ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციიდან შედიოდნენ ნიკოლოზ ნიკოლაძე, გერონტი ქიქოძე, გიორგი გვაზავა, შალვა ამირეჯიბი, დავით ვაჩნაძე, სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, ექვთიმე თაყაიშვილი, შალვა ქარუმიძე და იასონ ლორთქიფანიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან შედიოდნენ გერასიმე მახარაძე, რაჟდენ არსენიძე, ბიქტორ თევზაია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე ხომერიკი, გიორგი ერაძე, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, დავით ონიაშვილი, გიორგი ანჯაფარიძე და რაფიელ ჩიხლაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში ალიონელთა ჯგუფიდან შედიოდნენ პავლე საყვარელიძე, პეტრე ქავთარაძე, ივანე გომართელი და კალენიკე ქავთარაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში უპარტიოთა ჯგუფიდან შედიოდნენ კონსტანტინე აფხაზი და კონსტანტინე მაყაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში სოციალისტურ რევოლუციური ფრაქციიდან შედიოდნენ კონსტანტინე მესხი, გრიგოლ ნათაძე, ვლადიმერ გობეჩია, ივანე ჩერქეზიშვილი, იოსებ გობეჩია, ივანე გობეჩია, იოსებ აბაკელია, კონსტანტინე ჯავრიშვილი, ლეო შენგელაია.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან შედიოდნენ ჰაიდარ აბაშიძე, გიორგი გაგლოევი, ვლადიმერ ჯუღელი, ვლადიმერ ახმეტელაშვილი, კონსტანტინე გვარჯალაძე, ალექსანდრე მაისურაძე, ანდრია ჭიაბერაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციიდან საბჭოს დამატებით სიაში შედიოდნენ ვასილ წერეთელი, დიმიტრი ჯავახიშვილი, რევაზ გაბაშვილი, მიხეილ მაჩაბელი, იოსებ მაჭავარიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, სოციალისტ რევოლუციონერებიდან ეროვნულ საბჭოს დამატებით სიაში შედიოდნენ მიხეილ ფაჩუაშვილი, ილია კაკაბაძე და ივანე ვარაზაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, სოციალ-ფედერალიტთა პარტიიდან ეროვნული საბჭოს დამატებით სიაში შედიოდნენ შალვა ნუცუბიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ერასტი ტოროტაძე და აკაკი ფაღავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციიდან ეროვნულ საბჭოში შედიოდნენ გრიგოლ რცხილაძე, იესე ბარათაშვილი, სამსონ ფირცხალავა, სვიმონ მდივანი, იასონ ბაქრაძე, ალექსანდრე წერეთელი, დიმიტრი უზნაძე, სამსონ დადიანი, იოსებ გედევანიშვილი, თევდორე ღლონტი და შალვა მიქელაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან ეროვნული საბჭოს დამატებით სიაში შედიოდნენ ბიქტორ ნინიძე, ვასილ ცაბაძე, ნიკოლოზ იობაშვილი, ილია გოგელია, თევდორე კიკვაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი, გრიგორ ურატაძე, იუნუს წულუკიძე, სარდიონ თევზაძე, იოსებ მარუაშვილი, სოლომონ დოლიძე, გიორგი სადაგაშვილი, სტეფანე ელიაძე, ბაგრატ მიკირტუმოვი, გრიგოლ ცინცაძე, მიკირტიჩ ვარდოიანცი, ოლღა სოლოღაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, ალიონელთა ჯგუფიდან ეროვნული საბჭოს დამატებით სიაში შედიოდა შალვა შარაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სიმონ მდივნის ნაცვლად საფინანსო კომისიის წევრად აირჩიეს მიხეილ ყაუხჩიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე რაჟდენ ალექსიძის გამოცხადებული ეროვნული საბჭოს შემადგენლობა ერთხმად დამტკიცდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან ეროვნულ საბჭოში შედიოდნენ ლეო ნათაძე, ნოე ცინცაძე, ვლასა მგელაძე, ვასილ წულაძე, მელიტონ რუსია, ფილიპე ლორია, ვიქტორ ჟღენტი, ილია ბადრიძე, დავით შარაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს საბიუჯეტო და საფინანსო კომისიის წევრები: ევგენი გეგეჭკორი, ნიკო ელიავა, დიომიდე თოფურიძე, ანდრია ჭიაბრიშვილი, სვიმონ მდივანი, ივანე ვარაზიშვილი, იასონ ლორთქიფანიძე, გერონტი ქიქოძე და პეტრე ქავთარაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს იესე ბარათაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე მდივნად დავით ონიაშვილი, ხოლო მდივნის ამხანაგად იოსებ აბაკელია აირჩიეს.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს თადა აშორდიას მიერ შექმნილი მეგრული ანბანით დაიწყეს საღვთო წიგნების მეგრულ ენაზე თარგმნა, მაგრამ ეს თარგმანები სამეგრელოს სამღვდელოებამ უარყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წელს გამოიცა ბრძანება სამეგრელოს სკოლებში ქართული ენის აკრძალვის შესახებ. თადა აშორდიამ დაიწყო რუსულ ანბანზე დაყრდნობით მეგრული დამწერლობის შექმნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ სერგეი მესხის ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს თადა აშორდიამ დაასრულა მეგრული ანბანის შეთხზვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ჩხეიძე, მდივნები – ილია ზურაბიშვილი და დავით ონიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ, რაჟდენ არსენიძემ ეროვნული საბჭოს დამატებითი სიის შემადგენლობის კანდიდატად რადიკალურ დემოკრატიული ფრაქციიდან ალექსანდრე ახმეტელი წარადგინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დაადგინეს სამეურნეო-საგანგებო კომისიის შემადგენლობა: გერასიმე მახარაძე, გიიორგი ცინცაძე, გიორგი ერაძე, ანდრია ჭიაბერაშვილი, იოსებ გობეჩია, შალვა ქარუმიძე, თევდორე ღლონტი.