ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 იანვარს გიორგი დავითის ძე ერისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა პიესებს „ძუნწსა“ და „უჩინ-მაჩინის ქუდს“, რომელშიც იმერლის როლს კოტე სიმონის ძე მესხი ითამაშებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

გიორგი თუმანიშვილის წერილის მიხედვით, 1886 წლის 23 ოქტომბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ თეატრში ანრი მელიაკისა და ლუდოვიკ ჰალევის კომედია „დავიდარაბა“ წარმოადგინა. ეს პიესა ოთხი წლის წინ დადგეს სცენაზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ხუთი მსახიობი თეატრში წარმოდგენის გასამართად საკმარისი არ იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჯინჭველაძე ახალციხის სამოქალაქო სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის მოთხრობები „დიდ ზალაში“ და „მცვრევაზე“ მალე დაიბეჭდებოდა. ეს ორივე ტექსტი გასულ წელს ივერიაში გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი, რომ ევროპულ თეატრებში საქართველოსთან შედარებით ათჯერ მეტი არტისტული, ლიტერატურული და მატერიალური რესურსი ჰქონდათ, თუმცა ამის მიუხედავად მაინც იშვიათად დგამდნენ ახალ პიესებს და თუ ქართულ თეატრშიც ხშირად არ იდგმებოდა ახალი სპექტაკლები საერთოდ არც უნდა გაჰკვირვებოდათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი, რომ პიესის მთარგმნელი ან გადამკეთებელი შესრულებული სამუშაოსთვის მცირე ანაზღაურებას ელოდა თეატრისაგან და ამის გამო იგი ნაჩქარევად ასრულებდა თავის საქმეს. სწორედ ამ მიზეზით თეატრისთვის ძალიან რთული იყო წარმოდგენის გასამართად პიესა გადაეთარგმნა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, კავკასიის მთავარმართებელს ქართველი ბერ-მონაზვნების არზა გაუგზავნეს და სთხოვეს, რომ თუკი ბერძნები იერუსალიმში მდებარე ქართული მონასტრების ქონებას გაყიდდნენ, შემოსავალი რუსეთის ხაზინას ჩაებარებინა. ხოლო, ბერძნებისთვის კი – მხოლოდ თავის სარჩენი თანხა მიეცათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი 21 სექტემბერს ქართული დრამატული დასის მიერ წარმოდგენილი კარლო გოლდონის სამმოქმედებიანი კომედიის „როგორც ჰქუხს, ისე რა სწვიმს“ შესახებ, რომელიც შვიდი წლის წინ მხოლოდ ორჯერ დაიდგა სცენაზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი, რომ უსაფუძვლოდ სწამებდა ცილს გაზეთი „თეატრი“ ქართულ დრამატულ საზოგადოებას, თითქოს 14 წარმოდგენიდან არც ერთი ახალი პიესა არ წარმოადგინეს, რადგან „ბარაქალა მასწავლებელო“ და „მიროვოი სუდში“ იყო სრულიად ახალი პიესა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ კომედიაში კომიზმი მოქმედებაში უნდა გამოჩენილიყო და არა სიტყვებში, წინააღმდეგ შემთხვევაში კომედიას ფასი ეკარგებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის წიგნი „Русская рѣчь и первая книга чтеня с азбукою для Грузинь“ გამოიცა. იგი 73 გვერდს შეიცავდა და ერთი აბაზი ღირდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტის სტატუსით მონაწილეობდა 1877-1878 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომში.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ ახალგაზრდობა საფრანგეთში გაატარა და იქვე სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ განათლება პეტერბურგის პაჟების კორპუსსა და საფრანგეთში მიიღო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ 8 წლის ასაკში იგი დედამ საფრანგეთში წაიყვანა ავადმყოფობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ 1877-1878 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომში მონაწილეობის შემდეგ იმპერატორის უმაღლესი ბრძანება გამოვიდა მისთვის უგანათლებულესი თავადი ეწოდებინათ.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ სამეგრელოში, გორდსა და ზუგდიდში მამულებს ფლობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ ერთი წელი საქართველოში თავის მამულებში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სახელმწიფო სასწავლებლებში ბევრ მოსწავლეს სურდა სწავლა, მაგრამ თავისუფალი ადგილები შეზღუდული იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი 26 წლისა პეტერბურგში ჩავიდა და მარიამ ალექსანდრეს ასულ ადლერბერგზე ჯვარი დაიწერა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ წერდა, რომ 1877-1878 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომში ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი გენერალ იოსებ რომეიკო-გურკოს ხელქვეითი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ წერდა, რომ 1877-1878 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომში ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს მამაცურად ბრძოლისთვის რუსეთის იმპერატორმა უბოძა წმ. ვლადიმერის ორდენი და ოქროს იარაღი წარწერით „სიმამაცისათვის“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანმა 8 წლის ასაკში ფლიგელის ადიუტანტის წოდება მიიღო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე რაჭის მაზრიდან დასასწრებად მიიწვიეს ეკატერინე კონსტანტინეს ასული ჯაფარიძე.