ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 6 მაისის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს პეტერბურგელმა ქართველებმა მოუწყვეს შეხვედრა,  რომელსაც ივანე ჯავახიშვილი, ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი, სპირიდონ სიმონის ძე ვირსალაძე და სხვები დაესწრნენ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 2 მაისამდე რუსეთის სახელმწიფო საბჭოში არჩევასთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძეს პეტერბურგში გამგზავრების წინ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის თანამშრომლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა თბილისში, ედემის ბაღში, წვეულება გაუმართეს.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 8 აპრილს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს ლიზა ნიკოლაძე-წინამძღვრიშვილმა დეპეშით მიულოცა სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 21 მაისამდე ილია ჭავჭავაძე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების მიერ შექმნილ ავტონომისტ-ფედერალისტთა კავშირის სხდომაზე.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 11 აპრილის გაზეთ „სტრანაში“ გამოქვეყნებულ მაქსიმ მაქსიმის ძე კოვალევსკის ფელეტონში „მომავალი სახელმწიფოს საბჭო“, აღნიშნული იყო, რომ ილია ჭავჭავაძე ქართული დემოკრატიული პარტიის პროგრამის შედგენაში მონაწილეობდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 3 ივნისამდე ილია ჭავჭავაძე ნიკო ნიკოლაძესა და გიორგი ჟურულთან ერთად რუსეთის ობერპროკურორ ალექსი ობოლენსკის შეხვდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 3 ივნისამდე ილია ჭავჭავაძემ წერილობით აცნობა ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელს, რომ ობერპროკურორ ალექსი ობოლენსკისთან შეხვედრა საქართველოს ავტოკეფალიის საკითხზე უნაყოფო აღმოჩნდა.

1916

ტიპი: განათლება

1916-1918 წლებში მუშნი ხაშბა სწავლობდა ოჩამჩირის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 3 ივნისს ილია ჭავჭავაძე, ეპისკოპოსი კირიონი და გიორგი ჟურული პეტერბურგში ალექსანდრე ცაგარელს ესტუმრნენ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს თავადაზნაურობის კრებაზე განიხილეს პრინც ოლდენბურგის მიერ ილია ჭავჭავაძისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც საუბარი იყო გაგრაში რეალური სასწავლებლის დაარსებისა და ორწლიანი სამეურნეო და სატექნიკო კურსის გამართვის შესახებ მათთვის, ვისაც უმაღლეს სასწავლებელში წასვლის საშუალება არ ჰქონდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებაზე დადგა ბანკის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ილია ჭავჭავაძის შემცვლელის არჩევის საკითხი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8-10 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებას, რომელზეც კახეთში არყის აქციზის შემოღების, თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნის, თავად-აზნაურთა შვილების განათლებისა და სხვა საკითხები განიხილეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვთან წარგზავნილ დეპუტაციას. დელეგაციამ მეფისნაცვალს სთხოვა, ამბოხებული გურულების დასასჯელად დამსჯელი რაზმი არ გაეგზავნა, რადგან ასეთ შემთხვევაში აჯანყება უფრო ფართო მასშტაბს მიიღებდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 16 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ოტო შმერლინგის კარიკატურა „თავად-აზნაურების ბანკი“, რომელზეც გამოსახული იყო სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და დირექტორები, რომლებიც ტორტმანებდნენ, რადგან მათ ვიღაცის ხელი ფეხქვეშ ხალიჩას აცლიდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სასწავლებლის შენობაში გამართულ სამღვდელოების კრებაზე ილია ჭავჭავაძემ სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელობის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ლაიფციგში ორ ტომად გამოვიდა გერმანელი მთასვლელის, მოგზაურისა და გეოგრაფის გოტფრიდ მერცბახერის წიგნი „კავკასიის მაღალმთიანი რეგიონებიდან“, რომელშიც ჩართული იყო ამონარიდები ილია ჭავჭავაძის რამდენიმე ლექსის არტურ ლაისტისეული თარგმანიდან.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს გამართულ თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძეს დაბრუნება სთხოვეს, მაგრამ მან უარი განაცხადა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 6 იანვრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ცნობით, იტალიელმა აღმოსავლეთმცოდნე აურელიო პალმიერიმ სტამბოლში სასწავლებლად მყოფი ივანე გველესიანის დახმარებით ფრანგულად თარგმნა ილია ჭავჭავაძის ნარკვევი „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ თავის მოურავს, მოსე მემარნიშვილს წერილით სთხოვა, რომ თუ ხელისუფლება საგურამოში ჯარს გაგზავნიდა, ყველა ღონე ეხმარა, რათა მოსახლეობა არ დაეწიოკებინათ, თუ ამას ვერ შეძლებდა, სასწრაფოდ შეეტყობინებინა მისთვის, რომ პირადად ასულიყო და საქმის მშვიდობიანად მოგვარებაზე ეზრუნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ზურაბ ავალიშვილმა თავისი წიგნი „საქართველოს რუსეთთან შეერთება“ ილია ჭავჭავაძეს ხელმოწერით მიუძღვნა. ილიამ მიაწერა: „რა ქართველია, რომ ქართულს წყაროებს ფრანციცულიდან იღებს“.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა ნიკო ცხვედაძეს, ინფორმაცია მიეწოდებინა იმ დეპუტაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც გზათა მინისტრს უნდა შეხვედროდა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ ანა პეტრიაშვილისგან მიიღო მიწვევა ქუთაისის კლუბის მიერ სოფლის ღარიბ მასწავლებელთა სასარგებლოდ გამართულ მუსიკალურ-ლიტერატურულ საღამოზე დასასწრებად.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 1-ელ იანვარს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ვექსილს, რომლის მიხედვითაც ვალდებული იყო თბილისის ქაღალდის ფაბრიკის ამხანაგობისთვის 7 თვეში 275 მანეთი გადაეხადა.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ილია ჭავჭავაძემ ბარბარე ღვინიაშვილისგან თბილისში, ანდრეევის ქ. №22-ში, მდებარე სახლი შეიძინა და გაარემონტა.