ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, თბილისის საოსტატო ინსტიტუტის აღმზრდელ-მასწავლებელი ნიკოლოზ ილიას ძე პოდგორნი სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატგარეშედ დატოვეს თბილისის საოსტატო ინსტიტუტის საღვთო სჯულის მასწავლებელი ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატგარეშედ დარჩა თბილისის საოსტატო ინსტიტუტის ხელგარჯილობის მასწავლებელი პორფილე დიმიტრის ძე ბობრო.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო თბილისის საოსტატო ინსტიტუტის მასწავლებლის თანაშემწე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე იუნოშა შტატგარეშედ დარჩა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 19 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო, თბილისის საოსტატო ინსტიტუტის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ვასილ პეტრეს ძე კოლერნიკოვი შტატგარეშედ დარჩა.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო თბილისის საოსტატო ინსტიტუტის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ივანე ნიკიტას ძე ტიხომიროვი შტატგარეშედ დარჩა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო, თბილისის საოსტატო ინსტიტუტის მასწავლებელი, ვასილ პეტრეს ძე პოროხი შტატგარეშედ დარჩა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო, თბილისის საოსტატო ინსტიტუტის მასწავლებელი, ანტონ თეოდოსის ძე გოდენკო შტატგარეშედ დარჩა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო, თბილისის საოსტატო ინსტიტუტის მასწავლებელი, კ. გ. ურუსოვი შტატგარეშედ დარჩა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო თბილისის საოსტატო ინსტიტუტის სომხური განყოფილების მასწავლებელი თეოდორე ლავრენტის ძე სტეფანოვი შტატგარეშედ დარჩა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ალექსანდრა დავითის ასული სალარიძე თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილის პირადი საქმის მიხედვით, მისი მისამართი იყო თბილისი, მთაწმინდის მაიდანი, მთის ქუჩა, N2-6, ანანიაშვილის სახლი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 19 სექტემბერს ქართულ კლუბში გაიმართებოდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: იკონიკოვა, აქსანოვა, ლეჟავა, ენრიკო გ. ბროჯი, ანტონ ნიკოლოზის ძე ჭუმბურიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის აღმასრულებელ ბიუროში აირჩიეს შემდეგი პირები: სიმონ გურგენის ძე მდივანი, გ. ს. იაგდჯანი, ვ. მ. ჰოფმანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ „ტანჰეიზერის“ ახალ დადგმას სახელმწიფო თეატრში დაესწრნენ ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელი და სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნიკოლაი დ. ნიკოლაევი იყო კონსერვატორიის დირექტორი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კონსერვატორიის ყოფილმა დირექტორმა ნიკოლაი დ. ნიკოლაევმა გახსნა უმაღლესი საფორტეპიანო კლასი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე იყო საქართველოს სამხედრო მინისტრი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე დავითის ძე თორაძე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი იყო პედაგოგი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.