ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47912

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაჟდენ წივწივაძის მიერ აშენებული თეატრიდან ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ კირილე მაჭარაძე, შალვა გოგოლაშვილი (შალვა ხონელი) და სოსიკო მაჭარაძე ხონის თეატრის თანამშრომლები გახდნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით კასრაძე ქართველ ქალთა გიმნაზიის უმაღლეს კლასებში მიიწვიეს ქართული ენის მასწავლებლად.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი მიხეილ ანდრიას ძე კოვალიოვი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისიდორე მირიანის ძე გიგინეიშვილს პირველდაწყებით განათლება სოფ. ჯურუყვეთში ჰქონდა მიღებული.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვალერიან გუნია ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის საბჭოს კრებაზე აირჩიეს ქალაქის გამგეობის წევრები. კანდიდატებად დასახელებული იყვნენ: ვლადიმერ ნ. კანდელაკი, ვ. კ. ალშიბაია, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე, მიხეილ ერასტის ძე დარახველიძე.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს შალომ იაკობის ძე ბახანაშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიიდან.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი სიმონ თომას ძე ხუნდაძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიისთვის ფულის შემომწირველთ: მღვდლებს სამსონ დარჩიასა და გიორგი ჩხარტიშვილს, ასევე სილიბისტრო დარჩიასა და ელისაბედ დარჩიას.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი ელეონორა მიხეილის ასული ტერ-პარსაგოვა თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 13 ოქტომბერს თბილისის მეორე საარჩევნო ნაწილში გაიმართა ხმოსანთა არჩევნები. კანდიდატები იყვნენ: ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი, ა. ა. ვარშამოვი, იური დიმიტრის ძე კობიაკოვი, გ. ა. კოტეტიშვილი.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი პავლე ივანეს ძე მასალკინი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გიორგი სიმონის ძე ბახტაძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი ალფეს სიმონის ძე ხელაძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი ნინო ალექსანდრეს ასული რუსია თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლიდან რაჟდენ წივწივაძე, ივანე ჭავჭანიძე და ალექსაბდრე ბახტაძე ხონის თეატრის წარმოდგენებში მონაწილეობდნენ.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი დავით სტეფანეს ძე დვალი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლიდან პოლიკარპე სანოძე, კონსტანტინე უგულავა და ილია რუხაძე ხონის თეატრის წარმოდგენებში მონაწილეობდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 აპრილის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სანდრო შანშიაშვილის ლექსები „ღვინო“, „***ლალისფერია“, „***ვინც დაგეძალა“, „ყურძნის აკიდო“, „ჩემს შემდეგ“ და სხვ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ნესტორ გაბრიელის ძე გვამიჩავა ჟორჟიკ ნესტორის ძე გვამიჩავას მამა იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ია ეკალაძის წერილი „სოფელი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას წერილი „ყველაფერი მარტოობას“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ქვარიანის წერილი „სიძვირე და მასთან ბრძოლა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას თარგმანი „ერთა ლიგის ხელშეკრულება“.