ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ლაიფციგში ორ ტომად გამოვიდა გერმანელი მთასვლელის, მოგზაურისა და გეოგრაფის გოტფრიდ მერცბახერის წიგნი „კავკასიის მაღალმთიანი რეგიონებიდან“, რომელშიც ჩართული იყო ამონარიდები ილია ჭავჭავაძის რამდენიმე ლექსის არტურ ლაისტისეული თარგმანიდან.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს გამართულ თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძეს დაბრუნება სთხოვეს, მაგრამ მან უარი განაცხადა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 6 იანვრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ცნობით, იტალიელმა აღმოსავლეთმცოდნე აურელიო პალმიერიმ სტამბოლში სასწავლებლად მყოფი ივანე გველესიანის დახმარებით ფრანგულად თარგმნა ილია ჭავჭავაძის ნარკვევი „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ თავის მოურავს, მოსე მემარნიშვილს წერილით სთხოვა, რომ თუ ხელისუფლება საგურამოში ჯარს გაგზავნიდა, ყველა ღონე ეხმარა, რათა მოსახლეობა არ დაეწიოკებინათ, თუ ამას ვერ შეძლებდა, სასწრაფოდ შეეტყობინებინა მისთვის, რომ პირადად ასულიყო და საქმის მშვიდობიანად მოგვარებაზე ეზრუნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ზურაბ ავალიშვილმა თავისი წიგნი „საქართველოს რუსეთთან შეერთება“ ილია ჭავჭავაძეს ხელმოწერით მიუძღვნა. ილიამ მიაწერა: „რა ქართველია, რომ ქართულს წყაროებს ფრანციცულიდან იღებს“.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა ნიკო ცხვედაძეს, ინფორმაცია მიეწოდებინა იმ დეპუტაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც გზათა მინისტრს უნდა შეხვედროდა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ ანა პეტრიაშვილისგან მიიღო მიწვევა ქუთაისის კლუბის მიერ სოფლის ღარიბ მასწავლებელთა სასარგებლოდ გამართულ მუსიკალურ-ლიტერატურულ საღამოზე დასასწრებად.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 1-ელ იანვარს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ვექსილს, რომლის მიხედვითაც ვალდებული იყო თბილისის ქაღალდის ფაბრიკის ამხანაგობისთვის 7 თვეში 275 მანეთი გადაეხადა.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ილია ჭავჭავაძემ ბარბარე ღვინიაშვილისგან თბილისში, ანდრეევის ქ. №22-ში, მდებარე სახლი შეიძინა და გაარემონტა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „კვალში“ მოსაუბრის ხელმოწერით დაიბეჭდა ფილიპე მახარაძის წერილი „გასული წელი“, რომელშიც გაზეთი „ივერია“, მისი რედაქტორი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იყო გაკრიტიკებული.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 5 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გაზეთ „ივერიის“ ბოლო ნომერი გამოვიდა. 1886 წლიდან ამ დრომდე ილიას რედაქტორობით „ივერიის“ 3 151 ნომერი დაიბეჭდა. 6 დეკემბრიდან ილია კვლავ გაზეთის რედაქტორი იყო, მაგრამ დროებითი რედაქტორი ალექსანდრე სარაჯიშვილი გახდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელსა და გაზეთ „ივერიაზე“ საახალწლო შარჟები გამოქვეყნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ილია ჭავჭავაძე ილია წინამძღვრიშვილთან ერთად თავადაზნაურობის მიერ დიდუბეში მოწყობილ გამოფენაზე მიხეილ ჯავახიშვილს შეხვდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „თბილისი, 1 იანვარი 1902 წ.“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 2 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „საქართველოს ახალი ეგზარხოსი“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 7 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 7 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, ბათუმიდან შემოსული საწევრო გადასახადების თანხა ადგილობრივ სკოლას უნდა მოხმარებოდა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ რამდენიმე პირთან ერთად ნიკო ნიკოლაძეს ფოთში წერილი გაუგზავნა და კავკასიის მეფისნაცვალთან აუდიენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსვლა სთხოვა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ნოდარ ერმალოზის ძე წინამძღვრიშვილი დუშეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 16 აპრილს მარჯორი უორდროპმა ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევა წერილით მიულოცა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კავკასიის მეფისნაცვალთან წარგზავნილ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე ქართველ პროგრესისტთა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის განხილვას დაესწრო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიწვიეს.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 28 აპრილს ილია ჭავჭავაძემ საგურამოში წერილი გაუგზავნა მოურავ მოსე მემარნიშვილს და გლეხებთან წინდახედულად მოქცევა სთხოვა.