ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46293

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლამდე ილია ჭავჭავაძემ გრიგოლ ყიფშიძეს მისწერა და სთხოვა, შეეტყობინებინა დიმიტრი ნადირაძისთვის, რომ ფულის სესხად მიცემა არ შეეძლო, ჰონორართან დაკავშირებით კი თავად გრიგოლ ყიფშიძისთვის უნდა მიემართა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 1-ლ იანვარს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა შარჟი „საახალწლო ნობათი“ ილია ჭავჭავაძეზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 იანვარს ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზია დაამთავრა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 31 იანვარს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის წერილი „გაზეთი „ივერია“ და მისი საპოლემიკო ხასიათი“.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 3 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით წერილობით მიმართა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძეს, რომ მოეწოდებინა მისთვის ინფორმაცია მისადმი რწმუნებული სასწავლებლის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელმაც განიხილა ამიერკავკასიაში ერობის შემოღების საკითხი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის ერთობლივ სხდომაში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2-4 მარტს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებას, რომელზეც გაიმართა კამათი ერობის შემოღებაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 მარტს ილია ჭავჭავაძე თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე აირჩიეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების საკითხის შემმუშავებელ კომისიაში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 14 მარტს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო საზოგადოების წევრთა წლიურ კრებას.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 24 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თხოვნით მიმართა საცენზურო კომიტეტს ალექსანდრე პუშკინის თხზულებათა დაბეჭდვაზე ნებართვის მისაღებად.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 მარტს ილია ჭავჭავაძემ ცენზურისგან ნებართვა მიიღო ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ ცალკე წიგნად გამოცემაზე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის დეკემბერში ფრანგულ ჟურნალში „ლე კოკაზ ილიუსტრე“ გამოქვეყნდა დავით კარიჭაშვილის წერილი „ქართველი პუბლიცისტები და ილია ჭავჭავაძე“.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 28 მარტს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის პირველი თანრიგის მსესხებელთა კრებაზე რწმუნებულად აირჩეს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა სენაკის სკოლაში არსებულ დაპირისპირებებთან დაკავშირებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ მიღებული ზომების შესახებ მოხსენებას, რომელიც უნდა გაგზავნოდა ამიერკავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველს. ილია ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, სწორი იყო თუ არა გამგეობის რეაგირება, ამის შესახებ თავის მოგონებებში წერს ალექსანდრე მიქაბერიძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ფრეილინის ქუჩაზე, ბანკში, მიაკითხა ივანე გომელაურმა, რათა დალაპარაკებოდა სენაკის სკოლის მასწავლებლობიდან თავისი დათხოვნის შესახებ. ილიამ უთხრა, რომ ეს იყო გამგეობის დადგენილება, რომლის შეცვლაც მას არ შეეძლო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძესთან ფრეილინის ქუჩაზე, ბანკში მისვლას და სენაკის სკოლის მასწავლებლობიდან დათხოვნის შესახებ ლაპარაკს იხსენებს ივანე გომელაური თავის „მოგონებათა ეპიზოდებში“.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის დეკემბერში ფრანგულ ჟურნალში „ლე კოკაზ ილიუსტრე“ გამოქვეყნდა საფრანგეთის ყოფილი კონსულის მოგონება ილია ჭავჭავაძეზე. წერილს ერთვის ილიას პორტრეტი, ბიოგრაფია და 1884 წლის 30 ნოემბერს თბილისის ფრანგი მოსახლეობის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო საღამოს შემდეგ გამართულ ნადიმზე წარმოთქმული სიტყვა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის ოქტომბრის დასაწყისში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის შეერთებულმა კრებამ ილია ჭავჭავაძე, პეტრე გრუზინსკი და ალექსანდრე კობიაშვილი აირჩია კომისიაში, რომელსაც უნდა შეესწავლა საბანკო საქმიანობაში ახალი კანონების შემოღებასთან დაკავშირებით სათავადაზნაურო ბანკის ინტერესების საკითხი. ამავე კომისიას უნდა შეედგინა პროექტი და წარედგინა კრებისთვის განსახილველად.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887-1906 წლებში პლატონ იოსების ძე ცაგარეიშვილი სოფ. დიდი ჯიხაიშის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858-89 წლებში მარკოზ როსტომის ძე აბაშიძე სოფ. დარყის მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიის მღვდელი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-06 წლებში ბესარიონ იაკობის ძე ვაშაძე სოფ. დილიკაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ რევაზ გაბაშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წელს მღვდელი ვანო გულისაშვილი და მისი მნათე ესტატე ზუკაკიშვილი ტიფით გარდაიცვალნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 სექტემბერს ივანე მესხმა ბათუმიდან ფოთში ნიკო ნიკოლაძეს მისწერა, რომ ქალაქის ხმოსანთა არჩევნები 2 ოქტომბრისთვის დაინიშნა და იმ დროისთვის ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილიც აპირებდნენ ჩასვლას.