რეგისტრირებული ფაქტები46478
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს კომერციული ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი თეოფილე ანთიმოზის ძე კალანდაძე 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული სადიკო მელიტონის ასული ვაშაძე 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სამხატვრო სასწავლებლის კურსდამთავრებული თეოდორე თეოდორეს ძე ჩუდევი 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული ალექსანდრე გიორგის ძე კავსაძე 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე მუშაობდა 1904 წელს დაარსებულ ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ექიმად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული პავლე თედორეს ძე არაჩემია 1904 წელს დაარსებული ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული არჩილ ელიზბარის ძე მიქაბერიძე 1904 წელს დაარსებული ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული კიმოთე გიორგის ძე კაპანაძე 1904 წელს დაარსებული ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული ანტონ ივანეს ძე ოდიშარია 1904 წელს დაარსებული ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული მარიამ პორფირეს ასული ლოლაძე 1904 წელს დაარსებული ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ნემსაძე 1904 წელს დაარსებულ ქუთაისის მეორე უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში ექიმად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებული იულია ივანეს ასული მებუკე 1913 წელს დაარსებული ჭიათურის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული ბარბარე გიორგის ასული ბარათაშვილი 1913 წელს დაარსებული ჭიათურის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მინადორა იოაკიმეს ასული წერეთელი, წმინდა ნინოს სასწავლებლის კირსდამთავრებული, 1913 წელს დაარსებული ჭიათურის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ნატალია ივანეს ასული კაკაბაძე 1913 წელს დაარსებული ჭიათურის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ა. ტ. ზოდელავა, სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული, 1913 წელს დაარსებული სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საინგილოს სოფელ კახის სკოლის მასწავლებელი გრიგოლ აფშინაშვილი სხვა სოფლების სკოლების მასწავლებელთა დავალებით საქართველოს განათლების მინისტრს სწერდა, რომ საინგილოს მოქმედ სკოლებში (კახი, ალიბეგლო, ქოთოქლო, მეშაბაში, ყორღანი), სადაც სწავლა იყო ქართულ ენაზე, არ გაიცემოდა ჯამაგირი. პედაგოგები სამინისტროსგან დახმარებას ითხოვდნენ, რაც გაითვალისწინეს და სამინისტრომ 20250 მანეთი გამოყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
საკათოლიკოსო საბჭოს სახალხო განათლების სამინისტროსთვის უნდა გაეგზავნა ნიკოლოზ ბარნაბიშვილის საბუთები მისი ნამსახურების ვადის გამოსარკვევად.
1918
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრომ შეკითხვით მიმართა სასულიერო სემინარიას და საკათოლიკოსო საბჭოს, ნიკოლოზ ბარნაბიშვილის სამსახურის შესახებ, თუმცა არც ერთი დაწესებულებიდან დამაკმაყოფილებელი პასუხი არ მისვლია. ამის გამო სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდა თვითონ ნიკოლოზ ბარნაბიშვილს მიეღო სათანადო ზომები, საბუთები მოეძიებინა და სამინისტროსთვის წარედგინა.
1918
ტიპი: თანამდებობა
ფილიპე ლორია სხვადასხვა დროს აირჩიეს მუშათა და ჯარისკაცთა [სალდათთა] აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, ტრამვაის საავადმყოფო გამგეობის წევრად და პროფესიული კავშირის გამგეობის წევრად.
1918
ტიპი: თანამდებობა
სხვადასხვა დროს დიომიდე თოფურიძე მუშაობდა სააქციო საზოგადოების გამგეობის დირექტორად, ვოლგის მუნიციპალური საოლქო ეკონომიკური კავშირის განყოფილების გამგედ, სარატოვის საგუბერნიო საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარედ, სარატოვის გუბერნიის კომისრად, ამიერ-კავკასიის და შემდგომ საქართველოს მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარედ.
1918
ტიპი: თანამდებობა
სხვადასხვა დროს დიომიდე თოფურიძე რედაქტორობდა ჟურნალ-გაზეთებს სარატოვსა და მოსკოვში, იყო ჟურნალ „კვალის“ რედაქტორი.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სარდიონ თევზაძე თბილისში ცხოვრობდა შემდეგ მისამართზე: პარკოვის ქუჩა N23. XI სამ. ნაწ.