რეგისტრირებული ფაქტები46338
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 154 ბრძანებით ნინო მოდებაძე თბილისის სომხური ლისიციანისეული გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 154 ბრძანებით მარიამ ხეჩუმიანი თბილისის სომხური ლისიციანისეული გიმნაზიის ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 3 დეკემბერს ბათლომე გრიგორის ძე მეგრელიძემ აუწყა ნათესავებსა და ნაცნობებს მეუღლის, მარო ელიზბარის ასულ მეგრელიძის, გარდაცვალების შესახებ. ის უნდა დაეკრძალათ 5 დეკემბერს, 3 საათზე, სოფელ ქვენობანში.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 30 ნოემბერს ბარბარე გედევანიშვილის მეუღლე, პედაგოგი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ლუარსაბ მერაბის ძე გედევანიშვილი გარდაიცვალა. დაკრძალეს კუკიის სასაფლაოზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილის მოხსენების საფუძველზე განათლების სამინისტრომ „კალიის“ გიმნაზია დახურა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ქართულ გიმნაზიასთან არსებული უფასო სასადილოს გამგეობა მადლობას უხდის კახეთის რკინიგზას, რომელმაც სასადილოს 300 მანეთი შესწირა გამგეობის წევრ ნიკოლოზ ყაზბეგის ხსოვნის აღსანიშნავად.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წელს თბილისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ დამსახურებული მასწავლებლის, ლევან გედევანიშვილის დასაკრძალად გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გადადო 2 000 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბრის „გაზეთ სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა სტატია ქართული თეატრისა და ხელოვნების შესახებ, რომ უახლოეს ხანებში შეიქმნება ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირი, რომ ქართველი მსახიობები ემზადებიან სპექტაკლებში მონაწილეობისთვის და 6 დეკემბერს დაიდგმება პირველი წარმოდგენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შ. მიქელაძე და განაცხადა, რომ საქართველოს სამანდატო კომისიამ სომხეთის მიერ გამოგზავნილი 20 წევრიდან დაამტკიცა მხოლოდ 8 მანდატი, რადგამ მხოლოდ 8 შეიძლება ჩათვლილიყო საქართველოს ქვეშევრდომად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში განიხილა თათართა მიერ გამოგზავნილი კანდიდატების დამტკიცება საქართველოს პარლამენტის დეპუტატებად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სოჭიდან მადლობის დეპეშას უგზავნიან სოჭის ოლქის გლეხთა ყრილობის თავმჯდომარე ჯანაშია, ამხანაგები: ვ. ვასილიევი, ზ. პივოვაროვი, ა. ნემჩუკი და კოროლევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რაჟდენ არსენიძე, რომელმაც განცხადება გააკეთა გენერალ-გუბერნატორის დადგენილების, „უცხო პირების ქვეყნიდან გაძევების“ შესახებ და დამსწრე საზოგადოებას ნათლად აუხსნა, რომ ეს დადგენილება არ შეეხებოდა მშრომელთა მასას. ძირითადად დადგენილება შეიძლება მძიმედ დაწოლოდა უსაქმურ გენერლებსა და სხვებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი გვაზავა, რომელმაც განაცხადა, რომ საჭირო იყო საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, რადგან მრავალი შინაური მტერი ცდილობდა არეულობის შემოტანას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ საჭიროების შემთხვევაში გენერალ-გუბერნატორს მკაცრი ზომები უნდა მიეღო უსაფრთხოების მიზნით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გრიგოლ ვეშაპელი, რომელმაც განაცხადა, რომ როცა საქართველოში მოემგზავრებიან რუსეთის კრედიტორები, თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო, დაეცვა წესიერება, რათა რომელიმე ფრაქციას არ დაეწყო გენერალ-გუბერნატორობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა აკაკი ფაღავა, რომელმაც განაცხადა, რომ იმ დროისთვის საქართველოში ბევრი ისეთი პირი იყო, რომელთაც საქმე საერთოდ არ ჰქონდათ და ქვეყნისთვის საშიშროებას წარმოადგენდნენ. სწორედ ასეთებზე მიიღო გენერალ-გუბერნატორმა დადგენილება ქვეყნიდან