რეგისტრირებული ფაქტები51088
სორტირება თარიღი კლებადობით
1934
ტიპი: ავტორობა
1934 წლის 9 მარტს ლონდონში საქართველოს ყოფილი წარმომადგენლობის მდივანმა ანდრია გუგუშვილმა გააკეთა საინფორმაციო მოხსენება რუსეთში ბოლშევიკური რეჟიმის დაცემის შესახებ. მანვე ევგენი გეგეჭკორს მისწერა წერილები ინგლისელთა დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ და საქართველოს მათთვის გასაცნობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ. ის ასევე საუბრობს ინგლისისა და კავკასიის, კერძოდ, საქართველოს ურთიერთობებზე და ინგლისის მხრიდან საქართველოს დახმარების საკითხებზე სხვადასხვა მიმართულებით. მისი აზრით, აუცილებელია ლონდონში დაარსდეს ლიტერატურულ-ისტორიული საზოგადოება, რომლის მიზანი იქნება საქართველო გააცნოს ინგლისის საზოგადოებას მთელი თავისი მომხიბვლელობით, ისტორიით, კულტურით, ლიტერატურით და ა.შ.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის მარტში დაიხურა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესია, რომელსაც ესწრებოდნენ თენგიზ ჟღენტი, ფილიპე მახარაძე და გერმანე მგალობლიშვილი.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წლის მარტში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიამ დაამტკიცა პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ფილიპე მახარაძე, ლავრენტი ბერია და პეტრე აღნიაშვილი.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წლის მარტში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიამ დაამტკიცა პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა, რომლის წევრებიც იყვნენ: მალაქია ტოროშელიძე, გრიგოლ კუჭაიძე და შაბანოვი.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის მარტში დაიხურა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესია, რომელსაც ესწრებოდნენ სევერიან კუხალეიშვილი, აკაკი თათარიშვილი და გრიგოლ კუჭაიძე.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის მარტში დაიხურა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესია, რომელსაც ესწრებოდნენ დიომიდე ქუჩულორია, თევდორე ღლონტი და ბუდუ მდივანი.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 26 იანვარს ქრისტინე შარაშიძემ და იროდიონ სონღულაშვილმა გააფორმეს ოქმი, იმის თაობაზე, რომ ქრისტინე შარაშიძემ, როგორც საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა, იმავე მუზეუმის ხელოვნების განყოფილებისგან ჩაიბარა 125 ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნი.
1934
ტიპი: ავტორობა
1934 წლის 4 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა შვილსა და ორსულ მეუღლეზე, რომლის სამსახურის გამოც მათ სახცოვრებელი ადგილი შეიცვალეს. ასევე შეატყობინა, როგორი წახალისება ჰქონდათ საფრანგეთში მასწავლებლებს შვილების გაჩენის შემთხვევაში.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს თედო ღლონტი საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი იყო.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, თევდორე ზურაბის ძე ღლონტი სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო საქართველოს სსრ-ის კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისრის მოვალეობისგან გათავისუფლდა.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს შალვა ნუცუბიძე უცხოეთთან კულტურული კავშირების საკავშირო საზოგადოების საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი იყო.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წელს გამართულ საქართველოს საბჭოთა მწერლების პლენუმზე შალვა რადიანმა ქართველი პოეტების შემოქმედების განხილვისას აღნიშნა, რომ ყოფილი ცისფერყანწელები, განსაკუთრებით ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე, ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდნენ სიმბოლური სკოლის რეციდივებისგან. მოხსენების შემდეგ შალვა რადიანს, ნიკოლოზ სირბილაძეს, იონა ვაკელს, ირაკლი აბაშიძესა და არისტო ჭუმბურიძეს შორის კამათი გაიმართა.
1934
ტიპი: თანამდებობა
ქრისტინე შარაშიძის 1934-35 წლების ჩანაწერების მიხედვით, მას საქართველოს მუზეუმში მუშაობის ბოლო წლებში წიგნების გაცემა აღარ ევალებოდა, არამედ კვლევით სამუშაოს ასრულებდა.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 1-ელ იანვარს ვადა გაუვიდა საქართველოს მუზეუმის დირექციის ბრძანებას ქრისტინე შარაშიძისთვის ზედმეტ საათებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმისეული ბიბლიოთეკის უნივერსიტეტში გადატანის შედეგად ქრისტინე შარაშიძე უნივერსიტეტის შტატში ჩარიცხეს.
1934
ტიპი: ავტორობა
ქრისტინე შარაშიძის 1934-1935 წლების ჩანაწერების მიხედვით, მან საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისეული ბიბლიოთეკის უნივერსიტეტის შენობაში გადატანასთან დაკავშირებით ლუკა ციხისთავს მიმართა, ჯერ ბიბლიოთეკის გაცემული წიგნები დაბრუნებინათ, შეევსოთ ფონდი და შემდეგ დაეწყოთ გადატანა, მაგრამ ეს არ განხორციელდა.
1934
ტიპი: ავტორობა
ქრისტინე შარაშიძის 1934-1935 წლების ჩანაწერების მიხედვით, რაკი უნივერსიტეტი ფართობის მხრივ შევიწროებული აღმოჩნდა, საისტორიო-საეთნოგრაფიო ბიბლიოთეკის გამართულად მოწყობა ვერ მოხერხდა. გადმოტანის დროს დაიკარგა და დაზიანდა მთელი რიგი წიგნებისა, ზოგი (მათ შორის იშვიათი გამოცმები) საქართველოს მუზეუმში დარჩა.