რეგისტრირებული ფაქტები47884
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 14 იანვარს ეკატერინე და ანნა კრივოშინებზე, რომლებიც იყვნენ ბაქოს ქალთა მეორე სასწავლებლის პედაგოგები, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ გასცა სწავლის მოწმობის ასლი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 14 იანვარს არკადი ტიმოხინი და ნიკოლაი კრასნოვი, თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის პედაგოგები, სთხოვენ განათლების სამინისტროს ჯამაგირის სახით გამოუყონ 400 რუბლი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 14 იანვარს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ვარლამ ძიძიგურმა გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ ბარბარე ივანეს ასული ამილახვარი გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 14 იანვარს განათლების სამინისტრო სწერს ოზურგეთის ქალთა გინაზიის უფროსს, რომ აცნობოს აქვს თუ არა ზოგადი განათლება ანა გეგელაშვილს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სკოლების მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ გომარეთის, ყალამშის, გერგეთის და ატენის სკოლებში სწავლა არ მიმდინარეობს, რადგან შესაფერისი მასწავლებლები ვერ იშოვეს. სასკოლო სექციას მასწავლებლების მოძებნა სთხოვეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი საზოგადო კრების შესახებ, რომელიც დანიშნული იყო 19 იანვარს. გამგეობის განჩინებით რწმუნებულთა საზოგადო კრება გადაიდო 2 თებერვლისათვის და ამის შესახებ ეცნობათ განყოფილებებს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს „კახეთის“ მუშა-მოსამსახურეთა კომისიის თხოვნა მათთვის ორი ცალი „ვეფხისტყაოსნის“ (ქართველიშვილის გამოცემა) დაწესებულ ფასში გადაცემის შესახებ. მათ ორი ეგზემპლარი გადასცეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფიო პეტრეს ასული ეპიტაშვილის თხოვნა. მიეცეს მას საკომისიოდ წიგნები. მან და მისმა ამხანაგებმა განიზრახეს წიგნის მაღაზიის გახსნა ქ. თბილისში. გამგეობამ დაადგინა, საკითხი ჯერჯერობით ღია დაეტოვებინათ, ვინაიდან თბილისში საკომისიოდ წიგნები არავის ეთმობოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვეჯინის განყოფილების თხოვნა, მიეცეს მას ბიბლიოთეკის საჭიროებისათვის წიგნებით დახმარება. გამგეობამ დაადგინა, მიეცათ 96 მანეთის წიგნები ბიბლიოთეკის საჭიროებისათვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გიგო შარაშიძემ წარადგინა მის მიერ გამოსაცემად თარგმნილი პატარა წიგნაკები: „ქვანახშირი“, „მოშინაურებული ცხოველები“ და „როგორ უნდა მოვიწყოთ ბოსტანი“. გამგეობის ცნობით, უკვე გამოსცეს გიგო შარაშიძის მიერ თარგმნილი: „ჰაერი და სითბო“, „მეხის ამბავი“, ჰონორარად მისცეს ას-ასი მანეთი. გამგეობამ დაადგინა, საკითხი განსახილველად სექციისთვის გადაეცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარის ამხანაგი თევდორე კიკვაძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები: შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, კელენიკე ქავთარაძე, კირილე ნინიძე, თავმჯდომარეობდა თევდორე კიკვაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს ბრძანებით აცნობა, რომ ბუნებისმეტყველების მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაამტკიცეს გიორგი დავითის ძე აბულაძე. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 10 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის ბრძანებით, გიორგი დავითის ძე აბულაძე გორის ვაჟთა გიმნაზიის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაამტკიცეს. ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის გრიგოლ ნათაძის N 3 ბრძანების თანახმად, ბარბარე ივანეს ასული ამილახვარი გორის ქალთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 10 იანვარს ვეჯინის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ განყოფილების უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს წიგნებით დახმარებოდა. თხოვნას ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი და მდივანი ბესო ფურცელაძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 10 იანვარს ვეჯინის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას შემოსავალ-გასავლის ანგარიში და მთლიანი შემოსავლის ათი პროცენტი, 96 მანეთი და 72 კაპიკი გაუგზავნა. ანგარიშს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი და მდივანი ბესო ფურცელაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 10 იანვარს გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპელი დამფუძნებელი კრების ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 იანვარს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძემ განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელ გიორგი მინას ძე აბაშიძის ნამსახურეობის ფურცლის პირი გაუგზავნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
გორის სამაზრო ერობის გამგეობა სთხოვდა დაბალი სკოლების მთავარგამგეს ანდრო ბეჟანოვის მასწავლებლად დანიშვნას ჯავის უმაღლეს პირველდაწყებით სკოლაში. 1919 წლის პირველი ოქტომბრიდან ის ჯავის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: განათლება
1918-19 სასწავლო წლის დასაწყისში განათლების სამინისტროს განცხადებით მიმართა და ქუთაისის ხოჯევანოვის სახელობის გიმნაზიაში პროგიმნაზიული კლასების ფრანგული ენის პედაგოგის ადგილს ითხოვდა მოსკოვის ტიხომიროვის სახ. უმაღლესი პედაგოგიური კურსების მსმენელი და მოსკოვის ქალთა გიმნაზიის თანამშრომელი ევგენია ექვთიმეს ასული გრიგალაშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1918 წლის დასაწყისში განყოფილების გამგეობის ხაზინაში დარჩენილი თანხა შეადგენდა 3609 მანეთსა და 94 კაპიკს. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.