ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წლის 14 ივლისამდე ბერლინში ილია ჭავჭავაძე ექიმ ერნსტ ლეიდენთან მკურნალობდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 16 აგვისტოს რომში ჟურნალ „ლა ნოვა ანტოლოჯიაში“ დოქტორმა გულიელმო პასილიმ გამოაქვეყნა წერილი კავკასიაში მოგზაურობის შესახებ. სტატიაში საუბარია ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე, ასევე დაბეჭდილია მისი სურათი ავტოგრაფით.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წლის 2 სექტემბრის შემდეგ ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად ერთი კვირით ქალაქ ვენაში გაჩერდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ რომიდან დოქტორ გულიელმო პასილის წერილი მიიღო. იტალიელი მეცნიერი მას კავკასიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ჟურნალ „ლა ნოვა ანტოლოჯიაში“ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ ატყობინებდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 15 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე საზღვარგარეთ ორთვიანი მკურნალობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 აპრილს გაზეთ „კვალში“ ს. გ-ძე-ს ხელმოწერით გამოქვეყნდა ყაზანის უნივერსიტეტის სტუდენტ სერგო გორგაძის ღია წერილი „ბ. „ვარ“-ისადმი“, რომელიც ეძღვნებოდა იპოლიტე ვართაგავას მიერ გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ სტატიას „ნიმუში „კვალისტების“ რიხიანობა-ამპარტავნება-ფანატიკოსობისა“.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებაზე კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. კომისიას გუბერნიის ერთ-ერთ სამაზრო ქალაქში ვაჟთა გიმნაზიის გახსნისთვის შუამდგომლობა ევალებოდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 11 აპრილს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის ნარკვევზე „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 აპრილს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნებულ სერგო გორგაძის ღია წერილს დაერთვის რედაქტორის, ანასტასია თუმანიშვილის შენიშვნა „ივერიის“ რედაქტორ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძემ მიიღო კონსტანტინე მამაცაშვილის წერილი „ქვათა ღაღადის“ შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 22 აპრილს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ანთიმოზ ჯუღელის წერილი. მას აინტერესებდა ილიას აზრი სოხუმის მერობის კანდიდატ ალექსანდრე სარაჯიშვილის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 25 აპრილს ილია ჭავჭავაძე შეხვდა ალექსანდრე სარაჯიშვილს და ჰკითხა, დათანხმდებოდა თუ არა სოხუმის მერობის კენჭისყრაზე, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის აპრილში წიგნად გამოვიდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევი „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ (წერილი ილია ჭავჭავაძისა“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 25 აპრილს ილია ჭავჭავაძემ მისწერა ანთიმოზ ჯუღელს, რომ ალექსანდრე სარაჯიშვილი სოხუმის მერობის საუკეთესო კანდიდატი იყო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის მაისის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ალექსანდრე პუშკინის თხზულებები. წიგნში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ლექსები „წინასწარმეტყველი“ და „ჭეშმარიტება“.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 29 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში დაესწრო ალექსანდრ პუშკინის საიუბილეო საღამოს, რომელზეც წაიკითხეს პუშკინის „წინასწარმეტყველის“ მისეული თარგმანი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივნისს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივლისის დასაწყისში რუსულ ჟურნალში „საზღვარგარეთის ლიტერატურის მაცნე“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსის „პოეტი“ ვლადიმერ ლებედევისეული თარგმანი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა, რომ ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ერეკლე მეორის მონეტა შესწირა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის აგვისტოში გამოვიდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ მეორე გამოცემა.

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1899 წლის 14 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელშეკრულება დადო სტეფანე მიხაილოვთან, რომ ის ილიას დაფინანსებით ააწყობდა წისქვილს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში ქუთაისის ბანკის შესახებ ილია ჭავჭავაძის სტატიების პასუხად ჟურნალ „აკაკის კრებულში“ გამოქვეყნდა „აკაკის წერილი თ. ილია ჭავჭავაძესთან“ და მალევე გამოვიდა ცალკე წიგნად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივანე გომელაური ფერისცვალების დღესასწაულზე სოფელ მაღაროში იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 24 ნოემბერს ქართულ თეატრში წარმოდგენილ გუცკოვის ხუთმოქმედებიან ტრაგედიაში „ურიელ აკოსტა“ კოტე ყიფიანმა დესილვას როლი შეასრულა, ბარბარე ავალიშვილისამ – ივდითის, თამარა ივანიძემ – ურიელ აკოსტას დედის.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წინარეხის სკოლის კურსდამთავრებული რვა მოსწავლის წიგნებით დაჯილდოება გადაწყვიტეს.