რეგისტრირებული ფაქტები46293
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 29 დეკემბრის მოხსენების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში იყო 24 ვაჟთა გიმნაზია (ამასთან ოთხი ოთხკლასიანი გიმნაზია – V, VI, VII, VIII კლასები), სამი რეალური სასწავლებელი, 21 ქალების გიმნაზია, ოთხი საოსტატო სემინარია, ერთი ინსტიტუტი და სამი კომერციული სასწავლებელია (ორი თბილისში, ორი ქუთაისში).
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 29 დეკემბრის განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის მოხსენებაში „საშუალო სასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ", ნათქვამია, რომ თბილისის საოსტატო სემინარიებსა და ინსტიტუტებზე ხაზინიდან 484 791 მანეთი და 50 კაპიკი იხარჯებოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 29 დეკემბრის მოხსენებაში „საშუალო სასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“ ნათქვამია, რომ 23-ე ვაჟთა გიმნაზიაზე, რეალურ სასწავლებლებზე, საოსტატო სემინარიებსა და ინსტიტუტებზე, 21 ქალთა გიმნაზიაზე ხაზინიდან სულ 1 940 964 მან.39 მანეთი იხარჯებოდა. კომერციულ სასწავლებლებზე კი – მხოლოდ 1918 წლის 3 მარტის კანონით დადგენილი თანხა. საშუალო სკოლებს სიძვირის გამო ხაზინიდან დანამატი ეძლეოდათ. ეს ხარჯები 5 137 703.65 მანეთს შეადგენდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 დეკემბერს თბილისში, ელისაბედის ქ. N73-ში, გამგეობის შენობაში, გაიმართა კახეთის რკინიგზის აქციონერთა შეხვედრა. გამგეობას წარმოადგენდნენ: თავმჯდომარე ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი, დირექტორები: დიმიტრი ესტატეს ძე ჩოლოყაევი, ინჟინერი გ. ვ. სარაჯიევი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 29 დეკემბერს თბილისში გამართული კახეთის რკინიგზის აქციონერთა შეხვედრა დღის 12 სთ-ზე გახსნა გამგეობის თავმჯდომარემ ცნობით, რომ გარდაიცვალა გამგეობის წევრი, ინჟინერი რაფიელ ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 დეკემბერს მთავრობის თავმჯდომარემ და გზათა მინისტრმა კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარეს აცნობეს, რომ 29 დეკემბრისთვის დანიშნულ კახეთის გზის აქციონერთა სხდომაზე გზათა სამინისტროს მხრიდან მთავრობის წარმომადგენლებად ინჟინერი ი. ო. დადიანი და სამინისტროს კონსულტანტი კონსტანტინე დიმიტრის ძე მიქელაძე დანიშნეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი ა. ჯვარიშეიშვილი საერო განათლების სამინისტროს სწერს, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ 26 დეკემბრის საბჭოს სხდომაზე დაადგინა, შემდგომი წლის 12 იანვრიდან დროებით მიიწვიოს ბუნებისმეტყველების საგნების მასწავლებლად 24 თავისუფალ გაკვეთილზე გიორგი აბულაძე, რომელსაც კიევის უნივერსიტეტში საბუნებსმეტყველო ფაკულტეტის 8 სემესტრი აქვს მოსმენილი. ამას აუწყებს ცნობის და სათანადო განკარგულებისთვის. გიმნაზიის დირექტორთან ერთად ხელს აწერს საქმის მწარმოებელი მ. რაზიკაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 დეკემბერს დირექტორმა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილმა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს სთხოვეს სამინისტროში წარედგინა ცნობები დეკანოზ იოსებ აბულიანცის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 დეკემბერს ოზურგეთის პროგიმნაზიის გამგე ილია ფერაძემ და საქმისმწარმოებლის აღმასრულებელმა მდივანმა ი. ღლონტმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს მისწერეს, რომ მღვდელ სოლომონ ანდღულაძეს ეკლესიაში მოძღვრის ადგილი არ ჰქონდა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 27 დეკემბერს გრიგოლ ისიდორეს ძე ნიორაძე მიმართავს თბილისის მეშვიდე გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ჩიგოგიძეს, დაუნიშნოს გამოცდები მესამე კლასში მისაღებად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს იაკობ იოსების ძე ჩარექოვი ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებლში (დაარსდა 1882 წელს) ექიმად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიჟა გაბრიელის ძე ლომინაძე 1916 წელს დაარსებულ შემოქმედის შერეულ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს დიაკვანი – ბართლომე კუხიანიძე 1912 წელს დაარსებული ქუთაისის მესამე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პედაგოგიური კურსების კურსდამთავრებული ივანე ამბაკოს ძე როყვა მუშაობდა 1917 წელს დაარსებული ხობის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ფიზკულტურის მასწავლებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ღენტორ დავითის ძე თოდუა 1917 წელს გახსნილ ხორგის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს კონსტანტინე სალუქვაძე 1915 წელს დაარსებულ ბახვის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მღვდელი მავრი სპირიდონის ძე ტუსკია 1917 წელს დაარსებული აცანის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს კირილე ოქროპირის ძე ძოძუაშვილი ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1916 წელს) გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს დ.შანიძე სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1913 წელს) გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 დეკემბრის განათლების სამინისტროს ბრძანების საფუძველზე ივანე ლუკას ძე ბახტაძე ხონის ვაჟთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძის 1918 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით (N183) 1-ელი იანვრიდან გიორგი ბერიძე ხონის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.