრება გადაიდო, რადგან მხოლოდ ცხრა რწმუნებული გამოცხადდა. მათი სიმცირე იმავე დღეს ჩატარებულმა ქალაქის არჩევნებმა განაპირობა. რწმუნებულები არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის თებერვალში ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის (სამინისტროს მის.: თბილისი, გოლოვინის პრ. N23) მინისტრმა გიორგი ჟურულმა გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს მიმართა, რომ, მასთან შეთანხმების თანახმად, გასულ წელს განიზრახეს გზათა სამინისტროსთვის გემების გადაცემა რიონის ფლოტილიისათვის. მას გადაეცა ბათუმიდან ფოთის სარემონტო სახელოსნოებში ევაკუირებული ინსტრუმენტები, ჩარხები და სხვა ქონება. გ. ჟურულმა გზათა მინისტრს სთხოვა, გაეცა განკარგულება, ფოთის პორტისთვის დაებრუნებინათ ბათუმის პორტის ყოფილი ქონება. ამ საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად უფლებამოსილება მიანიჭა ფოთის პორტის სამუშაოთა მწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელ გემის ინჟინერ გოკიელოვს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლი თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, წევრები: ლ. ბოცვაძე, ს. იაშვილი, იპ. ვართაგავა, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1919 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა. დაამტკიცეს აღრიცხვა: შემოსავალი 611341 მან. 32 კაპ. გასავალი 606253 მან. 11 კაპ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელ თებერვალს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ავლაბრის სახალხო გვარდიის შტაბის თხოვნა ამავე შტაბის გვარდიელებისთვის ახლად დაარსებული წიგნსაცავ-სამკითხველოს წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით მას ათი თუმნის წიგნები გადასცეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელი თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიდუბის მესამე სარაიონო კომიტეტთან დაარსებული კულტურულ-განმანათლებელი სექციის თხოვნა, აღმოუჩინოს დიდუბის ბიბლიოთეკას 2000 მან. დახმარება წლიურად. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელ თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე მითაიშვილის თხოვნა, მისთვის დაებრუნებინათ დისშვილის, დომენტი ართილაყვას მიერ ტილოზე დახატული ილია ჭავჭავაძისა და ეგნატე ნინოშვილის პორტრეტები, რომლებიც საზოგადოების კანცელარიაში ინახებოდა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მასწავლებელ მიხეილ ჩიქვინიძის თხოვნა, 15 დღით გაეთავისუფლებინათ, რადგან ოჯახში სახადიანი ავადმყოფები ჰყავდა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელ თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შიო დედაბრიშვილის განცხადება საკომისიო წიგნებისთვის საჭირო თანხის გამოყოფის შესახებ. გამგეობის დადგენილებით მას 900 მანეთი უნდა მისცემოდა ავანსად.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი თებერვლიდან თედო ბეგიაშვილი თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ქართული ენისა და ფსიქოლოგიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი თებერვლიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე ცაგერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად გადაიყვანეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის თებერვლამდე მიხეილ ჩიქვინიძე სოფელ ვარიანის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის თებერვლიდან 3 თვის განმავლობაში მღვდელი გრიგოლ მეტრეველი ონის სკოლაში დროებით მასწავლებლად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიდუბის მესამე სარაიონო კომიტეტთან დაარსებული კულტურულ-განმანათლებელი სექციის თხოვნა, აღმოუჩინოს დიდუბის ბიბლიოთეკას 2000 მან. დახმარება წლიურად. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 იანვარს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის დირექტორ ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანს განათლების სამინისტრომ სთხოვა, ეცნობებინა, როდის და რა ნომრით წარადგინა მასწავლებელ ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის დოკუმენტები. ხელს აწერენ დ. მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 იანვრის განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პეტრე მელიქიშვილი, პროფესორი იოსებ ყიფშიძე, კავკასიის მუზეუმის დირექტორი ნოე ყიფიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საკითხი კავკასიის მუზეუმის ხარჯთაღრიცხვისა და წესდების დამტკიცების შესახებ. დაადგინეს: გადაკეთდეს საქართველოს მუზეუმად და ასევე ეწოდოს; მუზეუმის ხარჯთაღრიცხვისა და წესდების შედგენა დაევალოს მის დირექტორ ნ. მ. ყიფიანს და სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გ. თაყაიშვილს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 29 იანვარს თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი პედაგოგიური საბჭოს დადგენილებით ქართული ენისა და ფსიქოლოგიის მასწავლებლად აირჩიეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 იანვარს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანმა სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიას სთხოვა გეოგრაფიის მასწავლებელ ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის საბუთები დაებრუნებინათ. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე და საქმისმწარმოებელი ივ. მხეიძე.