ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ბათუმის გუბერნატორის განცხადება“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 17 ივნისს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „როგორც ზოგიერთ ავადმყოფს“ გამოქვეყნდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 23 ივნისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „სასამართლოები ჩვენში“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 27 ივნისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ქართული ენა სასამართლოებში“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 5 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ერთი კვირა უცხოეთში“ მეორე ნაწილი.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 23 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თბილისის საკვირაო სკოლის მასწავლებლისთვის სახელმძღვანელოების გაგზავნა გადაწყვიტეს.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, რომ გიორგი იოსელიანის მიერ შედგენილ „საღმრთო ისტორიას“ არ დაბეჭდავდნენ, რადგან ის სკოლის სახელმძღვანელოდ არ გამოდგებოდა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძეს ბათუმში სკოლების მდგომარეობის შესწავლა დაევალა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 1-ელ ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური სხდომაზე საზოგადოების მუშაობის პირველი წლის ანგარიში განიხილეს.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 10 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „პირველი შკოლა ბათუმში“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 28 ივნისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ერთი კვირა უცხოეთში“ პირველი ნაწილი.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 4 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სექტემბრისთვის თბილისისა და ბათუმის სკოლების გახსნის საკითხი განიხილეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 10 ივნისს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დააკმაყოფილა დავით ერისთავის თხოვნა საზოგადოების დატოვების შესახებ.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ მიიღო ზაქარია ჭიჭინაძის წინადადება, მისგან ნახევარ ფასად შეეძინათ მისგან წიგნები.

1862

ტიპი: ავტორობა

1862 წელს პეტრე უმიკაშვილმა დაწერა გამოხმაურება ჟურნალ „ცისკარში“ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ სარდიონ ალექსი-მესხიშვილისა და გიორგი ბარათაშვილის წერილებზე.

1861

ტიპი: ავტორობა

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მიიღო ნიკო ღოღობერიძის ბარათი, რომელშიც ის წერდა, რომ სტუდენტები გამოცდების შემდეგ დაიწყებდნენ ანბანის შედგენაზე მუშაობას და თავდაპირველად წიგნის 2000-იანი ტირაჟით გამოცემას სთავაზობდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 2 აგვისტო“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მიწადმომქმედის ორგვარი გაჭირება“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 9 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მასწავლებელ გრიგოლ ბურჭულაძეს ახალციხეში წიგნების გავრცელება დაავალეს.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩ I“, რომელიც ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 9 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს კავკავის, თონეთისა და ხეთის სკოლების მასწავლებელთა თხოვნა სასკოლო წიგნებისა და ინვენტარის მიწოდების თაობაზე.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 9 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საქართველოს ეგზარქოსს კიდევ ერთხელ სთხოვეს, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ბოლო რედაქცია სამრევლო სკოლებისთვის სახელმძღვანელოდ დაემტკიცებინა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 23 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი ქართველიშვილსა და დიმიტრი ბაქრაძის ქვრივს წიგნების საფასური აუნაზღაურეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 23 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ფასდაკლებით შეიძინეს კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძისთვის გასაგზავნი სახელმძღვანელოები.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 23 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წყალტუბოს სამკითხველოსთვის წიგნები შეარჩიეს.