ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50553

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1916 წელს საზოგადოების მთლიანი შემოსავალი 57.803.67 მანეთი იყო, გასავალი კი — 52.607.52 მანეთი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1917 წელს საზოგადოების მთლიანი შემოსავალი 90.530.64 მანეთი იყო, გასავალი კი — 60.048.20 მანეთი. 1918 წელს საზოგადოებას 560.548.82 მანეთი ჰქონდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების მიერ დაარსებული სკოლების მასწავლებლებსა და განათლების სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ სკოლათა მასწავლებლებს ყოველთვის თანაბარი ხელფასი ჰქონდათ, მეტიც, სამინისტროს მხრიდან ანაზღაურების მატების შემთხვევაში საზოგადოება დასახელებულ თანხაზე 20 მანეთით მეტ ხელფასს აწესებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების ხელშეწყობით წიგნებით ვაჭრობდნენ თელავის, სიღნაღის, გორის, ბორჯომის, ვანის, სამტრედიის, სენაკისა და ლანჩხუთის განყოფილებები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ დაარსების დღიდან 1918 წლის პირველ იანვრამდე საზოგადოების საერთო შემოსავალი 758.002.42 მანეთი იყო, გასავალი — 690.098.78 მანეთი. თანხაში განყოფილებების ხარჯთაღრიცხვა არ შედიოდა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 10 ნოემბერს დიმიტრი მაქსიმეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და ესტატე გიორგის ძე ავალიშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საერთო ყრილობაზე სარევიზიო კომისიის წევრებად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ნოემბერს რწმუნებულთა საერთო ყრილობაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახლადარჩეული გამგეობის საპატიო თავმჯდომარედ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი დაინიშნა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 10 ნოემბერს რწმუნებულთა საერთო ყრილობაზე თევდორე კიკვაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, სერგო იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა, ნინო ნაკაშიძე, კალენიკე ნინიძე, ვასილ წულაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და კალენიკე ქავთარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალი გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ დაარსდა სპეციალური კომისიები, რომელთა მიზანი სამკურნალო და საბუნებისმეტყველო წიგნების შედგენა იყო. მათვე შეიმუშავეს გეოგრაფიული რუკის ნომენკლატურა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ სარევიზიო კომისია ბიბლიოთეკებზე გაკეთებული განცხადების გამო სიცრუეში დაადანაშაულა. მისი თქმით, გამგეობა პასუხისმგებელი არ იყო ზოგიერთი განყოფილების უყურადღებო საქციელის გამო, რადგან არაერთხელ მოსთხოვეს ანგარიშფაქტურის წარდგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით ფრეილინის N 2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ საზოგადოებას განყოფილებები ჰქონდა ცხინვალში, ყვირილაში, ჭიათურაში, ჩოხატაურში, განჯაში, თბილისში, ყარსში, სარაყამისში, ბორჩალოში, გროზნაში, ფუქში, პეტროვსკსა და ხარაგაულში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „ჩვენი პარტიის ორგანიზაციისათვის“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ილია ჭყონიას წერილი „საქართველოსა და სომხეთის საზღვრები („ქართლის ცხოვრებიდან“)“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ნოემბერს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის კანონპროექტის შემუშავების საკითხი. საკონსტიტუციო კომისიას ჰქონდა გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც განხილვის შემდეგ პარლამენტისთვის თავისი სახელით უნდა წარედგინათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ნოემბერს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: გრიგოლ რცხილაძე, ივანე ჩერქეზიშვილი, ირაკლი წერეთელი, გიორგი ნანეიშვილი და მდივანი პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ნოემბერს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის კანონპროექტის შემუშავების საკითხი. მთავრობაში მოქალაქეობის ორი კანონპროექტი იყო წარდგენილი — იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისა და სერგო ჯაფარიძის მიერ შედგენილი. მთავრობამ ჯაფარიძის პროექტი მოიწონა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე ერთა კონფერენციაზე საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლებად შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება ლტოლვილთა შესახებ. ლტოლვილთა კომისიას ეცნობა, რომ თუ ოსმალეთი ათი დღის განმავლობაში ლტოლვილებს არ მიიღებს ისინი 1-1,5 თვით დაბინავდებიან თავისუფალ ყაზარმებში („ბელი კლიუჩში“ და მანგლისში) და სახლებში – ბაკურიანში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება გერმანელთა დარჩენილი ორი ბატალიონის შესახებ და დაადგინეს, რომ ისინი პირველად მიღებული ბატალიონის პირობით შემოეშვათ საქართველოს რესპუბლიკაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე, განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენების საფუძველზე, შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე რამიშვილს, დაევალა ხაშურის და სურამის საზოგადოებათა შეთანხმება გიმნაზიის ხაშურიდან სურამში გადატანის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება საღვთო სჯულის სწავლების გაუქმების შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი უფლებამოსილი იყო გადაეკვეთა ყველა ბლოკპოსტი. საჭიროების შემთხვევაში მას აღმოუჩენდნენ დაცვასა და დახმარებას. დოკუმენტს ხელს აწერდა ებერტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებელ პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სია შეადგინეს.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პიღასი ივანეს ასულ აბდუშელიშვილის პირად საქმეში ეწერა, რომ მას მშობლებისაგან მემკვიდრეობით ქონება არ მიუღია და არც თვითონ შეუძენია.

1918

ტიპი: თანამდებობა

პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ იგი კავკასიის ოლქის განკარგულებით დანიშნული იყო „სინათლის“ ქალთა გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად. ნამსახურეობის პირის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.