რეგისტრირებული ფაქტები50047
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ 1913 წელს დაარსებული შრომის სკოლის შენახვას წელიწადში 6364.94 მანეთი სჭირდებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ ყალამშის სკოლის (1904 წელს დაარსდ.) შესანახად წელიწადში 1235.40 მანეთი იყო საჭირო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ 1908 წელს დაარსებული საგურამოს სკოლის შენახვას წელიწადში 3606.10 მანეთი სჭირდებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში განათლების მინისტრი სამინისტროს ვიცე-დირექტორ ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძეს განათლების სამინისტროსათვის ყვარლის მამულის (სადაც ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკა იყო), სასტიპენდიო ფონდების, ქუთაისში გიმნაზიის შენობისა და თბილისის გუბერნიის ღარიბ მოწაფეთა თავადაზნაურთა დამხმარე საზოგადოების ქონების გადაცემის შესახებ ატყობინებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე სამხედრო სექციამ მოითხოვა მევენახეთა საზოგადოების კუთვნილი ქართული საბეჭდი მანქანის ჩამორთმევა და მათთვის გადაცემა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება – დახმარებოდნენ გენერალ მიშლაევსკის. სხდომამ გადაწყვიტა ერთდჯერადი დახმარების სახით მისთვის 5 000 მანეთი მიეცათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე მოისმინეს შრომის მინისტრის, ნოე ხომერიკის, მოხსენება ინვალიდი მუშების შესახებ და დაადგინეს: შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს იმ მუშა-მოსამსახურეთა დახმარება, რომელთაც არც შრომის უნარი აქვთ და არც ცხოვრების რაიმე სახსარი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე ვუკოლ ბერიძის N 72 ბრძანებით, პირველი ნოემბრიდან გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
თელავის სომხური გიმნაზიის დირექტორს 1918 წლის 30 ოქტომბრის N3, 4, 8, 9, 10 შუამდგომლობის პასუხს სწერენ გიმნაზიაში ანა ანდრიას ასული კაკულიას, ზინაიდა ფილიფეს ასული ტროცკის, მარიამ არტემის ასული ლუარსაბიანის, ვერა ფილიპეს ასული გოზნიაკის მასწავლებლად დამტკიცების შესახებ. ასევე, ნინო ბეგლარის ასული ხითაროვის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარედ და მასწავლებლად დამტკიცების შესახებ სასწავლებელში. სამინისტროს კანცელარია აცნობებს, რომ საჭიროა ყველა პირის დოკუმენტების წარდგენა სამინისტროში. ხელს აწერენ: კანცელარიის დირექტორის ნაცვლად მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი კ. აბაშიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის, გ. ლასხიშვილის 1918 წლის 30 ოქტომბრის მოხსენებაში ლიხაურის, ხევის, ამაღლების (გურია) და თამაკონის (სამეგრელო) უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლებისთვის ერთდროული დახმარების შესახებ ნათქვამია, რომ თითოეულს წლიურად სჭირდება 32-42 ათას მანეთამდე, მაგრამ რადგან ხაზინას ამდენის გაღება არ შეუძლია, ნაწილი მაინც უნდა დაფაროს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N69 ბრძანებით მღვდელი სმირნოვი თბილისის რეალური სასწავლებლის საღვთო სჯულის თავისუფლ დაქირავებულ პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N69 ბრძანებით მართა მარტინის ასული ოდაბაშინი თბილისის ქალთა მესამე გინაზიის უმცროსი მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 69 ბრძანებით აიკანუშ მინასის ასული სოგომონიანცი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N70 ბრძანებით ფრანც ფრანცის ძე პავლატა ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 62 ბრძანებით პეტრე ივანეს ძე დრეიმანსი ლანჩხუთის გიმნაზიაში გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N62 ბრძანებით ელისაბედ ღოღობერიძე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N72 ბრძანებით გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედგაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N72 ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგი ანდრია მიხეილის ძე როზოვი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ოქტომბერს განათლების სამინისტროდან სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორ ა. დ. დევიძეს მისწერეს, რომ 1-ლი ოქტომბრიდან სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გიორგი გიორგიძე მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის მოხსენება ხოშტარიას ჯგუფთან ხელშეკრულების შესახებ. დადგინდა, ნება დაერთოს 1918 წლის 30 საექტემბრის ხელშეკრულებაში მოხსენებულ მთავრობის კონტრაგენტებს, აკაკი ხოშტარიას, რაჟდენ დათეშიძეს და „რუს-სპარსულ სანავთო ამხანაგობას“ ამ ხელშეკრულების შენიშვნაში შეიტანოს საწინდარი 500 ათასი მან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წ. 29 ოქტომბერს თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა სახალხო განათლების სამინისტროს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა გიმნაზიის ქართულ განყოფილებაში ხელსაქმის გაკვეთილების ვერა სტეფანეს ას. ბასტამოვისთვის მიცემას.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროსაგან მიიღო თანამშრომელთა კოორდინატები, მათ შორის იურიკონსულტანტ ვ. ა. დემიდოვისა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის, თბილისის სასამართლო პალატის უფროსი თავმჯდომარის, მ. მ. მღვდლიშვილის კოორდინატები მიიღო.