ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50062

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით სწავლების გაეროვნების გამო ქუთაისის რეალური სასწავლებლის ისტორიის მასწავლებელი იოსებ ჩესტნოვი შტატის გარეშე დარჩა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ქუთაისის რეალური სასწავლებლის მათემატიკის პედაგოგი არმენაკ ოვაკიმ-მურადოვი სწავლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ქუთაისის რეალური სასწავლებლის გერმანული ენის პედაგოგი ნიკოლოზ ლებედევი სწავლების გაეროვნების გამო შტატგარეშედ დარჩა. 

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, სწავლების გაეროვნების გამო ქუთაისის რეალური სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის მასწავლებელი ნატა გერასიმეს ასული ბარანნიკი შტატგარეშედ დარჩა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით სწავლების გაეროვნების გორის ქალთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი ფელიცატა ივანეს ასული კორენევა შტატის გარეშე დარჩა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით, გორის ქალთა გიმნაზიის კლასის დამრიგებელი ნინო ივანეს ასული ამირეჯიბისა სწავლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით ვლადიმერ ხიზანიშვილი გორის ქალთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის ყოფილი პედაგოგი გრიგოლ კონსტანტინეს ძე ონიკაშვილი გორის ქალთა გიმნაზიის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს 9 სექტემბრის N 872 შუამდგომლობის პასუხად აცნობეს, რომ 1918-1919 სასწავლო წლისთვის ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძე გერმანული ენის მასწავლებლად დანიშნეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 სექტემბრის განათლების მინისტრის N43 ბრძანებით, კიევის კომერციული ინსტიტუტის კურსდამთავრებული გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი აბაშის ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 სექტემბერს სახალხო გვარდიის მთავარმა შტაბმა ორთაჭალაში (ხარფუხის რაიონი) ახალი მუშათა კლუბი გახსნა. გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ნიკოლოზ ჩხეიძე, ალექსანდრე ლომთათიძე და სხვადასხვა დემოკრატიული დაწესებულებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები. კლუბის გამგეობა მხატვრულ-ლიტერატურულ, დრამატულ და მუსიკალურ სექციებად იყო დაყოფილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის N44 ბრძანების თანახმად, დერპტის უნივერსიტეტის საისტორიო-საფილოლოგო ფაკულტეტის კურსდამთავრებული მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი იმავე წლის 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი. დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და მიიღეს კანონპროექტი მსხვილფეხა საქონლის ჭირის წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებითი თანხის გამოყოფის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ნოე ჟორდანია აბასთუმანში აჭარის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მათ მოუსმინა, კითხვებს უპასუხა და გულწრფელი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბერს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე მხოლოდ კონსტანტინე მაყაშვილი გამოცხადდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გიორგი ნანეიშვილმა, კომისიის დავალების თანახმად, განსახილველად წარმოადგინა მის მიერ შემუშავებული „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა უფლება-მოვალეობანი“ 16 მუხლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის დირექტორს 1918 წლის 30 აგვისტოს N378 მიწერილის პასუხად აცნობა, რომ წარედგინა სამინისტროში იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის ნამსახურეობითი წიგნი და აღენუსხა 1901 წლიდან 1918 წლამდე რამდენ გაკვეთილს ატარებდა იგი კვირაში. ხელს აწერენ მთავარგამგე თაქთაქიშვილი და საქმისმწარმოებელი ლ. ხარაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 სექტემბერს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1918 წლის 17 ივნისს გიმნაზიის დირექტორმა ის კავკასიის სამოსწავლო ოლქში შტატის მასწავლებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარადგინა, მაგრამ წარდგინებას შედეგი არ მოჰყოლია. აკოფაშვილმა მინისტრს სთხოვა მისი თანამდებობაზე დამტკიცება დაეჩქარებინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. სტატიაში შერვაშიძე დაწვრილებით განიხილავდა ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად თურქეთის მიერ გაგზავნილ აფხაზთა რაზმთთან ერთად მისი აფხაზეთში მგზავრობის პერიპეტიებს. შერვაშიძე ამბობდა, რომ სტატიაში მოწოდებული ცნობები მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას ემსახურებოდა და იგი არამც და არამც არ აპირებდა გაზეთის საშუალებით შემდგომ პოლემიკაში შესვლას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მ. ფეფედოვის ხარჯებით ორგანიზებულ კვარტეტში შედიოდნენ პროფესორები: ვიქტორ რობერტის ძე ვილშაუ, კონსტანტინე ალექსანდრეს ძე მინიარი, თ. ს. კაცი და სემიგლაზოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიის დირექტორ ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინს შეუთავაზებია ნიკოლაი ნიკოლაევისთვის პროფესორის ადგილი თავის დაწესებულებაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კონსტანტინე ალექსანდრეს ძე მინიარი იყო კონსერვატორიის პროფესორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვიქტორ რობერტის ძე ვილშაუ იყო კონსერვატორიის პროფესორი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიის სტუდენტთა ჯგუფს ნიკოლაი ნიკოლაევისთვის კონსერვატორიაში თანამდებობის დაკავება უთხოვია.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძე ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძის ბიძაშვილი იყო.