ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი წერეთელს, გიორგი უთურგაულს, თედო ჟორდანიასა და პეტრე უმიკაშვილს რაფიელ ერისთავის ქრესტომათიის „სკა“ შეფასება დაევალათ.

1863

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1863 წელს თბილისის წმინდა სამების პატარა ტაძარში ილია ჭავჭავაძემ ჯვარი დაიწერა  20 წლის ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილზე. ილიას მხრიდან მეჯვარეები იყვნენ – დავით ყიფიანი და ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე, ოლღას მხრიდან – ილია ჩოლოყაშვილი და სულხან თუმანიშვილი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 23 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „აჭარის მდგომარეობა“.

1863

ტიპი: ავტორობა

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორს, გაეცა განკარგულება, რომ მისთვის საუნივერსიტეტო კურსის მოსმენის დამადასტურებელი მოწმობა მიეცათ.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ნანეიშვილი ბათუმის სკოლის მასწავლებლად აირჩიეს.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წელს ილია ჭავჭავაძე ესტუმრა იმხანად გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლობის კანდიდატის, ლევან გურიელის ოჯახს და გაეცნო ადგილობრივ საზოგადოებას.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ქართული ენა ჩვენს საშუალ სასწავლებლებში“.

1863

ტიპი: თანამდებობა

1863 წელს ილია ჭავჭავაძე იმერეთში ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ დაინიშნა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 12 ნოემბერს სერგეი მესხმა და ილია ჭავჭავაძემ საცენზურო კომიტეტს 1881 წლიდან ჟურნალ „ივერიის“ ყოველთვიურ ჟურნალად გადაკეთება სთხოვეს.

1863

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მეთერთმეტე ნომრის გამოცემაზე.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 27 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 27 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის წინადადება საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის შესახებ. კრებამ წინადადება მოიწონა და მეჯლისის ორგანიზება მასვე დაავალა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 11 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ახირებული ლოღიკა გაზ. „კავკაზისა“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 6 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „დაბადებამდე სიკვდილი“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 9 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ქალაქის რჩევის უსაქმობა“.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 4 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1863

ტიპი: სტატუსი

1863 წელს ილია ჭავჭავაძის ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ რედაქცია გადავიდა ოლღა გურამიშვილის გარდაცვლილი მამიდის, სიდონია სავარსამიძის სახლში კომენდანტის ქუჩაზე (ამჟამად გრიბოედოვის ქუჩა №37).

1863

ტიპი: სტატუსი

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მერვე ნომრის გამოცემაზე.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძის პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“ გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში ცალკე წიგნად დაიბეჭდა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით ღვინიაშვილი თბილისის სკოლის მასწავლებლად აირჩიეს, ანა ქანანოვი კი – საქმისმწარმოებლად.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 15 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „სომხური გაზეთების პოლემიკა“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 17 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „მაჰმადიანთ გაქრისტიანება“.

1863

ტიპი: სტატუსი

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მეექვსე ნომრის გამოცემაზე.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 4 სექტემბერს გაზეთ „დროების“ რედაქციის ინიციატივით სიონში გადაიხადეს მარი ბროსეს პანაშვიდი, რომელსაც ილია ჭავჭავაძეც დაესწრო.