რეგისტრირებული ფაქტები50028
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N162 ბრძანებით სოხუმის საოსტატო სემინარიის მათემატიკის პედაგოგი ალექსანდრე ისიდორეს ძე პაპავა თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 162 ბრძანებით სოხუმის საოსტატო სემინარიის გალობის პედაგოგი ი. გუბანოვი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით (N163) თევდორე კიკვაძე თბილისის რეალურ სასწავლებელში ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 10 დეკემბრის N163 ბრძანებით ანტონ მილაიანი თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის გალობის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ სახალხო საქმის“ მეშვეობით, მეუღლე გიორგი გლახუნას ძე და შვილი ლილი გოგოტიშვილები აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს, რომ მათი საყვარელი სახალხო სკოლის მასწავლებელ ნინო იასონის ასულ გოგოტიშვილს დაკრძალავენ 10 დეკემბერს გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის გრიგოლ ნათაძის N 160 ბრძანების თანახმად, თბილისის ქალთა მე-5 გიმნაზიის ხელსაქმის შტატის მასწავლებლად ელისაბედ ანდრიუშკევიჩი დაინიშნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს საშუალო სასწავლებლების მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარე კონსტანტინე ჯორჯიკიამ წერილი გაუგზავნა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას საშუალო სკოლების ახალი შტატების კანონპროექტის შესახებ. წერილში აღნიშნულია, რომ თუ 1918 წლის 23 დეკემბრამდე არ განხორციელდება ახალი კანონპროექტი, დასავლეთ საქართველოს ყველა საშუალო სასწავლებლის პედაგოგი გაიფიცება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 დეკემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ იმავე წლის 16 მაისს ამიერკავკასიის სამოსწავლო კომისარიატთან უშუამდგომლა ქართული ენის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებელ გიორგი მინას ძე აბაშიძეს, რათა იგი ქართული ენის შტატის მასწავლებლად დაემტკიცებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 დეკემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ იმავე წლის 16 მაისს ამიერკავკასიის სამოსწავლო კომისარიატს N19 შუამდგომლობასთან ერთად გიორგი მინას ძე აბაშიძის დიპლომი და ფორმულიარის ასლი გაუგზავნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 დეკემბრის მონაცემებით, მარიამ გარსიაშვილს სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვლებოდა ნამსახური წლები, თუ ის შეიტანდა სახაზინოში სამსახურის განმავლობაში მიღებული ჯამაგირის სათანადო პროცენტს, საპენსიო ფონდის გასაძლიერებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 დეკემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს საშუალო სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ პედაგოგიური საბჭოს დადგენილებით, კლასის დამრიგებელ ბარბარე ივანეს ასულ ამილახვარს მე-5 და მე-6 კლასებში ფრანგული ენის გაკეთილები მიეცა. ამილახვარი დამრიგებლად 12 წელი მუშაობდა. ის მთავარგამგეს ამილახვრის ფრანგული ენის მასწავლებლის თანამდებობაზე დანიშვნას სთხოვდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი თამარ დავითის ასული ციციშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 დეკემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორი განათლების სამინისტროში საშუალო სკოლათა მთავარგამგეს სწერს, რომ ბარბარე ივანეს ასულ ამილახვარს დამთავრებული ჰქონდა თბილისის ქალთა ინსტიტუტი. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი თამარ ციციშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 დეკემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ კვინიკაძემ უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგეს გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დროებით დაშვებული კონსტანტინე ანთაძის დოკუმენტები გაუგზავნა: განათლების მოწმობა N 1124 და ფორმულიარის ასლი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ დამფუძნებელი კრების წევრ გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას ვრცელი სტატია „საიდან მოგველის საფრთხე“ გამოქვეყნდა. სტატიაში ავტორი რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე წერდა, ქვეყნის გადარჩენისა და ნორმალური განვითარების სწორ გზას კი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან კავშირში ხედავდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ეროვნებით სომეხი ვასილ ნიკოლოზის ძე ჩიტაევი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს რუსი ვასილ ივანეს ძე ბერი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს რუსი ლიდია მიხეილის ასული უსპენსკაია თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნაციონალობით რუსი ბორის იაკობის ძე ვასილიევი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ოსი ნიკოლოზ ზურაბის ძე ჯიოევი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის გეოგრაფიის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მიხეილ გიორგის ძე გიორგაძე თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სტეფანე ნიკიტას ძე კანანიანცი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის სომხური ენის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სომეხი ბენეკ ლეონის ძე ეგიაზარიანცი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის სომხური ენის მასწავლებელი იყო.