რეგისტრირებული ფაქტები47441
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქალაქის გამგეობამ დაადგინა, სახლის კომიტეტებს, გარდა სურსათის განაწილებისა, დაევალოთ ბინის საქმე და სანიტარული მდგომარეობის მიხედვა. ამ საკითხის ინსტრუქციის შესადგენად აირჩიეს კომისია შემდეგი შემადგენლობით: კალუჟნი, პოპოვი, ფირუმოვი, დავიდხანიანი, გეპშტეინი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 24 მარტიდან, კავკასიაში პოლონეთის სამხარეო კომიტეტის დადგენილების თანახმად, სავალდებულო კანონით ამიერკავკასიაში მცხოვრები პოლონელები და მის ტერიტორიაზე დროებით მცხოვრები პოლონეთის მოქალაქეები 1918 წლის 2 მაისამდე გათავისუფლდნენ ჯარში გაწვევისგან. განცხადებას ხელს აწერენ მინისტრი ნოე რამიშვილი და ამიერკავკასიის ვიცე-დირექტორი გრიგოლ მენდელეევი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 23 მარტს ტრაპიზონის კონფერენციის მეექვსე სხდომაზე ამიერკავკასიის დელეგაციამ ოლთის ოლქის, არდაგანის სამხრეთ ნაწილის, ყარსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილისა და კაგიზმანის ოლქის დასავლეთ ნაწილის დათმობის შესახებ განაცხადა, სომხეთის თვითგამორკვევის საკითხს კი შემდგომ მოლაპარაკებებზე განიხილავდნენ. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება სკოლების მდგომარეობის შესახებ. სხდომის დადგენილებით, საზოგადოების სკოლების პერიოდული დათვალიერება სიღნაღის მაზრაში (ნუკრიანი, შრომა) ნიკოლოზ ყაზბეგს დაევალა, თელავში – გრიგოლ ბურჭულაძეს, ზუგდიდსა და მოდინახეში – ვლადიმერ გაგუას, ბათუმში – ილია ფერაძეს, სოხუმში – პეტრე ჭარაიას, ატენსა და ვარიანში – კირილე არველაძეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისის გამგეობის წევრი იოსებ ბესელიძე ქალაქთა კავშირს ტრამვაის რემონტისთვის 10 ათას მეტრ რელსსა და სხვა მასალას სთხოვს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს ეროვნული საბჭოს ჯანმრთელობის განყოფილება მალე მოაწყობდა მოწყალების დების კურსებს. ლექტორებად მოწვეულები იყვნენ ექიმები: ნ. მელიქიშვილი, ნ. ჯავახიშვილი, მიხეილ წინამძღვრიშვილი, გრიგოლ მუხაძე, ივანე თიკანაძე, დ. ახვლედიანი, ალ. დიასამიძე, მ. მგალობლიშვილი და შალვა მიქელაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს შორაპნის ირაკლი გიორგის ძე წერეთლის სახელობის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თხოვნა რაიმე სახის დახმარების შესახებ. საკითხი დასამუშავებლად სათანადო სექციას უნდა გადასცემოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პავლე საყვარელიძის თხოვნა „ვეფხსიტყაოსნის“ ქართველიშვილისეული გამოცემის 25 მანეთად დათმობის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მას „ვეფხისტყაოსნის“ აღნიშნული გამოცემა ექვს თუმნად უნდა დათმობოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს უშაფათ-ფოცხო-ლესიჭინის ირაკლი გიორგის ძე წერეთლის სახელობის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თხოვნა წიგნებით დახმარებით შესახებ. საკითხი დასამუშავებლად სათანადო სექციას უნდა გადასცემოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მომსახურე პერსონალის თხოვნა ანაზღაურების მომატების შესახებ. 1918 წლის ხარჯთაღრიცხვის გადახედვა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს მიენდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, საგურამოს სკოლის რევიზია გრიგოლ მაჭავარიანს მიენდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ატენისა და ვარიანის სკოლების რევიზია საოსტატო სემინარიის ქართული ენის პედაგოგ კირილე ივანეს ძე არველაძეს მიენდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, სოხუმის სკოლის რევიზია პეტრე გიორგის ძე ჭარაიას მიენდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ბათუმის სკოლის რევიზია ილია ივანეს ძე ფერაძეს მიენდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ზუგდიდისა და მოიდანახის სკოლების რევიზია ზუგდიდის მაზრის სახალხო სკოლების ინსპექტორ ვლადიმერ გაგუას მიენდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, თელავის სკოლის რევიზია გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს მიენდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოების სკოლებს არ ჰყავდა მეთვალყურე. სკოლების დათვალიერება ადგილობრივ მცოდნე პირებს მიენდო, სიღნაღის მაზრის, ნუკრიანისა და შრომის სკოლების რევიზია კი – ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომა ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობით, რომელზეც ფინანსთა მინისტრს დაევალა ეროვნული საბჭოს მიერ მოთხოვნილი თანხების ფინანსური უზრუნველყოფა.