რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 3 მარტს ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწონა დროებითი წესების პროექტი – დღიური და სამგზავრო ფულის ოდენობის გაზრდის შესახებ, რომელსაც გასცემდა სამოქალაქო უწყება სახელმწიფო მოსამსახურეებზე მივლინებების დროს. დროებით, ცხოვრებისა და გადაადგილების საშუალებათა სიძვირის და გზატკეცილებსა და სასოფლო გზებზე საფოსტო კავშირის არასწორი ფუნქციონირების გამო, შეადგინეს წესები საგზაო და დღიური ფულის შემოღების შესახებ. ხელს აწერენ ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი, კანცელარიის დირექტორი მ. კელარევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
განმარტებით ბარათს დროებითი წესების პროექტზე (დღიური და სამგზავრო ფულის ოდენობის გაზრდის შესახებ, რომელიც გაიცემა სამოქალაქო სამსახურის სახელმწიფო მოხელეებზე მივლინებების დროს), რომელიც ამიერკავკასიის კომისარიატმა 1918 წლის 3 მარტის სხდომაზე მოიწონა, ხელს აწერენ: ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე გეგეჭკორი, კანცელარიის დირექტორი კელარევი, სწორია: საქმეთა მწარმობელი ტულაევი.
1918
ტიპი: ავტორობა
ალექსანდრე დგებუაძემ გაზეთ „ერთობაში“ გამოაქვეყნა ცნობები და მონაცემები საქართველოში არსებული მრეწველობის შესახებ. მისი ინფორმაციით, საქართველოში სამრეწველო დარგში 50 857 მუშა მუშაობდა. მათგან 31 028 მუშაობდა სახელმწიფო საწარმო დაწესებულებებში, საზოგადო ორგანიზაციათა დაწესებულებებში – 14 331, კერძო პირთა საწარმოებში კი – 5 498.
1918
ტიპი: თანამდებობა
ნადეჟდა იოსების ასული ბებიაშვილი ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის პირველ, მეორე და მესამე კლასებში რუსულ ენას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 მარტისთვის ახალქალაქის ქართული გიმნაზიის პედაგოგები იყვნენ: ანა გრიგოლის ასული ჟვანია, შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი, მარია ფილიპეს ასული მეტრეველი და არჩილ ეფრემის ძე სამსონაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 მარტს პეტრე ივანეს ძე ზაჩინიაევი, ალექსი ტროფიმეს ძე სობჩაკი, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ანოხინი, ნიკოლოზ მიხეილის ძე ეგოროვი, მანუელ ალექსანდრეს ძე პოტიომკინი, ალექსანდრე ანდრიას ძე სკალევოი, ვლადიმერ მიხეილის ძე ვიაზმინი, ალექსანდრე ტიმოთეს ძე პიკალოვი, ივანე ქრისტეფორეს ძე რეილი, ოლგა ივანეს ასული გაბულოვა ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 მარტისთვის ახალქალაქის ქართული გიმნაზიის დირექტორი ივანე ივანეს ძე როსტომოვი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 2 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის გუბერნიის კომისრად გრიგოლ გიორგაძის ნაცვლად, რომელიც სეიმის წევრად აირჩიეს, ივანე კაჩუხოვი დაინიშნა.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 1-ლ მარტს გიორგი ლაფანაშვილი ქალაქ დუშეთში ბაზალეთის თემის წითელი რაზმის წევრ გაბო მწითურს შეხვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მარტში აკაკი ჩხენკელი მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორს ატყობინებდა, რომ რაუფ-ბეისთან შეხვედრები ჩიხში იყო შესული, თურქეთი დათმობაზე არ მიდიოდა. დოკუმენტის სისწორეს მ. თუმანოვი ადასტურებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის მარტში აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს მთავრობის თავმჯდომარისათვის პირდაპირი ხაზით დაშიფრული სახით გადასაცემად, რომელშიც აღწერს თურქეთის უკომპრომისო დამოკიდებულებას სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც ცხადად ჩანს რაუფ-ბეისთან და ვეჰიბ-ფაშასთან საუბრებიდან. იგი ითხოვს მითითებებს სეიმისაგან. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ელ მარტს გაიხსნა ამიერკავკასიის სეიმისა და თურქეთის კონფერენცია, რომელიც ითვალისწინებდა 6 სხდომასა და 2 კერძო მოლაპარაკებას. კონფერენციის თავმჯდომარე იყო ოტომანთა დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ-ბეი. დოკუმენტს ხელს აწერენ თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ბორჩალოს მაზრაში თათრებმა დაარბიეს მიქაელ არამიანცის მამული, სადაც კულტურული მეურნეობა იყო მოწყობილი; გაანადგურეს ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათოვის მამული და სადახლოსკენ მელიქოვებისა და სხვათა მამულების ასაოხრებლად წავიდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების კრებაზე სოფიო ლონდარიძემ წინადადება წამოაყენა ქალთა სანიტარული რაზმის დაარსების შესახებ. აირჩიეს კომისია: თავმჯდომარედ – ს. ლონდარიძე, მდივნად – ს. ნამგალაური, ხაზინადრად – პ. ფხალაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს აბასთუმნის თეატრში გაიხსნა ახალციხის მაზრის მცხოვრებთა ყრილობა, რომელსაც დაესწრნენ ისიდორე რამიშვილი, მაზრის კომისარი მაღლაკელიძე და ტყის კომისარი ლ. რუხაძე. საქართველოს საბჭოს სახელით კრებას მიესალმნენ ალექსანდრე აბაშელი და ისიდორე რამიშვილი. განიხილეს ახალციხეში მაჰმადიანთა ჯარის შედგენის უფლების, იარაღისა და სამხედრო ქონების, ასევე მაზრის საქმეთა მოწესრიგების საკითხები.
1918
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყებოდა, რომ 1918 წლის 27 თებერვალს რუსეთის დიდი რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე ალექსანდრე ლომთათიძე ლექციას წაიკითხავდა. წარმოდგენილი იქნებოდა იაკობ ცინცაძის (ია ეკალაძის) დრამა „ნომერი 21 ჯვრით“.