გაძევების შესახებ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 3 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, რომელმაც განაცხადა,რომ გენერალ-გუბერნატორის ახლად შემოღებული კანონი ეხებოდა იმ პირებს, რომლებიც საქართველოში უსაქმურად იმყოფებოდნენ და მომენტს ელოდებდნენ, რომ გადატრიალების გზით თანამდებობები დაეკავებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს განათლების სამინისტროს ორი თვის დანამატის სესხად მიღების თხოვნით მიმართეს ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგებმა: თ. დუგლაძემ, მ. ანანჩენკომ, მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძემ, კორნელი ლუკას ძე მაღრაძემ, ლაზარე ვასილის ძე ხმალაძემ, მელქისედეკ სპირიდონის ძე კანდელაკმა, კონსტანტინე რევაზის ძე ლომთაძემ, ტარასი დავითის ძე მამალაძემ, კონსტანტინე გიორგის ძე ჭანტურიამ, კირილე იოსების ძე ბოჭორიშვილმა, ფერდინანდ ფრანცის ძე ბეთანელმა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 3 დეკემბერს განათლების სამინისტროს ორი თვის დანამატის სესხად მიღების თხოვნით მიმართეს ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგებმა: მელიტონ ბესარიონის ძე ჩეჩელაშვილმა, მიხეილ ალექსის ძე ჭიჭინაძემ, მიხეილ იოსების ძე კუჭავამ, ლუარსაბ ეგნატეს ძე კეშელავამ, არსენ ქაიხოსროს ძე ჯახუტაშვილმა, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე გიგაუროვმა, გაბრიელ ცაგარეიშვილმა, ქსენოფონტე გაჩეჩილაძემ, ვ. აბულაძემ და ი. ბერეკაშვილმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს განათლების სამინისტროს ორი თვის დანამატის სესხად მიღების თხოვნით მიმართეს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის პედაგოგებმა: მ. ს. შახმურადიანმა, პ. ვ. პანჩენკომ. პ. ი. პრილიპკომ. ბ. ი. შამოვმა, ლ. ი. ზავრიევმა, პ. გ. საყვარელიძემ, ი. ი. მოლიშენკომ, ს. ს. ბესტავაშვილმა, ი. ა. კორენჩუკმა, ი. ვ. ტარასოვმა და ედუარდ კარლოს ძე ლიოზენმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 დეკემბერს, გიორგი პავლეს ძე ერაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შრომის მინისტრის ამხანაგი , წერს შსს მინისტრს, რომ მათ დაქვემდებერებაში მყოფ სასტუმრო ,, ბო- მონდს,, გაუწიონ შესაბამისი დახმარება
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 დეკემბერს ნიკოლოზ გოცირიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, სოფიო ანკარას, ნატალია ჯავახიშვილის, სოფიო რომანიშვილის, ი. მინდიაშვილის, ალექსი მეტრეველისა და ვ. რატიშვილის მონაწილეობით დაიდგა სპექტაკლი „ხანუმა".
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 დეკემბერს დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელსაც თავმჯდომარეობდა ივანე ჯაფარიძე, მონაწილეობდნენ: სილიბისტრო ჯიბლაძე და კამისიოვი. სასამართლომ განიხილა კალენიკე გოგიბერიძის საქმე, რომელსაც ბრალი დასდეს პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობასა და როტმისტრ სოხაძის მკვლელობის განზრახვაში. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 2 დეკემბერს კალენიკე გოგიბერიძემ საბრალდებო ოქმის წაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ იგი დამნაშავე არაა პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობასა და როტმისტრ სოხაძის მოკვლის განზრახვაში. მან განმარტა, რომ ჭიჭიკო რუხაძეს იარაღის ტარების ნებართვა სთხოვა, ამის გამო სოხაძემ და გაჩეჩილაძემ მოინდომეს მისი მოკვლა და მან თავდაცვის გამო გაისროლა, შედეგად დაიღუპა გაჩეჩილაძე და დაიჭრა სოხაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ დეკემბერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 6 თვის აღსანიშნავად დედაქალაქში გაიმართა სახალხო ზეიმი, მსვლელობა მოაწყვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა (უნივერსიტეტიდან — მთავრობის სასახლემდე). მთავრობის სასახლის წინ შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ნოე ჟორდანიამ და მთავრობის წევრებმა.