რეგისტრირებული ფაქტები51847
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ნოემბერს ოლივერ უორდროპი, უეითი, გრანდი და მამუკა ორბელიანი სიღნაღის, გურჯაანის, თელავისა და წინანდლის დასათვალიერებლად კახეთში გაემგზავრნენ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 7 ნოემბრის N31 განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და მთავრობის საქმეთა მმართველი კონსტანტინე ჯაფარიძე, ცენტრალურ სახელმწიფო დაწესებულებათა შენობის გამგის თანაშემწედ დაინიშნა ლევან ანტონის ძე შოთნიაშვილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 7 ნოემბრის N31 განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და მთავრობის საქმეთა მმართველი კონსტანტინე ჯაფარიძე, ცენტრალურ სახელმწიფო დაწესებულებათა შენობის გამგის თანაშემწედ დაინიშნა ნიკოლოზ სიმონის ძე ფილია.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს, დამფუძნებელი კრების დადგენილების თანახმად, ვასილ ალექსანდრეს ძე დემიდოვი სენატის წევრად დანიშნეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 ნოემბერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ 1-ელი ოქტომბრიდან ჯავის უმაღლესი პირველდაწყებითი სკოლის ფერშლად პეტრე მაღაევი დანიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 ნოემბერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ გორის სამაზრო ერობას სთხოვა, ეცნობებინა ჯავის უმაღლესი სასწავლებლის გამგისთვის 3 ოქტომბრის N34 შუამდგომლობის პასუხი, რომ განათლების სამინისტრო დავით გიკაევის მასწავლებლად დანიშვნის წინააღმდეგი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 ნოემბერს თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა ალ. მდივანმა საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მ. ბალანჩივაძის გეომეტრიის მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა. ასევე მისწერა, რომ ქუთაისის სახალხო სკოლების უფროსისაგან ბალანჩივაძის დოკუმენტების მიღებას ათი დღის განმავლობაში ელოდებოდა, მაგრამ არ მიუღია. ხელს აწერენ: დირექტორი ალ. მდივანი და საქმისმწარმოებელი გ. მამულაშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მოკავშირეთა უმაღლეს კომისარს (იტალიის, ინგლისის, საფრანგეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლებს) გაუგზავნა ნოტა, რომელშიც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლის შესახებ ატყობინებდა. მოხალისეთა ჯარის მიერ დაპყრობილ ოლქებში ხალხი აჯანყდა. ცხადი იყო, რომ აჯანყების ჩასაქრობად მოხალისეთა ლაშქრის სარდლობა შეტევას დაიწყებდა, რასაც მხარეში ანარქია მოჰყვებოდა. საქართველოს მთავრობას არ სურდა იარაღით ჩარეულიყო და სთხოვდა მოკავშირეთა კომისარს, ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვით და მათი თვითგამორკვევის უფლებით გადაეჭრა ეს საკითხი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტროს დირექტორმა ალექსანდრე მდივანმა მიმართა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან გეომეტრიის მასწავლებლად მ. ბალანჩივაძე დაენიშნათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ნოემბერს თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორი ალექსანდრე მდივანი და საქმისმწარმოებელი გ. მამულაშვილი განათლების სამინისტროს საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვენ, რომ მ. ბალანჩივაძე 1-ელი ოქტომბრიდან მისდამი დაქვემდებარებულ სკოლაში გეომეტრიის მასწავლებლად დაამტკიცონ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს საქმის მწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე მიმართავს თხოვნით, სენატის სამოქალაქო საქმეთა საკაასაციო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის თანამდებობა გაათავისუფლონ და სრულიად სამსახურიდან. ასევე, ითხოვს უშუამდგომლოს მინისტრის ამხანაგთან, რათა ერთდროული დახმარების სახით მისცეს 1 თვის ჯამაგირი. თავისი ნივთიერი მდგომარეობის შესახებ არაფერს ეუბნება, რადგან თავად დირექტორსაც კარგად მოეხსენება მათი მატერიალური მდგომარეობა. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი კ.აბაშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 ნოემბერს ოლივერ უორდროპი ამერიკული მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. მათ თათრებსა და სომხებს შორის არსებულ უთანხმოებაზე ისაუბრეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გერონტი ქიქოძემ ვაკეში სტადიონის მოწყობასთან დაკავშირებით დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიაში დაწვრილებითი მოხსენება გააკეთა. სტადიონამდე ტრამვაის ან ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანა იგეგმებოდა, მთის კალთებზე დაირგვებოდა ხეები. სტადიონი 100X200 კვადრატული საჟენი(სიგრძის საზომი ერთეული ძველ რუსეთში, უდრიდა 152-176სმ.) იქნებოდა. ვინაიდან ქვის ამფითეატრი ძვირი დაჯდებოდა, ამიტომ იგი უბრალოდ მთის კალთების შესაფერისად გადათხრით გაიმართებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის შენობაში გაიხსნა ფრანგული უმაღლესი საუნივერსიტეტო კურსები. გახსნას დაესწრნენ: გრაფი დე ნონანკური, ევგენი გეგეჭკორი, განათლების მინისტრის წარმომადგენელი სერგო დანელია, საფრანგეთის მისიის წევრი გიუგი, ვაცლავ ოსტროვსკი, ილია ოდიშელიძე, ანტონ დელფუშე, ბენია ჩხიკვიშვილი და გიორგი გვაზავა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საუწყებათშორისო კომისიის ბოლო სხდომაზე საზღვარგარეთ გასაგზავნი სტუდენტების რაოდენობა 25-ით გაიზარდა. სულ 75 სტუდენტი უნდა გაეგზავნათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში პოლკოვნიკ რეისთან გამართულ სადილს დაესწრნენ ევგენი გეგეჭკორი, ალექსანდრე ხატისოვი, ნასიბ უსუბეკოვი, დავით ღამბაშიძე და გ. ევანგელოვი. სტუმრებმა სადილის შემდეგ ოპერა „აბესალომ და ეთერი“ ნახეს. შესრულდა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ამერიკის ჰიმნები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში ალექსანდრე ხატისოვი და ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ევგენი გეგეჭკორს შეხვდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში ზანგეზურის საკითხთან დაკავშირებით სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების თავმჯდომარეები ალექსანდრე ხატისოვი და ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი სასტუმრო „ორიენტში“ შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ესწრებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში ქართულმა საოპერო სტუდიამ ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ სწავლა დაიწყო. რეპეტიციები ყოველდღიურად მიმდინარეობდა.