ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 27 მაისს ფინანსთა სამინისტროს არაპირდაპირი მოსაკრებლების დეპარტამენტის დირექტორმა წერილობითი თხოვნით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მეღვინეობის დარგში დიდი გამოცდილების მქონეს, რათა მონაწილეობა მიეღო კომისიის მუშაობაში, რომლის მიზანიც ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების გაუმჯობესება იყო.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 22 ივლისს პოეტმა ქალმა დომინიკა ერისთავმა, რომელიც წერდა „განდეგილის“ ფსევდონიმით, ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა ლექსი („ირგვლივ მთებს მწვანე მანტია წამოუბურავს გმირულად...“).

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წელს რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი დავით ივანეს ძე ავალიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს. ის თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძეს საგურამოში მიხა ჩოდრიშვილი და გიორგი ლასხიშვილი ეწვივნენ, რათა ხელოსანთა არტელის წესდების პროექტის გაეცნოთ მისთვის. ილიას იდეა ძალიან მოეწონა, რადგან ხელოსნები ჩარჩებს თავს დააღწევდნენ, შენიშნა, რომ წესდებაში მხოლოდ ხელოსანთა უფლებებზე იყო საუბარი და არაფერი იყო ნათქვამი მოვალეობებზე, რაც ასევე გასათვალისწინებელი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს მიხა ჩოდრიშვილი ხელოსანთა არტელის დამაარსებელი იყო და გაერთიანების წესდებაზე მუშაობდა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა გაგრძელება ნოე ჟორდანიას წერილისა „მოამბე“, „ივერია“ და ეროვნება“. ავტორი „ივერიის“ შესახებ წერს, რომ ბრმად მიჰყვება რუსეთის ნაროდნიკების უტოპიურ თეორიას და გაზეთს „ტეტიათა მოტრფიალეს“ უწოდებს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 23 თებერვალს ილია ჭავჭავაძისა და სხვათა ხელმოწერით თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის 1885 წლის 1 იანვრისთვის არსებული ბალანსი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 აპრილს გუბერნატორს თბილისის პოლიცმაისტერმა ილია ჭავჭავაძის ქუთაისში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია წერილობით აცნობა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე იურისტ მექი ფაღავასთან სტუმრად იმყოფებოდა ბანძაში.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ ნიკოლოზ დადიანისეული ბიბლიოთეკის ნაწილი ჩაიბარა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 აპრილს ილია ჭავჭავაძე ნიკოლოზ დადიანისეული ბიბლიოთეკის გადაბარების შემდეგ თბილისში გაემგზავრა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით, რომელზეც მიიღეს 31 მარტს გამართული სალიტერატურო და მუსიკალური საღამოს შემოსავლიდან მიღებული შემოწირულობა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე იონა მეუნარგიასთან სოფელ ცაიშში სტუმრად იმყოფებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნიკოლოზ დადიანისეული ბიბლიოთეკა ჩაიბარა, რომელიც შეიცავდა 169 ხელნაწერსა და 10 ნაბეჭდ წიგნს. ჩაბარების აქტს ხელი მოაწერეს: ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, დიმიტრი ჯანაშვილმა და ივანე მაჩაბელმა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ დადიანს შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ანგარიშის შემოწმება დაავალეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა გეორგ ებერსის რომანის „ასული ფარაონისა“ ილია ჭავჭავაძისეული თარგმანის გაგრძელება.

1885

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1885 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ რაფიელ ერისთავს წერილობით სთხოვა, რომ მასთან მისულიყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 15 მაისს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილს ბათუმის სკოლის ანგარიშის შემოწმება დაავალეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით, რომელზეც ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის საგამოცდო წესები და „ვისრამიანის“ გაყიდვით შემოსული თანხა დაამტკიცეს.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 27 მაისს ნიკოლოზ დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 28 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილედ ნიკოლოზ ღოღობერიძე აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 28 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი ქართველიშვილი ხაზინადრად აირჩიეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის მეოთხე ნაწილი საფინანსო და ეკონომიკურ პოლიტიკას ეხებოდა.