ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქალაქ თბილისის გამგეობამ ვერის საქალაქო სასწავლებლისთვის თავად ივანე მაჩაბლის სახლი 4 წლის ვადით დაიქირავა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წელს ოლღას ქუჩაზე მდებარე თავად ივანე მაჩაბლის სახლში ვერის საქალაქო სასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გენერალი ილია ოდიშელიძე, გენერალი გიორგი არჯევანიძე, პოლკოვნიკი გაგოშვილი და ივანე ჯავახიშვილი ქართული ჯარისთვის წესდებათა შექმნის, მათ სათარგმნელად და გამოსაცემად დაარსებული კომისიის წევრები იყვნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გენერალმა იოსებ გედევანიშვილმა ფედერალისტური ლეგიონი შეადგინა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აჯანყების შემდეგ პოლკოვნიკი დიმიტრი მუსხელიშვილი ბოლშევიკებმა დახვრიტეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 15 იანვრამდე ილია ჭავჭავაძე ბაქოში დავით ნიკოლოზის ძე ღოღობერიძისა და მარიამ მელიქიშვილის ქორწილს დაესწრო.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძე ბაქოში დავით ღოღობერიძესა და მარიამ მელიქიშვილს ესტუმრა.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ბაქოში დავით ღოღობერიძისა და მარიამ მელიქიშვილისგან შეიტყო გიორგი წერეთლის გარდაცვალება.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 30 სექტემბერს პეტრე უმიკაშვილმა გაზეთ „ივერიაში“ ქართული თეატრის ისტორიის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ავტორი იხსენებს, რომ ილია ჭავჭავაძემ სტუდენტობის პერიოდში თბილისის გიმნაზიის შენობის დარბაზში დადგმულ სპექტაკლში მეფე ლირის როლი შეასრულა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 22 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილომამულო ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზირების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 25 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ონის უფასო საერო სამკითხველოს წევრთა წერილი მიიღო თხოვნით, რომ უსასყიდლოდ მიეწოდებინა გაზეთ „ივერიის“ ნომრები.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 30 იანვარს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილი პრესა“ (დასაწყისი), რომელშიც მწვავედ არის გაკრიტიკებული გაზეთი „ივერია“ და მისი რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, როგორც უკიდურესი რეაქციონერი.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 31 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე აირჩიეს კომისიაში, რომელსაც საადგილმამულო გადასახადების შემცირებაზე უნდა ემუშავა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის იანვრის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ საქართველოში მყოფ იტალიელ მეცნიერსა და მოგზაურ გულიელმო პასილის უმასპინძლა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის თებერვლიდან თბილისში გამომავალმა ფრანგულმა ჟურნალმა „ლე კოკაზ ილიუსტრემ“ პოემა „განდეგილის“ პროზაული ფრანგული თარგმანის გამოქვეყნება დაიწყო. თარგმანი ხელმოწერილია ინიციალებით „S. L.“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 1-ელი მარტის შემდეგ ბათუმში დაიბეჭდა კრებული „ჩანგი“, რომელშიც შესულია ილია ჭავჭავაძის პოემა „დედა და შვილი“, ლექსები: „გ. აბხ...“, „რა ვაკეთეთ. რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“, „ბედნიერი ერი“, „ჩემო კარგო ქვეყანავ“, ლოცვა“,„ქართლის დედას“, „ნანა“, „ელეგია“,„პოეტი“, „მესმის, მესმის“, „იანიჩარი“, „გახსოვს, ტურფავ..“, „უსულდგმულო ცხოვრება“, „გაზაფხული“, „მას აქეთ, რაკი...“ და თარგმანები: „ბედა მქადაგებელი“, „სტიროდეთ“, „ლოყით მოეპყარ“ და „კართა თანა“.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით აკადემიკოს ივანე თარხნიშვილს დეპეშით მეცნიერული მოღვაწეობის 30 წლისთავი მიულოცა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 25 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სამეურნეო ბანკის კრების საქმიანობაში.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წლის 29 მარტს ბორის ესაძემ ილია ჭავჭავაძეს წარწერით უძღვნა მის მიერ გამოცემული წიგნი „კავკასიის ჯარების საბრძოლო გმირობანი. კავკასიის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმში დაცული სურათების ალბომი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისს ილია აბრამიშვილმა „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ რესტორანში „იუჟნი ნომერა“ გამორჩეული სამზარეულო ჰქონდათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ ნ. დიდებულიძის პანსიონი და სასწავლებელი მიხეილის ქ. N129-ში გადავიდა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წელს მიხეილის ქუჩაზე არსებულ ნ. დიდებულიძის პანსიონსა და სასწავლებელში მეორე კლასამდე ასაკის მოსწავლეებს იღებდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ილია ჭავჭავაძის თხზულებების პირველი ტომი 70 კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ილია ჭავჭავაძის თხზულებების მეორე და მესამე ტომი სამოც-სამოცი კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ილია ჭავჭავაძის თხზულებების მეოთხე ტომი ოთხმოცი კაპიკი ღირდა.