ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 11 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ვარ...-ის ხელმოწერით იპოლიტე ვართაგავამ გამოაქვეყნა წერილი „ნიმუში „კვალისტების“ რიხიანობა-ამპარტავნობა-ფანატიკოსობისა“.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 12 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ვარ...-ის ხელმოწერით იპოლიტე ვართაგავამ გამოაქვეყნა წერილი „ნიმუში „კვალისტების“ რიხიანობა-ამპარტავნობა-ფანატიკოსობისა“ (დასასრული).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „კავკაზში“ ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის წევრ მიხეილ გრუზინსკისთან ერთად საპროტესტო წერილი გამოაქვეყნა. ისინი ეხმიანებოდნენ „ტიფლისკი ლისტოკში“ დაბეჭდილ ინფორმაციას ბანკის ბაქოს განყოფილებიდან 50 ათასი მანეთის გაფლანგვის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნატორის მიერ მოწვეულ თათბირში. განიხილეს ახალქალაქის მაზრაში მიწისძვრისგან დაზარალებულთა შემწეობის საკითხი. ილია დაზარალებული მოსახლეობის დამხმარე კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს „სახალხო წიგნის“ სერიით დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წლამდე ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორ გიორგი თარხნიშვილს მისწერა, რომ უამინდობის გამო სახლიდან ვერ გავიდოდა და საჭიროების შემთხვევაში შინ მიეკითხათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთლის მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“ თბილისში ზაქარია გრიქუროვისა და გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიებში იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთლის მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთლის მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“ ბათუმში, მოსე ნათაძის წიგნის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, 17 მაისს ქართულ თეატრს უნდა გაემართა წარმოდგენა „სიყვარული ახალგაზრდა ქალისა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა კონსტანტინე ყიფიანი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ხიზანაშვილის წერილები „ძველი ქართული ოჯახი“ ცალკე წიგნად დაიბეჭდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ შეკრიბა ნიკო ნიკოლაძის ნაშრომები, რომლის ცალკე წიგნად დაბეჭდვა სურდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილის ნაშრომები, რომლებიც გაფანტული იყო გაზეთ „დროებასა“ და „ივერიაში“ ცალკე წიგნად დაიბეჭდებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „ახალი წელი“ დაიბეჭდა.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851 წელს ზაქარია სვიმონის ძე მგალობლიშვილი მისიონერ მოძღვრად ჩრდილოეთ ოსეთში გაგზავნეს. ზაქარიამ თან წაიყვანა ექვსი კვირის შვილი, სოფრომი და მეუღლე – მარიამ ანდრიას ასული ბიბილური.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის პირველი იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გაბრიელ ქიქოძის „ქადაგებანის“ ორი ტომი თბილისისა და ქუთაისის წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ანასტასია თუმანიშვილმა ფრანგულიდან თარგმნა ვალტერ სკოტის „ირლანდიელი ქვრივი“ .

1810

ტიპი: თანამდებობა

1810-31 წლებში სვიმონ მჭედლიძე სოფ. ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 20 ივნისს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა კაპიტონ გოგოლაძის წერილი. ავტორი აკრიტიკებს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას, რომელიც გაიმართა 7 ივნისს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით გამოვიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს გამოვიდა იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარის“ მეათე გამოცემა, რომელშიც დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსები, ნაწყვეტები მოთხრობებიდან და პოემებიდან.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს რუსულენოვან მაგიდის კალენდარში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსების „პოეტი“, „მას აქეთ, რაკი...“, „გაზაფხული“ და პოემა „აჩრდილის“ ნაწყვეტის („არაგვს“) ივანე თხორჟევსკისეული თარგმანები.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 9 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა დავით სუმბათაშვილის განცხადება, რომ თავად-აზნაურთა წლიური კრება პირველ მაისს გაიმართებოდა.

1867

ტიპი: განათლება

1867 წლის 6 აგვისტოს სოფრომ მგალობლიშვილმა ფეხი მოიტეხა და თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დაწყება დააგვიანდა.

1867

ტიპი: განათლება

1867 წლის ნოემბერში სოფრომ მგალობლიშვილმა კონსტანტინე მამაცაშვილისა და პედაგოგ თომა ტურიაშვილის დახმარებით სემინარიაში სახელმწიფო დაფინანსებით დაიწყო სწავლა.