ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 20 კაპიკად იყიდებოდა აკაკი წერეთლის პოემა „კიკოლას ნაამბობი“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 50 კაპიკად იყიდებოდა აკაკი წერეთლის ისტორიული დრამა „პატარა კახი“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 40 კაპიკად იყიდებოდა აკაკი წერეთლის „საყმაწვილო ამბები“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 1 მანეთად და 50 კაპიკად იყიდებოდა ალექსანდრე ჭყონიას „ისტორიული ნარკვევი“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორისგან თბილისის მაზრის უფროს ლევან ჯანდიერს დაკისრებული ჰქონდა საზოგადო ზვრების გაშენების საკითხი.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს თეოფილე კანდელაკი მეჯვრისხევის სკოლის მასწავლებელი იყო.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 40 კაპიკად იყიდებოდა არისტო ქუთათელაძის „ქართული გრამატიკა“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 55 კაპიკად იყიდებოდა თედო ჟორდანიას „ქართული გრამატიკა“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში რაფიელ ერისთავის „თამარიანი“ 60 კაპიკად იყიდებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე მაქსიმეს ძე ვალობუევი იყო გიმნაზიის მასწავლებელი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 30 კაპიკად იყიდებოდა ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი „ჰამლეტი“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 50 კაპიკად იყიდებოდა მაჩაბლის მიერ თარგმნილი „ოტელო“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. სტატიის თანახმად, გაზეთმა „ბრძოლა“ ალექსანდრე შერვაშიძე საქართველოს უპირველეს მტრად გამოიყვანა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, კონსტანტინე ლევანის ძე გელოვანი ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძის ნათესავი იყო.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძე ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძის ბიძაშვილი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიის სტუდენტთა ჯგუფს ნიკოლაი ნიკოლაევისთვის კონსერვატორიაში თანამდებობის დაკავება უთხოვია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვიქტორ რობერტის ძე ვილშაუ იყო კონსერვატორიის პროფესორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კონსტანტინე ალექსანდრეს ძე მინიარი იყო კონსერვატორიის პროფესორი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიის დირექტორ ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინს შეუთავაზებია ნიკოლაი ნიკოლაევისთვის პროფესორის ადგილი თავის დაწესებულებაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მ. ფეფედოვის ხარჯებით ორგანიზებულ კვარტეტში შედიოდნენ პროფესორები: ვიქტორ რობერტის ძე ვილშაუ, კონსტანტინე ალექსანდრეს ძე მინიარი, თ. ს. კაცი და სემიგლაზოვი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გამოვიდა და სამეურნეო საზოგადოებაში და ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვთან იყიდებოდა არჩილ დარეჯანაშვილის „ხეხილების დარგვა და მისი მოვლა“ თან დართული 15 სურათით.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს „ივერიის“ ცნობით, წიგნის გამომცემელი ამხანაგობის მაღაზიაში იყიდებოდა მოსე ჯანაშვილის მიერ გამოცემული ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფიის“ პირველი წიგნი „სამცხე“.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 27 მაისს ხელმწიფე იმპერატორს წარუდგა კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 16 იანვრის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო ხაზინის მოხელე ხარლამპი (იგივე ვარლამ) გოგნაძე ონის სამაზრო ხაზინის ბუღალტრის თანაშემწედ დაინიშნა.