ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 14 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სამეურნეო საზოგადოების კრებას, რომელზეც სიტყვით გამოვიდა კრიმ გირეი და სკოლებში ადგილობრივი ენების გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახებ ისაუბრა.

1903

ტიპი: მფლობელობა

1903 წლის 31 იანვარს ილია ჭავჭავაძეს დუშეთის მაზრის სახაზინო სამსახურმა დუშეთისა და თიანეთის მაზრებში მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების გადასახადის ოდენობა აცნობა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ბანკის რწმუნებულად აირჩიეს.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ აგვისტომდე ილია ჭავჭავაძემ ორ დეპეშა და წერილი გაუგზავნა ყვარლის მოურავ ნოშრევან ჯაფარიძეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 16 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის კუთვნილ ავჭალის ტყეში ხეების უნებართვოდ მოჭრის გამო ადგილობრივი გლეხები დააპატიმრეს. მათი ნათესავები ილიას დამნაშავეთა პატიებას სთხოვდნენ, მაგრამ საქმეში უკვე პოლიცია იყო ჩარეული და მათი გათავისუფლება ტყის პატრონზე აღარ იყო დამოკიდებული. ილიამ ეს მათ აუხსნა, მაგრამ გლეხები მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 25 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 25 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავისი სამწყსოს „სარკე“ და „სანთელი“.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 17 აგვისტომდე სერგი რომანოზის ძე გორგაძემ გამოსცა კრებულის „ჩვენი მწერლობა“ პირველი ტომი, რომელიც პოეზიას დაეთმო. კრებულში სხვა ავტორების თხზულებებთან ერთად ილია ჭავჭავაძის ლექსებიც იყო შეტანილი.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ აგვისტომდე ილია ჭავჭავაძემ მიიღო ნოშრევან ჯაფარიძის წერილი. მოურავი თავს იმართლებდა პასუხის დაგვიანებისთვის და უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ილია ჭავჭავაძემ საქმის გასარკვევად ნათესავს მიმართა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 21 აგვისტოს საგურამოში ილია ჭავჭავაძესთან სტუმრად ავიდა არტურ ლაისტი.

1907

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1907 წლის 27 აგვისტომდე ილია ჭავჭავაძე გრძნობდა თავდასხმის საფრთხეს, ერიდებოდა იმ აივანზე გასვლას, რომელსაც ბაღი აკრავდა, შესაძლებელი იყო ჩასაფრება და მოულოდნელად სროლა. გარდა ამისა, მასთან სტუმრად მყოფ ზაალ ჭავჭავაძეს რევოლვერი გამოართვა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 27 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, არტურ ლაისტსა და მსახურ იაკობ ბითარიშვილთან ერთად საგურამოდან თბილისში ეტლით დაბრუნდა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 28 აგვისტომდე არისტო ვასილის ძე ქუთათელაძემ დაბეჭდა კრებულ „წყაროს“ მეორე წიგნი, რომელშიც შეტანილი იყო ილია ჭავჭავაძის „პოეტი“ და „გაზაფხული“.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს თედო ლაბაური ილია ჭავჭავაძის საგურამოში მამულში მეეტლედ მუშაობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 27 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე ესტუმრა თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა ყოფილ წინამძღოლ ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანს.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ნოშრევან ჯაფარიძე ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავად მუშაობდა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ აგვისტომდე ილია ჭავჭავაძემ ყვარლელ ნათესავ იური ჭავჭავაძეს წერილობით სთხოვა, გაერკვია, რატომ არ პასუხობდა მოურავი მის გზავნილებს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის აგვისტოს დასაწყისში საგურამოში ილია ჭავჭავაძესთან ჩავიდა მისი ბიძაშვილი ზაალ ნოშრევანის ძე ჭავჭავაძე და დარჩა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომ იერუსალიმში მდებარე ქართული მონასტრები თავისი მამულებით რუსეთის კუთვნილება იყო, რადგან საქართველო რუსეთის ნაწილს შეადგენდა და თუ ბერძნები ამ მონასტრებს გაყიდდნენ, ამით რუსეთის უფლებებს დაარღვევდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომ ბერძნები იერუსალიმში ქართველების მონასტრების მფლობელობაში არსებულ მამულებს ყიდდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Новости“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს კარგად იცნობდნენ გერმანიის, ავსტრიისა და ინგლისის მაღალ საზოგადოებაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დემოკრატთა ფრაქციიდან გაწვეული ეროვნული საბჭოს წევრები, მაჩაბელი და ვაჩნაძე, არ დაემორჩილნენ პარტიის უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებას და იუარეს ფრაქციის დატოვება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ეროვნული საბჭოს წევრებს, მიხეილ მაჩაბელსა და დავით ვაჩნაძეს, რომლებმაც გააპროტესტეს დემოკრატთა ფრაქციიდან გაწვევა, შეუერთდნენ საბჭოს წევრები – გრიგოლ ვეშაპიძე (ვეშაპელი), რევაზ გაბაშვილი და საბჭოს ყოფილი წევრი დიმიტრი ჯავახიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ეროვნული საბჭოს წევრებმა, გრიგოლ ვეშაპიძემ, რევაზ გაბაშვილმა და საბჭოს ყოფილმა წევრმა დიმიტრი ჯავახიშვილმა საბჭოს პრეზიდიუმში შეიტანეს საპროტესტო განცხადება, რომელიც ეხებოდა ეროვნული საბჭოს მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებას დემოკრატთა ფრაქციიდან მაჩაბლისა და ვაჩნაძის გაწვევის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე იყო ეროვნული საბჭოს წევრი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი იყო ეროვნული საბჭოს წევრი.